x
image
natia.a
არ გაგიკვირდეთ, ხეზე შემოხვეული შარფი თუ შეგხვდათ - ახალმა ტრენდმა მსოფლიო მოიცვა!
image

მსოფლიოში ახალი პოზიტიური ტრენდი გაჩნდა, რომელსაც დღითიდღე სულ უფრო მეტი ადამიანი უერთდება. ისინი შარფებს ხეებზე ახვევენ და იქვე ტოვებენ. არ იფიქროთ, რომ ამგვარი საქციელი ხეების დათბილვის ან მორთვისკენ არის მიმართული.


ადამიანები შარფებს ხეებზე აბამენ და თან პატარა ბარათს ტოვებენ, რომელზეც დაახლოებით ამგვარი შინაარსის ტექსტია:


"მე არ დავკარგულვარ! გამიყოლე და გათბები. დაე, ყველაფერი კარგად გქონდეს!".

ალბათ ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს შარფები განკუთვნილია უსახლკარი და მიუსაფარი ადამიანებისთვის, რათა ზამთრის სუსხში ოდნავ მაინც გაათბოთ.


image

რაც ყველზე მთავარია, ამგვარი საგნები ათბობს არა მხოლოდ სხეულს, არამედ გულსაც. ამ თავისებურ ფლეშმობში მონაწილეობას იღებენ ჰენდმეიდის ნამდვილი ფანატიკოსებიც. მათ შორის არის მქსოველი ელიზაბეტ სიმონსი. იგი ამბობს, რომ ეს საქმიანობა მას თავად ათბობს, რადგან როცა ადამიანებს სიკეთეს უკეთებ, თავადაც ხარობ. "შარფების მოძრაობა" დაიწყო სეიმურში, ინდიანას შტატში, შემდეგ კი ესტაფეტა სხვა ადგილებშიც გადავიდა. სტატისტიკური მონაცემებით, მხოლოდ ამერიკაში 1, 56 მილიონი მიუსაფარი უსახლკაროა, რომლებსაც ზამთარში გაყინვის საფრთხე ემუქრებათ.


image

ასე რომ, თუ სადმე, ჩვენს ქვეყანაშიც, ხეზე შემოხვეულ შარფს შეხვდებით, არ გაიკვირვოთ - თუ გჭირდებათ, უბრალოდ ჩამოხსენით და გაიყოლეთ; თუ არ გჭირდებათ, მაშინ თქვენც შეუერთდით აქციას და ერთი შარფით რომელიმე ხე დაამშვენეთ, რაც მთავარია, არც თბილი სიტყვები დაინანოთ...


ასევე საინტერესოა:

1. ახალგაზრდა ექთნის ამ სიტყვებმა მთელი ინტერნეტი შეძრა!

2. თუ ამ ნიშანს კარზე ნახავთ აუცილებლად წაშალეთ! - პოლიცია გვაფრთხილებს

3. ავარიაში დაღუპული გოგონას უკანასკნელმა სიტყვებმა მსოფლიო შეძრა

4. ამ ისტორიამ მსოფლიო შეძრა! - გოგონა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად 360 ადამიანი გადაარჩინა





1
106
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
106
  
2016, 26 ნოემბერი, 14:39
გომბორზე მასე იყო მორთული ხეები ჯერ კიდევ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან....."ნატვრის " ხე.)))
0 1 1