სასმელები რატომ ასხამენ სხვადასხვა სასმელს განსხვავებულ ჭიქებში - აუცილებლად გაითვალისწინეთ! 2016, 7 დეკემბერი, 11:37 სხვადასხვა სასმელის სერვირება განსხვავებული სასმისით არის მიღებული. დაფიქრებულხართ რატომ ხდება ასე? ცხადია, ჭიქის არჩევას გარკვეული მიზეზები აქვს, რომელთა გარკვევას ქვემოთ შევეცდებით. ლუდის ჩამოსხმა დიდი ზომის ჭიქებშია მიღებული, რადგან ალკოჰოლის დაბალი შემცველობის გამო ამ სასმელით შეზარხოშება მხოლოდ დიდი რაოდენობით დალევის შემდეგ შეიძლება. სტოპკა, იგივე შოტი მომცრო ზომის ჭურჭელია, რომელშიც 50-70 მლ. სითხე ჩადის. საკმაოდ ფართე ყელი საშუალებას იძლევა ერთი "გადაკვრით" დაილიოს არყისა თუ ტეკილას პორცია. მარტინის ყინულის გარეშე, მაგრამ ჩაცივებულს ასხამენ. იმისათვის რომ სასმელმა დიდხანს შეინარჩუნოს სიგრილე, მას ასხამენ კონუსისებურ ჭურჭელში, რომელიც ზედა ნაწილში ფართოვდება. ამგვარ ბოკალს ხელი უნდა მოვკიდოთ ფეხზე, რათა ჩვენი ხელის სითბო არ გადაეცეს თავად სასმელს. ღვინის ბოკალი მაღლა ოდნავ ვიწროვდება. ეს საშუალებას იძლევა სასმელის არომატი ჭიქაში შენარჩუნდეს. ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ღვინის გემოს 90%-ს სწორედ მისი არომატი განსაზღვრავს. ვისკისგან სიამოვნების მისაღებად, ექსპერტების აზრით, საჭიროა სასმისის სწორად შერჩევა. ვისკის ჭიქას უნდა ჰქონდეს სქელი ძირი, რაც ჭურჭელს იცავს დაზიანებისგან ყინულის დამატების დროს. ამას გარდა, ფართე ჭრილი დალევამდე სასმელის არომატის შეფასების საშუალებას იძლევა. შამპანურის ჭიქებს ვიწრო ძირი აქვს, რისი წყალობითაც შუშხუნა სასმელის "ბუშტები" დიდხანს ძლებს. მოხიტოს ჭიქები, ტრადიციულად საკმარისად დიდი მოცულობისაა იმის გათვალისწინებით, რომ მათში დიდი რაოდენობით ყინულის კუბიკი უნდა ჩაიყაროს. მაღალი სასმისი საშუალებას იძლევა შენარჩუნებული იქნას სასმელის "სიცქრიალე", რისთვისაც ბარმენები სოდას უმატებენ. სადესერტო ღვინის ბოკალი ფორმით ტიტას მოგვაგონებს. ჭურჭელი ოდნავ ვიწროვდება ზედა მხარეს, რაც სპირტს აორთქლების საშუალებას აძლევს. გრაპას (ჭაჭა) ბოკალს საკმაოდ უცნაური ფორმა აქვს. მისი მთავარი მახასიათებელი არის აორთქლების ძალიან პატარა ზედაპირი. ამიტომ ალკოჰოლი პირდაპირ ცხვირში არ "გვირტყამს", არომატები კი თანდათანობით თავისუფლდება და ჯიშების მიხედვით სასმელის თავისებურებები იკვეთება. ბრენდის ჭიქა, ანუ სნიფტერი ხელისგულში ეტევა, რაც საშუალებას იძლევა სასმელი ხელში გათბეს. სასმელი და მისი არომატი, რომელიც თანდათან ჭურჭლის თავისუფალ ადგილს იკავებს, ერთმანეთს აბალანსებს და ბრენდი უფრო სასიამოვნო დასალევი ხდება. ასევე საინტერესოა: 1. კარაქი, სპრედი თუ მარგარინი - რომელ მათგანს უნდა მოვერიდოთ? 2. როგორ გავხადოთ ჯანმრთელი საახალწლო სუფრა: მავნე ტკბილეულის 10 სასარგებლო ალტერნატივა 3. 8 ხერხი, რომლითაც რესტორნებში გვატყუებენ მენიუს საშუალებით - გაითვალისწინეთ! 4. რა უნდა შევამოწმოთ, როცა ბოთლით წყალს ვყიდულობთ - ეს უნდა ვიცოდეთ! 1313 7-ს მოსწონს
|