x
image
დათო შაროვი
კლავიატურა - ბაქტერიების ბუდე
image



“კლავიატურასთან ურთიერთობის შემდეგ ხელებზე საშიში დაავადებების გამომწვევი

ბაქტერიები გადადის''- ასეთ დასკვნამდე მივიდა გაზეთი “THE MIROR'' ჩატარებული

გამოკვლევის შემდეგ. აღნიშნული გაზეთის თანამშრომელი ბეტინა პეტერსონი კლავი-


ატურასთან ყოველი მუშაობის შემდეგ თითებით ეხებოდა სპეციალურ გელს, რომელიც

მიკრობიოლოგიაში გამოიყენება, როგორც ბაქტერიების გასამრავლებელი არე. შემდეგ

გელს ათავსებდნენ სპეციალურ ხელსაწყოში. გარკვეული ინკუბაციური პერიოდის გავ-

ლის შემდეგ გელი მოწმდებოდა ბაქტერიათა კოლონიების არსებობაზე. აღმოჩნდა, რომ

თითის ანაბეჭდები, რომელსაც ბეტინა პეტერსონი კლავიატურასთან შეხების შემდეგ

გელზე ტოვებდა, დიდი რაოდენობით საკმაოდ საშიშ მიკროორგანიზმებს შეიცავდა,

რომლებიც ამა თი იმ დაავადებას იწვევენ. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ კლავიატურა

კომპიუტერის ელექტროსტატიკური ველის ხარჯზე ბაქტერიებს, როგორც მტვერის

ნაწილაკებს, ისე იზიდავს. სიფრთხილეს თავი არ სტკივა, ამიტომ კომპიუტერთან მუშა-

ობის შემდეგ ხელები გულდასმით დაიბანეთ.

0
40
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
40
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0