სხვა ახალი წელი 2017. ნაწილი I – საახალწლო მენიუ 2016, 7 დეკემბერი, 18:23 მომავალი წლის სიმბოლო — მამალი, პედანტურობით გამოირჩევა. მისთვის დეტალებს და წვრილმანებს დიდი მნიშვნელობა აქვს. ის აფასებს კლასიკას, უბრალოებას და ელეგანტურობას. და მისი გემოვნების გათვალისწინება აუცილებელია, საახალწლო კერძების მომზადებისას. რა არ უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე იმისთვის რომ ზუსტად დავადგინოთ, რომელი კერძები უნდა მოვამზადოთ და რა სახის მენიუ შევადგინოთ საახალწლო სუფრისთვის, უპირველეს ყოვლისა, უნდა დავადგინოთ, თუ რა არ უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე. მამალი ვერ აიტანს, რომ საზეიმო სუფრაზე მისი «ნათესავი» იყოს. ამიტომ, ამ ახალ წელს, ქათამზე უარის თქმა მოგვიწევს. კიდევ ერთი აკრძალვა, საახალწლო მენიუში — ქათმის კვერცხს ეხება. მაგრამ, კვერცხის გამოყენებასთან დაკავშირებით, ორი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ჯერ ერთი, აკრძალვა ეხება მთელ კვერცხს და არა ფარშირებულს და მეორე – ქათმის კვერცხის ჩანაცვლება მწყერის კვერცხით შეიძლება. გარდა ამისა, მამალს არ უყვარს მძიმე საკვები, შემწვარი, მეტისმეტად მლაშე კერძები და ყველაზე მეტად ვერ იტანს მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს. რა უნდა იყოს საახალწლო სუფრაზე წითელი მამლის აზრით, საზეიმო სუფრაზე შეიძლება იყოს ბოსტნეული ნებისმიერ ვარიაციაში: სალათი, გარნირი, მთელი სახით. არ უნდა დავივიწყოთ ხილის შესახებაც. რაც უფრო ბევრი და მრავალფეროვანი იქნება, მით უკეთესი. საახალწლო მენიუ 2017 წლის საახალწლო სუფრისთვის საუკეთესო კერძი სუში იქნება. ვისაც ეს კერძი არ უყვარს, შეუძლია თევზის ნებისმიერი კერძის და ზღვის პროდუქტების (კრევეტები, ხამანწკები, მოლუსკები...) კერძების მომზადება. თევზის კერძების კომბინირება შეიძლება ბოსტნეულის რაგუსთან, მობრაწულთან და უმ ბოსტნეულთან. იმისთვის, რომ სუფრა ლამაზად გამოიყურებოდეს და მამალსაც მოვაწონოთ თავი, კერძების მომზადებას შემოქმედებითად უნდა მივუდგეთ: სალათს შეგვიძლია რულეტის ან საახალწლო ნაძვის ხის ფორმა მივცეთ და მწვანილით გავაფორმოთ. ევროპის ბევრ ქვეყანაში საახალწლო სუფრისთვის კერძებს ცხვრის ხორცით მოამზადებენ. მენიუში ასევე შეიძლება ჩართონ ღორის ან საქონლის ხორცით მომზადებული კერძები, მაგ., ვენური შნიცელი. მართალია, ყველა ფრინველი მამლის «ნათესავი» არ არის, მაგრამ ინდაურის და იხვის კერძების მომზადებისგან, უმჯობესია თავი შევიკავოთ. სასმელი ალკოჰოლური სასმელებიდან, ცეცხლოვანი მამალი უპერატესობას ღვინოს, შამპანურს და კოქტეილს ანიჭებს. საახალწლო დესერტი რაც შეეხება დესერტს, აქ არანაირი შეზღუდვები არ არსებობს და ყველაფერი მხოლოდ ჩვენს ფანტაზიაზე არის დამოკიდებული. თუმცა, აქაც არის ერთი პატარა აკრძალვა – არ უნდა მოვამზადოთ დესერტი, რომლის შემადგენლობაშიც ალკოჰოლი შედის. ცეცხლოვან მამალს ასეთი დესერტი არ მოეწონება. და ბოლოს, მაგიდის ცენტრში, მიზანშეწონილი იქნება ერთი თეფში გაღვივებული ხორბლის მარცვლების ან ჯეჯილის დადგმა – ეს ძალიან მოეწონება მამალს. 3130 8-ს მოსწონს
|