x
image
alex999
10 ყველაზე უცნაური ცხოველი დედამიწაზე და საინტერესო ფაქტები მათ შესახებ!

ჩვენს პლანეტაზე უამრავი ცხოველია. გარკვეულ რაოდენობას კარგად ვიცნობთ, თუმცა არის გარკვეული რაოდენობაც, რომელიც უფრო საინტერესოა, ვიდრე გვგონია. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ დედამიწის 10 ყველაზე უცნაურ და საინტერესო ცხოველს.




1. წითელტუჩება ღამურა-თევზი

image

წითელტუჩება ღამურა-თევზი, რომელიც ბინადრობს გალაპაგუსის კუნძულებზე. ის არსებობას განაგრძობს, ზღვის 30-40 მეტრ სიღრმეში, ამ უცნაური გარეგნობის თევზის საშუალო ზომა 40 სანტიმეტრია. ვინაიდან ის არ არის კარგი მოცურავე, ზღვის ზედაპირზე ამოსასვლელად იყენებს მკერდის ფარფლებს. როგორც მეცნიერები ამბობენ, თევზს ცურვაზე მეტად, სიარული უყვარს. დღემდე უცნობია თუ როგორი ევოლუცია განიცადა ამ უცნაურ წითელტუჩება ღამურა-თევზმა, თუმცა მისი არსებობა ჩვენს პლანეტას კიდევ უფრო ალამაზებს!






2. სფინქს ჰემინგბერდი(sfenks hummingbird)

image

სფინქს ჰემინგბერდი არის მწერების ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე უცანური და საინტერესო წარმომადგენელი. გამოირჩევა უცნაური ნიჭით, მას აქვს გრძელი ხორთუმი, რის საშუალებითაც ყვავილებს ექსტრაქტს აცლის. ამ განსაკუთრებული ნიჭის საშუალებით სფინქს ჰემინგბერდს უპირატესობა გააჩნია სხვა თაფლისჭამია მწერებისგან, მას შეუძლია თაფლის მიღება ნებისმიერი რთულად ხელმისაწვდომი მცენარისგანაც.






3. აიე-იე(მაიმუნის სახეობა)

image

ხელფეხა მადაგასკარული, აიე-იე — ძუძუმწოვარი ცხოველი ნახევრად მაიმუნების ქვერიგისა. მათი სხეულის სიგრძეა 40 სმ, კუდისა — 60 სმ, მასა 2 კგ-მდე. აქვს დიდი თავი, მოკლე დინგი, დიდი ყურები, რბილი კუდი, ყველა თითზე ბრჭყალები, მხოლოდ ტერფის ცერზეა ბრტყელი ფრჩხილი. უკანა კიდურები წინაზე გრძელია. შეფერილია მუქი ყავისფერიდან შავამდე. გავრცელებულია მადაგასკარზე წვიმის ტყეებში. აქტიურია ღამით. იკვებება მანგოს ხისა და ქოქოსის პალმის ნაყოფით, ხოჭოებით, მატლებით და სხვა. ცხოვრობენ ხეებზე, მრავლდებიან წელიწადში მხოლოდ ერთხელ, აჩენენ მხოლოდ ერთს.






4. ზღვის ღორი

image

ზღვის ღორის აღმოჩენა პირველად 2008 წლის ანტარქტიდის ექსპედიციაში მოხერხდა. ზღვის ფსკერზე აღმოჩენილი თევზი, ძუძუმწოვართა ოჯახს მიეკუთვნება. სიმაღლე - 2.7 მეტრს, ხოლო წონა - 250-300 კილოგრამი. ზღვის ღორები ბინადრობენ: ინდოეთის ოკეანეში, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროებსა და ინდოეთის დასავლეთ სანაპიროებზე. ზღვის ღორს ხანდისხან ზღვის ძროხას ან კიდევ, ზღვის აქლემსაც ეძახიან.





5. ეკლიანი დრაკონი

image

ეკლიანი დრაკონის სიმაღლე 15 სანტიმეტრს არ აღემატება. მისი გარეგონობა ლეგენდარულ დრაკონს გვახსენებს, მაგრამ ეკლიანი დრაკონი ძალიან დაუცველი და მშვიდი ქვეწარმავალია. მისი სხეული წვეტიანი ეკლებისგან შედგება. ყველაზე განსხვავებული ეკალი თავზე აქვს, რომელიც ყველაზე ძლიერია. ეკლიან დრაკონს არსებობა მხოლოდ უდაბნოში შეუძლია. რამოდენიმე კვირის განმავლობაში წყლის გარეშეც ძლებს, ძირითადად იკვებება ჭიანჭველებით, რაც შეეხება ფერს, ეს გარემოზეა დამოკიდებული.






