x
მეტი
  • 24.11.2024
  • სტატია:138439
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512070
9 საზარელი ფაქტი, რომელიც არქეოლოგებმა აღმოაჩინეს!

არქეოლოგია - ეცნიერება, რომელიც კაცობრიობის ისტორიულ წარსულს სწავლობს ნივთიერი კულტურის ძეგლების, არტეფაქტების არქიტექტურული ძეგლების და ბიოფაქტების მიხედვით. არქეოლოგიური ძეგლები ერთადერთი წყაროა ადამიანთა საზოგადოების განვითარების ისტორიის უდიდესი ნაწილის შესასწავლად. არქეოლოგიას დიდი მნიშვნელობა აქვს დამწერლობიანი ეპოქების ისტორიულად შესასწავლადაც. არქეოლოგიური კვლევის შედეგები ავსებს და აზუსტებს წერილობითი წყაროების ცნობებს. არქეოლოგთა აღმოჩენილია თვით დამწერლობის უძველესი ძეგლებიც. არქეოლოგია, როგორც მეცნიერება, რომელსაც კვლევის საკუთარი მეთოდები აქვს, ჩამოყალიბდა XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისში, თუმცა სიძველეებისადმი ინტერესს უძველესი დროიდანვე იჩენდნენ. ჯერ კიდევ ძვ. წ. VI საუკუნეში ბაბილონის მეფე ნაბონიდის ბრძანებით თხრიდნენ ძველ სასახლეთა ნანგრევებს და აღრიცხავდნენ ყოველგვარ მონაპოვარს, უმთავრესად კი წარწერებს.


image






1 - 1200 წლიანი ვიკინგური ბეჭედი, რომელზეც >ღმერთი< ეწერა!


image

შვედეთში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად, აღმოჩენილ იქნა, 1200 წლიანი ვიკინგური ბეჭედი, რომელზეც არაბულად "ღმერთის სახელი" ეწერა. აქედან გამომდინარე, მეცნიერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ვიკინგურ სკანდინავიელებსა და ისლამის მიმდევრებს, IX საუკუნეში რაღაც საერთო კავშირი ჰქონდათ!




2 - ამფიპოლის საფლავში 5 განსხვავებული ადამიანი მარხია!


image

დიდი აჟიოტაჟის შემდეგ, კვლევები დაწყებულ იქნა ამფიპოლის საფლავზე, რომელიც ალექსანდრე მაკედონელის საფლავის პოვნის მიზნით გაიხსნა! საფლავში 5 ადამიანის ჩონხი აღმოაჩინეს. პირველი 60 წლის კაცი იყო, მეორე და მესამე 35-40 წლამდე მამაკაცი, მეოთხე პატარა ბავშვი, რომლის სქესის დადგენაც ამ ეტაპზე ვერ მოხერხდა, ასევე ვერც მეხუთე მათგანის, რადგან ის დაუწვიათ.





3 - ევროპელების ერთ-ერთი წინაპარარი, 1.1 მილიონი წლის წინ დენიზლიში ცხოვრობდა!


image

2002 წელს, თურქეთის ქალაქ დენიზლიში, მარმარილოს ქარხანაში მომუშავე პერსონამ შემთხვევით აღმოაჩინა ადამიანის თავის ქალა, რომელიც თავდაპირველად ნაგვის ურნაში ჩააგდო. რამოდენიმე დღის შემდეგ, გადასცა ქარხნის უფროსს... ამ უკანასკნელმა თავის ქალა არქეოლოგიურ სამსახურში გააგზავნა, სადაც თავის ქალის დათარიღება 1.1 მილიონი წლით განხორციელდა. როგორც ცნობილია თავის ქალა, ერთ-ერთი ევროპელთა წინაპარს ეკუთვნის.





