კულტურა სოფელი, სადაც 100 წელია მზე არ ამოსულა... აი, რა მოიფიქრეს ადგილობრივებმა 2019, 28 მაისი, 2:45 ზაფხული დგება და ამასთანავე ძალიან ბევრი ადამიანი მზისგან თავის ასარიდებლად უფრო გრილ ადგილებში ირჩევს დასვენებას, თუმცა არსებობს ერთი სოფელი, სადაც მზე უიშვიათესი მოვლენაა, რომლისთვისაც ზოგჯერ ერთი საუკუნით დაცდაც უწევთ. ეს არის სოფელი რიუკანი - მდებარეობს ნორვეგიაში. თავდაპირველად პატარა სოფელი იყო მცირე მოსახლეობით, შემდეგში უკვე 20 წელია, რაც რაიონად გადაიქცა. არც ისე დიდი ხანია, დაახლოებით ერთი საუკუნის წინ დაარსებულ სოფელ რიუკანში მზე მხოლოდ აპრილიდან აგვისტომდე მცირე დროით ჩნდება. სექტემბრიდან მარტამდე მზის დანახვა შეუძლებელია, რადგან ეს რაიონი მდებარეობს ვესტფიორდის მთიან ველზე. ალბათ სკოლის გაკვეთილებიდან მაინც იცით, რომ ნორვეგიის ზოგიერთ რეგიონში მზე იშვიათად ჩნდება, აქედან გამომდინარე, სოფელი რიუკანისთვის ეს არც ისეთი ექსტრემალური მდგომარეობაა. სექტემბრიდან მარტამდე მზის გარეშე დარჩენა არანაირ ბუნებრივ პირობებთან არ არის კავშირში. ეს უბრალოდ მთების დამსახურებაა, რომელიც რაიონს სრულიად ფარავს. ადგილი ნამდვილად ლამაზია, ნორვეგიელები სამოთხესაც უწოდებენ, თუმცა მზის სინათლე საჭიროა და ამისთვის ხელოვნურ გზას მიმართეს. გამოსავალი მონახეს და თან საოცრად ჭკვიანურად. "რადგან მზე ჩვენამდე ვერ აღწევს, მაშინ ჩვენ ხელოვნურად მოვიყვანთ" ეს აზრი პირველად სოფლის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გამოთქვა. სემ ეიდი ჭკვიანი პიროვნება იყო, თუმცა სიცოცხლეში მხოლოდ მინიმალურს მიაღწია, მან დაამზადა საბაგირო, რომლის საშუალებითაც ადგილობრივები აღწევდნენ იმ ადგილამდე, საიდანაც შესაძლებელი იყო მზის ენერგიის მიღება, მაგრამ რიუკანელები კვლავ მზის გარეშე რჩებოდნენ, ხოლო მზის სარკის პროექტი ისევ ყველას ჰქონდა ტვინში ჩაბეჭდილი. თითქმის ერთი საუკუნის შემდეგ, ნორვეგიაში სოლსპეილის პროექტი წარმატებული აღმოჩნდა. ავტორი ამჯერად ხელოვანი მარტინ ანდერსენი გახლდათ. ანდერსენის ჯგუფმა, ადგილობრივების დახმარებით, რიუკანის მთებში სამი სარკე დაამონტაჟა, თითოეულის ფართობია 17 კვადრატული მეტრი. სარკეები მოძრავია, როდესაც მზე ძლიერად ანათებს, ეგრეთ წოდებული სოლსპეილის სარკეები მზის სინათლეს პირდაპირ სოფლისკენ ამისამართებენ... სამი სარკე ბევრს ვერ ანათებს, თუმცა 600 კვადრატული მეტრი არც ისე მცირეა, ადგილობრივები ამ ტექნოლოგიური მოწყობილობის საშუალებით, დღის განმავლობაში განათებულ სოფელში ახერხებენ ცხოვრებას. მხოლოდ 850 000 დოლარის სანაცვლოდ, რომელიც ამ ტექნიკური მოწყობილობის გამართვას დასჭირდა, სოფელმა შეიგრძნო მზის სითბო. 2006 წლიდან განხორციელებულ პროექტის საშუალებით, ადგილობრივები თავს ძალიან ბედნიერად გრძნობენ. "მზე ჩვენამდე ვერ აღწევს, ამიტომ ჩვენ მივაღწევთ მასთან"- ეს არის რიუკანელების პროექტი. თქვენ რას ფიქრობთ? სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევიაუცილებლად გაითვალისწინეთ - საავტორო უფლებები დაცულია, მასალების გადაბეჭდვა/რეპროდუცირება აკრძალულია. შესაძლებელია მხოლოდ წყაროს მითითებით(ავტორთან შეთანხმებით). იხილეთ მასალის გამოყენების პირობები!!! <<<<< თქვენთვის საინტერესო >>>>>ადამიანები ყველაზე დიდი ორგანოებით!!! "გერმანული ბარონესას არისტოკრატულობა და მომხიბვლელობა" - ვინ იყო თამარ ციციშვილი? სიკვდილამდე რამოდენიმე წამით ადრე... ტრაგიკული ფოტოების ისტორია! 6 რამ, რასაც ყოველდღე არასწორად აკეთებთ! 4 წლიანი კომიდან, ოლიმპიურ ჩემპიონობამდე... - გაიცანით ვიქტორია არლენი ცოდნა არ გაწყენდათ - იცოდით, რომ... ( VII ნაწილი) მეცნიერულად აუხსნელი, 6 დაუჯერებელი ადგილი ჩვენს პლანეტაზე! აკაკი ხორავა - უდიდესი ქართველი მსახიობი და პედაგოგი 3546 6-ს მოსწონს
|