საზოგადოებრივი კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი ექსპერიმენტები!(II ნაწილი) 2016, 15 სექტემბერი, 13:24 ოდითგანვე ადამიანები სხვადასხვა საშინელი ექსპერიმენტების ავტორები ხდებოდნენ. დღევანდელ სტატიაში რამოდენიმეს კიდევ გაგაცნობთ. წარმოგიდგენთ კაცობრიობის ისტორიის ყველაზე საშინელ ექსპერიმენტებს! 1. ექსპერიმენტები ზღვის წყალზე - გერმანია, 1944 წელი! დოქტორ ჰანს ეპინგერი დარწმუნებული იყო, რომ ზღვის წყლის დასალევად გამოყენება შესაძლებელი იყო. მან ჩაატარა საზარელი ექსპერიმენტები. ექსპერიმენტში მონაწილე ადამიანებს დღეების განმავლობაში ზღვის წყალი დაალევინა, საბოლოოდ ყოველივე მათგანის თირკმელები განადგურდა და ასევე ტვინის უჯრედებიც დაზიანდა. ამ არაეთიკურ ექსპერიმენტში მონაწილეთაგან, ვერცერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 2. ჟოზეფ მენგელეს ექსპერიმენტები - გერმანია, 1943 -1944 წლებში! კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დამბურძგლავი, საშინელი და ეშმაკისეული ექსპერიმენტი ჟოზეფ მენგელემ ჩაატარა, რომელიც ასევე ჰიტლერის პირადი ექიმი იყო. საკონცენტრაციო ბანაკში შეკრებილ მოქალაქეთაგან, მენგელემ აიყვანა ტყუპები. მისი მიზანი იყო მწვანეთვალება ადამიანთა რასის შექმნა. მან ტყუპებს თვალებზე ინექციური მელანი ჩააყარა. რათქმაუნდა ტყუპი ბავშვები დაბრმავდნენ. მენგელე ამ ფაქტით არ დაკმაყოფილდა, მან ისინი ერთმანეთზე მიაკერა და მომაკვდინებელი ვირუსის მიკრობები მათ ორგანიზმში შეუშვა. ტყუპების სიცოცხლეს ამ საზარელ ექსპერიმენტმა ბოლო მოუღო!!! 3. ექსპერიმენტი მაიმუნებზე! პრიმატებზე ჩატარებული საზარელი ექსპერიმენტი 50-იან წლებში განხორციელდა. 3 წლის განმავლობაში გალიაში გამომწყვდეულ მაიმუნებს მეცნიერები ძალიან ცუდად ექცეოდნენ. მათ თავის ქალებზე, ანესთეზიის გამოუყენებლად ხვრელები გაუჩინეს და ქიმიკატები გამოიყენეს. ამ საშინელებასთან ერთად მაიმუნების ტვინის უჯრედებიც მოჭრეს! 4. 731-ე ერთეულის ექსპერიმენტი - იაპონია, 1935-1945 წლებში! შეშლილ იაპონელებს ალბათ ეკუთვნოდათ ატომური ბომბი! მათ ჩაატარეს შოკისმომგვრელი ექსპერიმენტი ადამიანებზე, სადაც დატესტეს ხელყუმბარები და ქიმიური იარაღები. ცოცხალ ადამიანებზე ჩატარებულ ექსპერიმენტს, ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაინვალიდებულ ადამიანებს, სხვადასხვა გარდაცვლილი ადამიანების სხეულის ნაწილები შეუერთეს! 5. MK - ულტრა პროექტი - აშშ, 1953-1973 წლებში! ამერიკელ მეცნიერებმა ექსპერიმენტისთვის მოატყუეს ადამიანები, მათ მიაღებინეს მაღალი დოზით ნარკოტიკული და ლსდ ნივთიერებები, რამაც მათი გონების პარალიზება მოახდინა. ექსპერიმენტის მიზანი იყო გონების და ქვეცნობიერების კონტროლი. მეცნიერებს სურდათ შეექმნათ ადამიანთა მოდგმა, რომლებიც ზედმეტი კითხვების გარეშე შეასრულებდნენ საკუთარ დავალებებს. პროექტის დასრულების შემდეგ, მხოლოდ უარყოფით შედეგებს ჰქონდა ადგილი. ათასობით ადამიანი ჯერ ნარკომანიამ შეიპყრო, შემდეგ კი მთლად შეიშალნენ. აშშ-ში ეს და ამის მსგავსი სხვა საზარელი ექპერიმენტები ტარდა ადგილზე, რომელსაც - "51 ტერიტორიას" უწოდებენ. ამ ადგილას შესვლა სასტიკად აკრძალულია ყველა მოქალაქის თუ სამთავრობო პირისთვის. თუ ამ ტერიტორიაზე სრულიად შემთხვევით მოხვდება ვინმე, მისთვის სიკვდილიც გარდაუვალი იქნება. შესვლის უფლება მხოლოდ მეცნიერებსა და სპეციალური მოწვევის მქონე პირებს აქვთ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2303 9-ს მოსწონს
|