საზოგადოებრივი როგორი იქნება მსოფლიო და რა ელის ადამიანთა მოდგმას 150 წლის შემდეგ?! 2015, 30 ივლისი, 16:08 სამეცნიერო ფანტასტიური ფილმები შესაძლოა რეალობად იქცეს....
მედიცინის და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობაც ყოველ ათ წელიწადში ერთხელ მატულობს...როგორც სამეცნიერო ფანტასტიურ ფილმებშია ნაჩვენები, შესაძლებელია მომავალი თაობის ადამიანებს, (რომლებიც მოესწრებიან 2150 წელს ან 2200 წელს) მოუწიოთ ცათამბჯენებზე ცხოვრება, მფრინავი ამვტომობილებით მგზავრობა და შეეძლოთ შვილთა შვილიშვილების ნახვა (ეს იმას ნიშნავს რომ, ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 110 წელი იქნება). მეცნიერებმა განიხილეს, თუ როგორი იქნება მსოფლიო 2163 წელს! მედიცინის განვითარებასთან ერთად როგორც სტატიის დასაწყისში ავღნიშნეთ, დედამიწაზე სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 110 წელი იქნება, მაგრამ უფრო მეტიც შესაძლებელია. სანამ ადამიანები დაიბადებიან, მათ გენებიდან ამოიღებენ მიკრობაქტერიულ დაავდებებს, რაც ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობას გააორმაგებს. ერთი საუკუნის შემდეგ ადამიანები არ დაავადდებიან მომაკვდინებელი დაავადებებით, როგორებიცაა: კიბო და ალცჰეიმერი. განახლებული ღეროვანი უჯრედების თერაპიით, ადამიანებს შეეძლებათ თავიდან ბოლომდე განახლება. განახლებაში ნაგულისხმევია ხელის ან ფეხის დაკარგვის შემთხვევაში მათი აღდგენა. მომავალი თაობის ადამიანების სისხლძარღვებში გამოყენებული იქნება ნანო-აპარატები, რომლებიც იდენტიფიცირებას მოახდენენ არსებულ დაავადებებზე. უჯრედების და ქსოვილების დარღვევებსაც გამოასწორებენ! რობოტების ტექნოლგიები განვითარების მწვერვალს მიაღწევს, მაგრამ თუ რობოტები ასე განვითარდებიან რა ეშველება ადამიანთა მოდგმას, რომლებიც საშუალოდ 110 წელს იცხოვრებენ! როგორ უნდა ირჩინონ თავი როდესაც მათ გასაკეთებელს რობოტები გააკეთებენ? მათ სამსახურს რობოტები შეასრულებენ. Futurist.com-ის დამფუძნებელმა, გლენ ჰეიმსტრამ შემდეგი განცხადება გააკეთა საკუთარ საიტზე: "თუ საკვების წარმოებაში ადამიანების როლი შემცირდება, მაშინ მომსახურეობის როლიც გაორმაგდება!" რობოტების მომსახურეობის სექტორში შესაძლებელია განხეთქილება მოხდეს, რადგან თუ რობოტებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც ადამიანებს უნდა გაეკეთებინათ, მაშინ მათ მოუწევთ ამ ადამიანების დაკმაყოფილებაც. ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ სავარაუდოდ რობოტებთან ერთად იცხოვრებენ და მათი შემოსავლის წყაროც რობოტები იქნებიან. გასაგებია, მაგრამ რა ეშველება კაპიტალისტურ მანქანებს? რა მექანიზმების საშუალებით გააგრძელებენ მუშაობას? მაგალითად ალიასკაზე მოპოვებული ნავთობიდან შემოსულ შემოსავალს ადგილობრივებს უყოფენ, მაგრამ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ მომავალში?! ელექტროენერგიის სფეროში მზის ენერგია იქნება მოწინავე და ყველა ელექტრო სისტემებში მზის ენერგია იქნება გამოყენებული! 2163 წლისთვის ნავთობის ალტერნატივებიც იქნება დამზადებული. აშენდება უფრო უსაფრთხო ბირთვული ელექტროსადგურები, რომლებიც უფრო ადვილად გაასუფთავებენ გარემოს რადიაქტიური ნარჩენებისგან. მზის ენერგიის გამოყენებასთან ერთად დამზადდება სპეციალური შერწყმული რეაქტორები! ამ შერწყმული რეაქტორების საშუალებით, რადიაცია დაბალ დონეზე დაიწევს და ბევრი ენერგიის გამოყოფა იქნება შესაძლებელი. უფრო მეტიც, ერთი საუკუნის შემდეგ სპეციალური თანამგზავრები გაიგზავნება დედამიწის ქვე ორბიტაზე, საიდანაც ენერგეტიკული სხივები გამოიგზავნება. მოკლედ რომ გითხრათ, აღარ იქნება საჭირო წიაღისეული საწვავის