x
image
პოკაჰონტასი
უებარი საშუალება დიაბეტის სამკურნალოდ
imageimage

ხილის იმ მცირე ჩამონათვალიდან, რომელიც დიაბეტიანებისთვის არათუ დასაშვები, არამედ ძალიან სასარგებლოცაა, გახლავთ ბროწეული. მას ბიბლიაში "სამოთხის ვაშლად" მოიხსენიებენ. ბროწეულის კულტურის ისტორია ორ ათასწლეულზე მეტს ითვლის. გარდა იმისა, რომ ბროწეულს საოცრად გაჯერებული გემო აქვს, ის უამრავი სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. მის შემადგენლობაში შედის სხვადასხვა მჟავები, ტანინი, შაქარი, უჯრედისი, მინერალური ნივთიერებები და მიკროელემენტები: კალიუმი, ნატრიუმი, კალციუმი, მანგანუმი, მაგნიუმი და რკინა. მასში შემავალი P ვიტამინი სისხლძარღვებს ამაგრებს, B6 - ნერვულ სისტემას, B12 კი სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს. ბროწეული ასევე მდიდარია С ვიტამინით, რომელიც ორგანიზმის იმუნური სისტემის გამაძლიერებელია. აგრეთვე, რაც თითქმის ყველამ იცის, ბროწეულის ყველაზე ცნობილი თვისება ანემიასთან ბრძოლაა.

ნაყოფის მიღებისას, ნუ იტყვით უარს ბროწეულის კურკაზეც კი, რადგან ეს უკანასკნელი შეიცავს ცხიმებს, რომლებიც ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს აღადგენს.

ამჯერად, შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომელსაც ძალიან მარტივად მოამზადებთ და მის ეფექტურობაში თავადვე დარწმუნდებით.


1 ცალი ბროწეული გახლიჩეთ თავის კანიანად, დაჭერით რამდენიმე ნაჭრად და დაასხით 1/2 ლიტრი არაყი. შეინახეთ მინის ქილით და გააჩერეთ 12 დღის განმავლობაში, მიღებული წვენი დალიეთ უზმოზე 1 ს/კ.

აღნიშნული პროცედურის განმავლობაში, რა თქმა უნდა, გლუკომეტრის მეშვეობით აკონტროლებთ შაქრის დონეს სისხლში. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.


გისურვებთ ჯანმრთელობას!

0
2224
2-ს მოსწონს
ავტორი:პოკაჰონტასი
პოკაჰონტასი
2224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0