4 - 5300 წლის ოტცის, ახალი ტატუ გამოაშკარავდა!


image

მიუხედავად იმისა, რომ წლები გავიდა ოტცის გარდაცვალების შემდეგ, მისი სხეული კვლავ შესანიშნავ მდგომარეობაშია, რაც ხელს უწყობს ახალ კვლევების ჩატარებას. უახლესი კვლევების შედეგად, ოტცის სხეულზე ახალი ტატუები აღმოაჩინეს! მოგახსენებთ, რომ აქამდე ცნობილი იყო, ოტცის სხეულზე 57 ტატუ, თუმცა როგორც ხედავთ ჯერ ზუსტ შედეგებზე საუბარი ადრეა.





5 - ძველ ეგვიპტეში, პირველი მკერდის სიმსივნის კვალი აღმოაჩინეს!


image

ეგვიპტეში მომუშავე არქეოლოგებმა აღმოაჩინეს 4200 წლის ქალის ჩონჩხი, სადაც მკერდის სიმსივნის კვალს მიაგნეს! ამ აღმოჩენამ დაამტკიცა, რომ მკერდის სიმსივნე არ არის თანამედროვე დაავადება, რომელიც ბოლო ორ საუკუნეში გავრცელდა!




6 - ეთიოპიაში ყველაზე ძველი ადამიანის ნამარხი აღმოაჩინეს! რომელიც 2.8 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა ჩვენს პლანეტაზე!


image

მეცნიერების განცხადებით, მათ იპოვეს ყველაზე ძველი ადამიანის ყბის ძვალი. მეცნიერთა მტკიცებით, ეს ძვალი 2, 8 მილიონი წლის წინანდელია, რაც ადამიანთა მოდგმის არსებობას 400 000 წლით წინ წევს!





7 - ინგლისში აღმოაჩინეს 2600 წლით დათარიღებული ადამიანის ტვინი!


image

ინგლისის ქალაქ იორკში აღმოაჩინეს ადამიანის თავის ტვინი, რომელიც 2006 წლით არის დათარიღებული. როგორც ცნობილია, ტალახის საშუალებით ტვინის შენახვა შესაძლებელი გახდა. ინტაქტური ორგანო, რკინის ხანის პერიოდის ინდივიდს ეკუთვნის.





8 - 1000 წლიანი ბუდას ქანდაკებაში, ბერის მუმია აღმოაჩინეს!


image

ჩინური ბუდას ერთ-ერთი ქანდაკებიდან, ბერის მუმია აღმოაჩინეს. ლეგენდის თანახმად, ბუდას ქანდაკებაში ბერი ცხოვრობდა. როგორც ჩანს ლეგენდა გამართლა, არქეოლოგიური კვლევების შედეგად, კანდაკებიდან მუმია ამოიყვანეს, რომელიც 1000 წლის წინ ერთ-ერთ ბერს ეკუთვნის!





9 - ისრაელში, ასობით პრეისტორიული უხამსი საკულტო ადგილი აღმოაჩინეს!


image

ისრაელში მდებარე ნეგევის უდაბნოში აღმოაჩინეს პენისის და სხვა უხამსი ფორმის პრეისტორიული არქეოლოგიური ძეგლები. 11-12 მეტრის სიმაღლის ქვები ოვალური ფორმებით გამოირჩეოდნენ, ხოლო მათ წინ მდებარე პენისისმაგვარ ძეგლებმა, საზოგადოების აღშფოთება გამოიწვიეს.




სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი



იხილეთ ასევე:


1 - 5 ადამიანი, რომლებსაც სექსუალური კავშირი ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან -ეს დაუჯერებელია! (II ნაწილი)

2 - 5 ადამიანი, რომლებსაც სექსუალური კავშირი ჰქონდათ უცხოპლანეტელებთან -ეს დაუჯერებელია! (+12)

3 - ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებზე გამოყენებული 6 სულისშემძვრელი მეთოდი!

4 - 10 ყველაზე უცნაური ცხოველი დედამიწაზე და საინტერესო ფაქტები მათ შესახებ!

5 - კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები!(II ნაწილი)

0
2033
9-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
2033
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0