x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შეუძლებელი შესაძლებელია

image


რამდენად ხშირად შესწრებიხართ სიტუაციას, როდესაც ერთი შეხედვით, გამოუვალი სიტუაციიდან გამოსავალი იყო ნაპოვნი? ცხოვრება უცნაური პარადოქსებისგან შედგება და რაც მასში არის, ყველაფერი ადამიანის მოღვაწეობის შედეგია.

ხან ისეც ხდება, რომ გარკვეულ ჩარჩოებში ვექცევით, რომელიც უფრო ფართოდ აზროვნების უფლებას არ გვაძლევს და აქ მოთხრობილი ისტორია, ცხოვრებისეული გაკვეთილია იმის შესახებ, თუ არასტერეოტიპული აზროვნება რამდენად მნიშვნელოვანი არის.



როდესაც მომავალი მათემატიკოსი ჯორჯ დანციგი (George Bernard Dantzig, 1914-2005) ჯერ კიდევ სტუდენტი იყო, მას თავს ერთი ამბავი გადახდა. ჯორჯი სწავლას ძალიან სერიოზულად ეკიდებოდა და ხშირად გვიანობამდე მეცადინეობდა. ერთხელ, ამის გამო, დილით ჩაეძინა და პროფესორი ნეიმანის ლექციაზე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა. მან დაფაზე დაწერილი ამოცანები უცბათ გადაწერა – ჩათვალა, რომ ეს საშინაო დავალება იყო. მის ამოხსნაზე ჯორჯმა რამდენიმე საათი დახარჯა და შესრულებული დავალება პროფესორს ჩააბარა. მას არაფერი უთქვამს, მაგრამ მეორე დღეს, ჯორჯთან დილის 6 საათზე მივიდა... აღმოჩნდა რომ, სტუდენტმა ამოცანები ამოხსნა, რომელიც მათემატიკაში ამოუხსნელად ითვლებოდა და ეს იმის გამო მოხდა, რომ ლექციაზე დააგვიანა და დაფაზე დაწერილ ამოცანებთან დაკავშირებული პრეამბულა არ მოისმინა.

დაახლოებით, 2 საათში მან ორი ამოცანის ამოხსნა შეძლო, რომლის ამოხსნაზეც მათემატიკისები ათასი წელი წვალობდნენ და პასუხები მაინც ვერ მიიღეს. ეს კი იმიტომ მოხდა, რომ ჯორჯი არ იყო შეზღუდული იმ აზრით, რომ საქმე ამოუხსნელ ამოცანებთან ჰქონდა, – მან უბრალოდ არ იცოდა, რომ ეს შეუძლებელი იყო.

imageimage

image* ჩვენი ცხოვრების განმსაზღვრელი 5 გრძნობა

* უმარტივესი ტესტი: «გაიგეთ, რაში მდგომარეობს თქვენი ფენომენი»

* 5 ბრძნული აზრი და რჩევა, რომელიც წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ

* ვირჩევთ ცხოვრების გზას

* დემო-ნ-კრატია. ამბავი ნებაყოფლობითი მონობისა

1
122
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
122
  
2020, 29 სექტემბერი, 10:19
რა საოცარია სამყარო
0 1 1