x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134407
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
აკაკი ხორავა - უდიდესი ქართველი მსახიობი და პედაგოგი

აკაკი ხორავა დაიბადა 1895 წლის 17 აპრილს სოფელ ოჩხომურში, ახლანდელ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში. იგი იყო ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი და პედაგოგი, რომელმაც მოღვაწეობის პერიოდში უამრავი ადამიანის გული დაიპყრო. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, სწავლობდა თბილისისა და კიევის უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე. მთელი თავის ცხოვრება დაუთმო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა. 1949-55 წლებში ამავე თეატრის დირექტორიც იყო.


image







ხორავა რეალისტური თეატრალური ხელოვნების უდიდესი ოსტატია. მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული და მთელი საბჭოთა თეატრის განვითარების საქმეში. მან მიიღო მონაწილეობა უამრავ თეატრალურ დადგმასა და როლი ფილმებში. განსაკუთრებით გამოირჩეოდა ფილმები მისი მონაწილეობით: გიორგი სააკაძე ("გიორგი სააკაძე ", 1942-1943), სკანდერბეგი ("ალბანეთის დიადი მეომარი სკანდერბეგი", 1953), გიჟუა ("რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"! 1965).


image







აკაკი ხორავა ადამიანი რომელიც დიდთან და პატარასთან თავმდაბალი, უბრალო, ხალისიანი, მქუხარე, ახალგაზრდების გულშემატკივარი და უდიდესი არტისტი იყო... აკაკი ხორავას მრავალი მეგობარი ჰყავდა: საფრანგეთში — პიკასო და ლუი არაგონი, ჟერარ ფილიპი, ივ მონტანი და სიმონა სინიორე, გერმანიაში — ვალტერ შმიდტი და ელფრიდე ფლორინი. უამრავი მეგობარი ალბანეთში და რუსეთში. აკაკი ხორავას ოჯახურ გარემოში ნახავდით პიკასოსა და ფერნან ლეჟეს ნამუშევრებს, რომლებიც თავად ავტორებმა აჩუქეს.


ერთხელ ხორავა საფრანგეთში იმყოფებოდა და ფრანგული თეატრისა და კინოს ვარსკვლავმა ჟერარ ფილიპმა ჰკითხა, „ბატონო ხორავა, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ხართ, რა არის საჭირო, რომ თქვენ ქვეყანაში დეპუტატი გახდე?“ ხორავამ გაიღიმა და უპასუხა: „აი, მაგალითად, ისეთი მსახიობი, როგორიც თქვენ ბრძანდებით, სავსებით შესაძლებელია, რომ იყოს დეპუტატი“.
მეორე დღეს პარიზის გაზეთებში მთელ გვერდზე დიაგონალით, ტექსტის ზევით დიდი ასოებით იყო დაბეჭდილი: „აკაკი ხორავამ ჟერარ ფილიპს სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატობა შესთავაზა!“
1954 წელს ინდოეთის დელეგაცია ჩამოვიდა. კინოვარსკვლავები რაჯ კაპური და ნარგიზი, „ოტელოს“ სანახავად რუსთაველის თეატრს ეწვივნენ, რაც აუწერელ სენსაციად იქცა. სპექტაკლს კინოფირზე იღებდნენ. რაჯ კაპური და ნარგიზი აცრემლებული ეხვეოდნენ მსახიობებს, ხორავას შავმა გრიმმა რაჯ კაპური და ნარგიზი მავრებს დაამსგავსა.


image





მოსკოვში XX საუკუნის აღიარებული მსახიობი ვასილი კაჩალოვი მსახიობის სახლში საღამოს მართავდა. ხორავას და მის თანმხლებთ — გიგა ლორთქიფანიძესა და ნათელა ურუშაძეს ბილეთები არ ჰქონდათ, მაგრამ მაინც წავიდნენ, გზას ფეხით გაუდგნენ. თითქმის მთელი მოსკოვი იდგა გრძელ რიგში და ბილეთებს ეძებდა. უცებ გაისმა ძახილი: Хорава! Хорава! Хорава идет! უზარმაზარი მასა ორად გაიპო და მას გზა დაუთმო. საღამოს შემდეგ კაჩალოვმა თქვა: „შესვენებაზე მაუწყეს, რომ ამ საღამოს ესწრება გენიალური მსახიობი აკაკი ხორავა… ჩემს ხელოვნებას ვუძღვნი ყველა დროის უდიდეს მსახიობსა და შემოქმედს“.
როცა აკაკი ხორავას ცხედარი რუსთაველის თეატრიდან მთაწმინდაზე უნდა გადაესვენებინათ, ეროსი მანჯგალაძის გამოსათხოვარი სიტყვა ასე დასრულდა: „მშვიდობით ანზორ, მშვიდობით ოძელაშვილო, მშვიდობით კარლ მოორ, მშვიდობით დიდო ხელმწიფევ, მშვიდობით ოიდიპოს, მშვიდობით გმირო ოტელო, მშვიდობით პირველო არტისტო!“


image




აკაკი ხორავა უამრავი ჯილდოს ავტორია. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით, 2 შრომის წითელი დროშის ორდენით, 2 წითელი ვარსკვლავის ორდენითა და მედლებით. წარმატებული მსახიობი გარდაიცვალა 1972 წლის 23 ივნისს, თბილისში.



image

























სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



<<<<< იხილეთ ასევე >>>>>




მამაკაცმა ტყეში კოტეჯი იპოვა, ხოლო რაც შემდეგ მოხდა, ნამდვილად დაუჯერებელია...

image




"დღეს ბავშვებს მეტისმეტად ანებივრებენ!!!" - კირა ანდრონიკაშვილი

image




4 ფოტოს ისტორია, რომელმაც მსოფლიო შეცვალა (III ნაწილი)

image




ამდენი უბედურების შემდეგ, დროა ცოტა კარგიც წავიკითხოთ... - კარგი ამბები მთელ მსოფლიოდან!

image




და-ძმის ამ ფოტომ სოციალურ ქსელში ბევრი აატირა...

image





0
474
4-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
Mediator image
474
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0