x
image
Lerato
ჩინური მედიცინის სასწაული – გაიუმჯობესეთ თირკმელების, ღვიძლისა და სახსრების მდგომარეობა

დაოსური ვარჯიშები საოცრად მარტივი და ეფექტურია. სტატიაში მოგიყვებით 2 მათგანის შესახებ, რომელსაც შეუძლია ჩაანაცვლოს ჩვეულებრივი ვარჯიშების მთელი კომპლექსი.
პირველი ვარჯიში განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც მუხლებთან და სახსრებთნ დაკავშირებული პრობლემები აწუხებთ (ხშირ შემთხვევაში ეს გამოწვეულია ნაკლები მოძრაობითა და სუსტი კუნთებით).
მედიკოსები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ეს ვარჯიში ყოველდღიურად შესრულდეს ართროზის დროს. არანაირი შეზღუდვა და უკუჩვენება არ ახასითებს. ასე რომ, აუცილებლად სცადეთ.


image

მუხლებზე სიარული: ჩინური მედიცინა ყველა დაავადების სამკურნალო საშუალებად აღიარებს


მუხლებზე განლაგებულია წერტილები, რომელთა სტიმულირება პოზიტიურ გავლენას ახდენს შინაგან პათოლოგიებზე. ეს დაოსური ვარჯიში კურნავს თირკმელებსა და ღვიძლს, ჩინური მედიცინა კი მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა სახის პრობლემის მოგვარების გზად მიიჩნევს.
რა უპირატესობა გააჩნია მუხლებზე სიარულს სხვა სახის დატვირთვასთან შედარებით. უპირველეს ყოვლისა მას არ გააჩნია რაიმე სახის უკუჩვენება. შედეგს მალევე იგრძნობთ, თუნდაც დღეში სულ რაღაც 15 წუთი რომ დახარჯოთ ამ ვარჯიშის შესრულებაზე.

არანაირი განსაკუთრებული ინვენტარი არ დაგჭირდებათ, მხოლოდ რბილი პლედი დააფინეთ იატაკზე. უნდა იმოძრაოთ მუხლებით ნელა (მხოლოდ ხელებით არაფერს დაეყრდნოთ!) თუ თავდაპირველად ძლიერი ტკივილი იგრძენით მუხლებში, მაშინ კიდევ ერთი პლედი დაიდეთ. თანდათან, დროთა განმავლობაში კუნთები გაგიმაგრდებათ და მუხლებზე სიარული, შესაბამისად, უფრო გაგიმარტივდებათ.

გასაოცარია, მაგრამ ფაქტია რომ ეს დაოსური ვარჯიში მხედველობას აუმჯობესებს! მუხლის არეში აქტიური წერტილებია, რომელიც ხელს უწყობს მხედველობის ორგანოს, ღვიძლისა და თირკმელების სწორ ფუნქციონირებას.
იმ მიზნით რომ ფსიქოლოგიურადაც განეწყოთ, უმჯობესია თვალები დახუჭოთ და ისე იაროთ მუხლებზე. თუ შინაგანად კონცენტრირებას მოახდენთ ვარჯიშზე, შედეგს უფრო სწრაფდ მიიღებთ! ყოველდღიური ვარჯიშის შემთხვევაში სასიამოვნო ბონუსს მიიღებთ – ფეხებზე გახდებით.

რაც შეეხება მეორე ვარჯიშს, რომელსაც "ერთ ფეხზე მდგომ ოქროს მამალს" უწოდებენ, დაგეხმარებათ ყველა ორგანოს გაძლიერებასა და ორგანიზმის ჰორმონალური ბალანსის აღდგენაში.


image


ჩინური მედიცინა თვლის, რომ თირკმელებში ჩადებულია "საწყისი ცი"– ანუ ის სიცოცხლის ენერგია, რომელიც გერგოთ მემკვიდრეობით წინა თაობებისგან. ეს ენერგია კვებავს მთელს ორგანიზმს. ზოგიერთი იღებს ამას დიდი რაოდენობით, ზოგი კი – ნაკლები...


თუმცა, ჩვენს ორგანიზმს გააჩნია რეზერვები ე. წ. სპეციალური "ჯადოსნური ღილაკები, "რომლის ამუშავება სავსებით შესაძლებელია, მხოლოდ მისი ჩართვის საიდუმლო უნდა ვიცოდეთ. ადამიანების უმრავლესობამ კი ეს არ იცის და არ იყენებს.

გთავაზობთ ვარჯიშს:

დადექით პირდაპირ, ხელები შეგიძლიათ წელზე შემოიწყოთ. მაღლა (საშუალო სიმაღლეზე) ასწიეთ მუხლში მოხრილი მარცხენა ფეხი, დახუჭეთ თვალები და დაითვალეთ – რამდენ ხანს შეძლებთ წონასწორობის შენარჩუნებას საყრდენის გარეშე.

თუ 15 წამზე ნაკლები გაძელით – სერიოზულად უნდა მიაქციოთ ყურადღება თქვენს ჯანმრთელობას.

კარგი მაჩვენებელია – 1 წუთზე მეტ ხანს თუ გაჩერდებით.

შემდეგ გააკეთეთ იგივე მარჯვენა ფეხით.

ცუდი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემთხვევაში, დაიწყეთ ამ ვარჯიშის კეთება საყრდენის გამოყენებით ერთი ან ორი მხრიდან, რომ არ დავარდეთ წონასწორობის დაკარგვის დროს. გაჩერდით იმდენ ხანს, რამდენსაც შეძლებთ. თუ სახლში ვიწრო დერეფანი გაქვთ, შეგიძლიათ თავდაპირველად ამ ადგილას დაიწყოთ ვარჯიშის კეთება, ორივე ხელი კედელს რომ მიაბჯინოთ.

თუ ამ ვარჯიშს ყოველ დღე გააკეთებთ (დღეში რამდენიმეჯერაც შეგიძლიათ), ამით სწრაფად გაიუმჯობესებთ წონასწორობის დაცვის ხანგრძლივობას, როგორც თირკმელების, ასევე ფსიქო-ემოციურ (შიშები და შფოთვა) მდგომარეობას.


ასევე დაგაინტერესებთ:

იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია!

მეცნიერთა გამაოგნებელი კვლევის შედეგები – მოცარტის მუსიკა კურნავს. რა არის "მოცარტის ეფექტი"

5 ფაქტი ტვინის შესახებ, რომელიც თქვენს ცხოვრებას შეცვლის. ამის ცოდნა მნიშვნელოვანია!

5 პროდუქტი, რომელიც გვაბერებს. ეს უნდა იცოდეთ!

როგორ მიმდინარეობს დაბერების პროცესი და მეცნიერთა რჩევები მის შესაჩერებლად



0
2694
16-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
2694
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0