კულტურა გამოცხადდა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო 10 ქვეყანა! 2016, 1 აგვისტო, 11:38 ბრიტანელ მკვლევარებმა ჩაატარეს ფართომასშტაბიანი კვლევა, სადა მონაწილეობა
მიიღო 60 ქვეყნის 16 000 მოქალაქემ. კვლევის თანახმად, დადგინდა მსოფლიოს
ყველაზე უსაფრთხო 10 ქვეყანა. წარმოგიდგენთ ამ ქვეყნებს...
1. დანია სკანდინავიის ამ ულამაზეს ქვეყანაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. 2016 წლის მონაცემებით ქვეყანას ივნისის თვის ჩათვლით, 5, 8 მილიონი ტურისტი ესტუმრა. უსაფრთხოების კოდექსით ქვეყანა ლიდერობს! 2. შვედეთი რეიტინგის მეორე ადგილს, კიდევ ერთი სკანდინავიური ქვეყანა -შვედეთი იკავებს. როგორც დანიაში, ასევე შვედეთშიც ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. შვედეთი ასევე ლამაზი ქალების ქვეყანაცაა... 3. კანადა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამოთხე. კანადა, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში მესამე ადგილზე იმყოფება. ქვეყანა ჩრდილოეთი ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. მშპ საერთო მოცულობით ქვეყანა პირველი ათეულის წევრია, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს გაანგარიშებით იგი მსოფლიოს პირველ 25 სახელმწიფოთა შორისაა, რაც შეეხება ადამიანის განვითარების ინდექსს, ამ მხრივ კანადას კონკურენტი არ ჰყავს. კანადა პოსტინდუსტრიული ქვეყანაა. 2016 წლის ივნისის თვის მონაცემებით ქვეყანას 5, 5 მილიონი ტურისტი ესტუმრა. 4. ახალი ზელანდია კუნძულოვანი ქვეყანა, რომელიც მდებარეობს წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში. განლაგებულია ორ დიდ, — ჩრდილოეთ და სამხრეთ კუნძულებზე, — მრავალ მცირე კუნძულზე. ქვეყნის დედაქალაქია უელინგტონი, უდიდესი ქალაქი — ოკლენდი. ახალი ზელანდია უსაფრთხოების კოდექსით მეოთხე ადგილზე იმყოფება. დედამიწის სამოთხეს, ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჰყავს. 5. ჰოლანდია ევროპის ყველაზე უსაფრთხო მესამე ქვეყანა. დედაქალაქი - ამსტერდამი მოსახლეობა - 16.150 ათასი, მათ შორის 83% ჰოლანდიელები, 11% ფლანდრიელები. ჰოლანდიის ულამაზეს ქალაქებს, როგორიცაა ამსტერდამი, როტერდამი, ეინდჰოვენი და ბრედა, ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს. 6. ავსტრია კიდევ ერთი ულამაზესი ევროპული ქვეყანა, რომელიც ამ უსაფრთხო ქვეყნების რეიტნგში მოხვდა. ავსტრიის დედაქალაქ ვენას ყოველწლიურად მილიონზე მეტი ტურისტი ჰყავს. ქვეყანა ასევე ეკონომიკურად საკმაოდ განვითარებულია. 7. ავსტრალია თუ არ ჩავთვლით იმ ველურ გარემოს, რომელიც ავსტრალიაში გვხვდება, ყველაფერი წესრიგშია. ავსტრალიაში ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი ჩადის. ქვეყანა გამოირჩევა ქალების ჭარბი რაოდენობით და მამაკაცების ნაკლებობით. თუ ოდესღაც ესტუმრებით ამ ულამაზეს, უსაფრთხო ქვეყანაში, აუცილებლად უნდა ნახოთ შემდეგი ქალაქები: სინდეი, მელბურნი და კანბერა. 8. ლუქსემბურგი ჯუჯა სახელმწიფო ევროპის კონტინენტზე, თუმცა ძალიან ბევრ გიგანტურ ქვეყანას სჯობს თავის სილამაზით, ეკონომიკურ განვითარების ინდექსით და ამ ყველაფერთან ერთად უსაფრთხოებითაც! 9. გერმანია ყველაზე მოულოდნელი ქვეყანა ამ სიაში. ტოპ- 10 ეულში გერმანია ბოლოს წინა პოზიციაზეა, ალბათ ბევრსაც არ მოველოდით, რადგან დაახლოებით ნახევარი საუკუნის წინ, ეს ქვეყანა მსოფლიოს ყველაზე საშინელი ქვეყანა იყო. 10. ირლანდია და ბოლოს.... ირლანდია! ერთადერთი ბრიტანული ქვეყანა, რომელიც ამ სიაში მოხვდა და უსაფრთხოების ინდექსით, ტოპ-10 -ზე ბოლო, მეათე პოზიციაზეა. განსხვავებული კულტურის ქვეყანას ყოველწლიურად ნახევარ მილიონზე მეტი ტურისტი სტუმრობს! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 1000 8-ს მოსწონს
|