სხვა იფრინო ჩიტივით ცაში-ექსტრემალები რეაქტიული ზურგჩანთით ავიაგამანადგურებლებს კუდში მოექცნენ(ვიდეო) 2016, 28 ნოემბერი, 17:42 ფრენის ხანგრძლივობა 9 წუთი იყო, თუმცა სპორტსმენები ამისთვის 1 წელი ემზადებოდნენ.
57 წლის შვეიცარიელი ივ როსი ცნობილია იმით, რომ გამოიგონა რეაქტიული ზურგჩანთა, რითაც ადამიანს საშაულება ეძლევა ჩიტივით ცაში იფრინოს. ივ როსიმ პირველი გაფრენა 2004 წელს განახორციელა. მას შემდეგ შვეიცარიელმა დახვეწა თავის კონსტრუქცია და მსოფლიო გააოცა რიგი ეფექტური გაფრენებით. ბოლო ტრიუკი როსიმ თავის ორ მეგობართან, -ვინსენ რეფეტთან და ფრედ ფიუგენთან ერთად განახორციელა. ცაში აიჭრა საფრანგეთის სამხედრო საჰაერო ძალების ესკადრილია Patrouille de France-ს 8 ცალი მსუბუქი რეაქტიული გამანადგურებელი Alpha Jet-ი, ხოლო სამი გულადი სპორტსმენი რეაქტიული ზურგჩანთებით ვერტფრენებმა აიყვანეს ცაში, რადგან ტექნოლოგია არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ ექსტრემალები დამოუკიდებლად აჭრილიყვნენ ცაში. 1200 მეტრის სიმაღლეზე თვითმფრინავები და სპორტსმენები დაჯგუფდნენ და ასე გააგრძელეს ფრენა, ამასთანავე რამდენიმე გადაჯგუფება განახორციელეს.ამ არჩვეულებრივი ესკადრილიის სიჩქარე 260 კმ/სთ. იყო. -მე ბევრი რამ მინახია ცხოვრებაში-აღნიშნა კაპიტანმა ქრისტოფ დიბუამ, Patrouille de France-ს მეთაურმა-მაგრამ მაინც წარმოუდგენელი იყო, როდესაც თვითმფრინავის კაბინიდან იყურები და შენს გასწვრივ ხედავ, როგორ მიფრინავს ადამიანი. უნდა აღინიშნოს, რომ როსი და მისი მეგობრები მართლაც ჩიტის პრინციპით დაფრინავენ, მათ იჭერს მკვრივი ნახშირბადბოჭკოვანი ფრთები, რომლის სიგრძეც 2, 4 მეტრია, ამასთანავე სისტემა აღჭურვილია 4 რეაქტიული ძრავით Jet-Cat 400, რომლებიც 10 წუთში 30 ლიტრ საავიაციო ნავთს მოიხმარენ.რაც შეეხება მართვას, ეს მხოლოდ საკუთარი სხეულითაა შესაძლებელი.საბოლოოდ ძირს დაშვება პარაშუტით ხორციელდება. იხილეთ აგრეთვე:რეაქტიული ზურგჩანთა - მომავლის ტრანსპორტი? 106 7-ს მოსწონს 1-ს არა
|