საერთაშორისო ირანელ მილიარდელს სასჯელის უმაღლესი ზომა-სიკვდილი მიუსაჯეს 2016, 4 დეკემბერი, 11:29 ირანელი ნავთობის მაგნატის ბაბაკ ზანჯანის მიმართ გამოტანილი განაჩენი-სიკვდლით დასჯა ირანის უმაღლესმა სასამართლომ ძალაში დატოვა.
20 ნოემბერს ირანული საინფორმაციო სააგენტო ISNA -იუწყებოდა, რომ ზანჯანის განაჩენი-სიკვდილით დასჯა თითქოს და გაუქმდა, თუმცა მოსამართლის წარმომადგენელმა გოლიამ-როზა ანსანიმ ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ განაჩენი კვლავ ძალაში რჩება. ანსარიმ ისიც დასძინა, რომ საქმის ორ სხვა ფიგურანტს, სასამართლომ სასჯელის უმაღლესი ზომა, -სიკვდილით დასჯა არ მიუსაჯა და საქმე განმეორებით განსახილველად სასამართლოს დაუბრუნდა. ბაბალ ზანჯანი 2013 წლის 30 დეკემბერს დააკავეს, მას ბრალად ედებოდა სანავთობო მაქინაციები და 2, 7 მილიარდი დოლარის ოდენობის სახელმწიფო ქონების მითვისება .ამა წლის მარტის თვეში სასამართლომ მას სასჯელის უმაღლესი ზომა- ჩამოხრჩობა მიუსაჯა. 42 წლის ბაბაკ ზაჯანი გაერთიანებულ საემიროებში ფლობდა კომპანია Sorinet Group-ს, რომელიც აერთიანებდა კოსმეტიკის, საბანკო საქმეების, სასტუმროების, სამშენებლო მასალების, უძრავი ქონების და საინფორმაციო ტექნოლოგიის ბიზნესს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.საგრეთვე ავიაკომპანია Qeshm Airline-ს და საფეხბურთო კლუბ "რაჰ აჰანს". ზაჯანის მთლიანი ქონება 13, 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. 322 8-ს მოსწონს
|