6. ინდური იასამნისფერი ბაყაყი

image

"ნესიკაბეტრახუს საიდრენისი" სახელწოდების ბაყაყი, რომელიც ინდოეთის სამხრეთით იქნა აღმოჩენილი. ინდურ იასამნისფერ ბაყაყს, როგორც წყალში, ასევე ხმელეთზეც შეუძლია არსებობა. ეს უცნაური ბაყაყი, ფიზიკურად სხვა დანარჩენილი ბაყაყის სახეობებისგან საკმაოდ გამოირჩევა, მეცნიერების ვარაუდით, ბაყაყების სახეობის ევოლუციის შედეგად, შესაძლოა წარმოქმნილიყო, ეს უცნაური ბაყაყი.






7. ლურჯი თუთიყუშის თევზი

image

ლურჯი თუთიყუშის თევზები ბინადრობენ დასავლეთ ატლანტიკის წყლებში, მათი სიგრძე 1 მეტრამდეა, უმეტესწილად აღმოჩენილია აშშ-სა და პანამაში. დღის განმავლობაში ისინი ზღვის ფსკერს ირჩევენ, ხოლო ღამით ზედაპირამდე ამოდიან. მტრისგან თავს იცავენ სპეციალური სითხით, რომელიც მათ ოდნავ ფერს უცვლის და მათ კვალსაც კარგავს.





8. პაკუ

image

შვედეთში, ერესუნის სრუტეში მობანავე ყველა მამაკაცი მკაცრად არის გაფრთხილებული იმ საშიშროების შესახებ, რაც მათ ზღვაში შიშვლად ბანაობისას ელით – ეს არის სრუტეში მომრავლებული თევზი – პაკუ. ეს თევზი, რომელიც მტაცებელი პირანიას “ნათესავად” ითვლება, საყოველთაოდ ცნობილია, როგორც მამაკაცურ ღირსებაზე მონადირე. გაფრთხილება სანაპირო ზოლში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ერთერთმა მეთევზემ პაკუს დაჭერა მოახერხა. თევზს აქვს კბილები, რომელიც ძალიან წააგავს ადამიანის კბილებს და რომლითაც მას მთლიანად შეუძლია მამაკაცის კასტრირება. პაკუების სიგრძე 70 სანტიმეტრამდე აღწევს.





9. პანდა-ჭიანჭველა

image

პანდა-ჭაინჭველა წარმოადგენს ჭიანწველისებრთა მწერების ოჯახის სიფრიფანაფრთიანთა რიგის ერთ-ერთ საოცარ ქვესახეობის წარმომადგენელს. გავრცელებულია უმეტესად ლათინურ ამერიკაში, კერძოდ ჩილეში. პანდის მსგავსი ჭიანჭველა, არანაირი მუტაციისგან არ არის შექმნილი. ის ჩვეულებრივ ბუნებრივია. პანდა-ჭიანჭველას ასევე მოიხსენიებენ როგორც- "ხავერდის ჭიანჭველა". ჭიანჭველა-პანდები ცხელი კლიმატის მოყვარულები არიან, გამოირჩევიან მტაცებლური ხასიათით, თავს ესხმიან - კრაზანებს, ბუზებს და კიდევ სხვა მწერებსაც. პანდა-ჭიანჭველებს არ ჰყავთ დედოფალი, აქედან გამომდინარე მათ შორის სრული თანასწორობაა. როგორც ცნობილია მათი ნაკბენით ძროხა მაქსიმუმ 1 საათში კვდება.






10. გველი-პენისი

image

გველი-პენისი არის წყლის გველების ოჯახის "Atretochoana eiselti"-ის წარმომადგენელი. აღმოაჩინეს ამაზონის ყველაზე დიდი მდინარის, მადეირას დაცლის შედეგად, მათი საშუალო სიგრძე 70 სანტიმეტრია. გველი ძალიან გავს პენის, თუმცა ჯერ არ არის დაზუსტებული, არის თუ არა ეს არსება გველების ოჯახის წევრი!







დიდი მადლობა ყურადღებისთვის!

სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი

4
5245
18-ს მოსწონს
ავტორი:alex999
alex999
5245
  
2018, 6 ივნისი, 5:59
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2016, 31 ოქტომბერი, 14:23
სპს ;)
2016, 31 ოქტომბერი, 14:09
სგ ალექს
2016, 28 ოქტომბერი, 21:15
მეათე რომ გამოგეკიდოს ადამიანს რა მოხდება კაცმა არ იცის :D :D :D :D
0 1 4