გამოყენება მომავალში. თუ ნახშიროჟანგის გამოყოფას ამ ტემპით გავაგრძელებთ, 150 წლის შემდეგ ქალაქებში ტემპერატურა 3-5 გრადუსით აიწევს! NASA-ს გოდარდის ინსტიტუტის კლიმატოლოგის აზრით, ზღვის დონე 150 წლის შემდეგ 1 მეტრით გაიზრდება! ზღვის დონის მომატებასთან ერთად, შესაძლოა ჰოლანდია, ბანგლადეში და აშშ-ის ქალაქი ნიუ-ორლეანსიც "ჩაიძიროს". ჩინეთის ეკონომიკურად განვითარებულ ორ ქალაქს: გუანდონგს და შენცენსაც საფრთხე ემუქრება! მომავალში შესაძლოა ბიომრავალფეროვნების შემცირება, რის შედეგადაც მოხდება საცხოვრებელი გარემოს შემცირებაც. ასევე ათასობით ცხოველი და მცენარე გადაშენების პირას დადგება. 65 მილიონი წლის წინ, არსებულ ცარცულ პერიოდიდან შემორჩენილი წყალმცენარეების გაქრობაც უკვე მოსალოდნელია! სამწუხარო ფაქტია ის, რომ 150 წლის შემდეგ შესაძლოა გადაშენდეს სპილო, ვეფხვი და შიმპანზე! 150 წლის შემდეგ, ცვლილებები მოხდება ადამიანის თვინთან დაკავშირებითაც! როგორც მელნით და კლავიატურით დამწერლობა დაძველდა, ასევე ადამიანის ტვინით სარგებლობაც დაძველდება! დამწერლობა რომელიც დღეს-დღეობით ეკრანებთან არის კავშირში, მომავალში ასე არ იქნება. ერთი საუკუნის შემდეგ ტვინიდან პირდაპირ შესაძლებელი იქნება ტექსტის სუპერკომპიუტერებში გადამისამართება, ანუ კლავიატურაზე წკაპუნი აღარ მოუწევთ! პენსილვანიის უნივერსიტეტის, ტვინის დაზიანების მკურნალობის ცენტრის დირექტორის, დუგლას სმიტის აზრით, ადამიანის ტვინი ერთი საუკუნის შემდეგ კომპიუტერთან იქნება დაკავშირებული და ავტომატიურად შეძლებს კომპიუტერულ პროგრამებზე მუშაობას! მომავლის ტექნოლოგიები უკვე შემოდის და ვრცელდება ნელ-ნელა. კომპიუტერებს ყოველწლიურად უფრო ანვითარებენ, ამის დასტურია სუპერკომპიუტერი! სუპერკომპიუტერების გამოშვება უკვე დაიწყეს.... ჩინეთის მიერ წარმოებული სუპერკომპიუტერი, სახელით Tianhe-2, გასულ თვეში მსოფლიოს საუკეთესო კომპიუტერად აღიარებულ იქნა. Tianhe-2 შეუძლია 33, 860 ტრილიონი გათვლა გააკეთოს წამში. ესეც გასაგებია, მაგრამ როდის დაუკავშირებს ადამიანი ტვინს ამ სუპერკომპიუტერს? ამ თემაზე მუშაობს რუსი მილიარდერი დიმიტრი ისტკოვი, თავის 100 კაციანი მეცნიერთა გუნდთან ერთად. ამ გუნდს ბოლომდე ისტკოვი აფინანსებს. მათი გეგმა, 2045 წლამდე ადამიანის გონების ციფრულ გარემოში გადამისამართება და უკვდავების მოპოვებაა.... კოსმოსური სივრციდან რომელი იქნება დედამიწის კოლონია? მთვარე, მარსი, ტიტანი თუ სხვა ნებისმიერი უსაფრთხო ასტეროიდი? სადაც შესაძლებელი იქნება ხალხის გადასახლება. აპოლოს პროგრამებით განხოციელებული კოსმოსური კვლევები 1960 წლიდან დღემდე, ნელ-ნელა განვითარების პიკს აღწევს, რაც მომავალში დედამიწიდან ადამიანების სხვა პლანეტაზე გადაყვანის ალბათობას აორმაგებს. რაკეტების ტექნოლოგია ყოველწლიურად უფრო ვითარდება, შესაძლებელია 95 წლის შემდეგ, დამზადდეს სპეციალური რაკეტული სისტემები, რომლებიც ათასობით ადამიანს გადაიყვანენ მარსზე! კოსმოსურ სფეროებში სავარაუდოდ დედამიწის მსგავსი 100 მილიარდი პლანეტაა... აქედან დაახლოებით 10 მილიარდში შესაძლებელია იყოს წყალი, ჰაერი და სინათლე. კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი ანდრია სეიმონი: "მომდევნო 25-50 წლის განმავლობაში, ჩვენ შევძლებთ ფართო ელექტრომაგნიტური სპექტრის დაკვირვებას ცაში" სეიმონის თქმით, მომდევნო 25 წლის განმავლობაში მთელი მსოფლიო დარწმუნდება უცხოპლანეტელების არსებობაში, ხოლო მომდევნო 150 წლის შემდეგ აუცილებლად იპოვიან მათ! ეს არ არის ვინმე მეცნიერის მოსაზრება, ეს არის ნასას საიდუმლოებები, რომლებიც საბოლოოდ ადამიანებს აცნობეს, თუ რა იქნება მომდევნო 150 წლის განმავლობაში! 2025 14-ს მოსწონს 1-ს არა
|