x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მონადირე ძაღლის ერთგულებამ მთელი ოჯახი და ნათესაობა განაცვიფრა და ცრემლები მოჰგვარა
image 2005 წელს მეზობელი ახალგაზრდა ბიჭი ქალაქის ცენტრში მძიმე ავარიაში მოჰყვა, ავარია სხვა მანქანის მძღოლი გოგონას დაუდევრობამ გამოიწვია.


გოგონას მძიმე ჯიპმა სპორტული კუპე ტროლეიბუსის ბეტონის ბოძს გვერდულად მიანარცხა და პრაქტიკულად მანქანის მთელი სახურავი ჩამოშალა. გიგას ვერც მანქანის უსაფრთხოების ბალიშებმა უშველა, 6 აირბაგის გახსნის მიუხედავად ბოძზე დარტყმა იმდენად ძლიერი იყო ბიჭი დარტყმისაგან გაითიშა. საბედნიეროდ მანქანას ცეცხლი არ წაკიდებია. სასწრაფო დახმარების ბრიგადაც დროულად მოვიდა შემთხვევის ადგილზე, თუმცა მანქანა იმდენად ძლიერ იყო დაზიანებული გიგას სწრაფი გამოყვანა ვერ მოხერხდა. გამოძახებული სპეციალური ჯგუფის დახმარებით მოხერხდა მანქანის კონსტრუქციის დაჭრა და გიგა მათივე დახმარებით იქნა მანქანიდან გამოყვანილი.


ადგილობრივ საავადმყოფოში რადიოლოგმა გიგას გაშუქების მერე განაცხადა, რომ გიგას სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და ბიჭი სასწრაფოდ იყო კატასტროფის ცენტრის რეანომობილით თბილისში გადასაყვანი. ბიჭს ხერხემლის 4 მალის მოტეხილობასთან ერთად, მარჯვენა ლავიწის, 4 ნეკნის და მარჯვენა ფეხის მოტეხილობა დაუდგინდა.
გამოძახებულ იქნა თბილისიდან რეანომობილი, მანამდე კი გიგას ანტიჰემორაგიული და შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა ჩაუტარდა.


საოცარი ისაა, რომ ზუსტად იმ მომენტში როცა გიგა ავარიაში მოჰყვა, მისი უსაყვარლესი ძაღლი, რომელიც გიგას პატარა ბავშვივით ჰყავდა გაზრდილი და მოვლილი, საშინელ ხმაზე აწკმუტუნდა და შეეცადა რაღაცნაირად მოეხერხებინა ჯაჭვის მოშორება რომლითაც იყო დაბმული.



გიგას დედას ცუდად ენიშნა ძაღლის საქციელი და მეორე ბიჭს სთხოვა გიგას დაკავშირებოდა, გიგას ძმის მიერ ტელეფონის ხელში აღება და მის ტელეფონზე ზარის დარეკვა ერთი იყო. გიგას ძმას ნათესავმა დაურეკა და გიგას შესახებ ყველაფერი მოუყვა.
მთელი ოჯახი კლინიკისაკენ გაემართა, სადაც ექიმებს უკვე კონსილიუმი გაემართა თუ რა ზომები მიეღოთ, ადგილზე გაეკეთებინათ ნეიროქირურგიული ოპერაცია თუ რეანომობილით თბილისში გადაეყვანათ.


გიგას მამამ სასტიკი უარი განაცხადა ადგილობრივ კლინიკაში გაეკეთებინათ ოპერაცია.
გადაწყდა რეანომობილით გიგა თბილისში გადაეყვანათ, გამთენიისას ჩამოსულმა ბრიგადამ გიგა თბილისში გადაიყვანა და ერთერთ პროფილურ კლინიკაში დააწვინეს.
გასაოცარი და გასაკვირი არც არაფერი არ იქნებოდა ამ ისტორიაში, რომ არა ერთი რამ–15 დღე იყო უგონო მდგომარეობაში გიგა და 15 დღე არ უჭამია საჭმელი გიგას ძაღლს, მიუხედავად მეზობლების, გიგას მეგობრების და გიგას დის მცდელობისა მისთვის რამე საკვები მიეწოდებინათ ძაღლმა პირი არაფერს დააკარა. მეთექსვმეტე დღეს გამთენიისას მოვიდა გიგა გონზე და სწორედ იმ დღეს გიგას დამ გიგას ჰამაკის ქვეშ იპოვა კოკერ სპანიელის ჯიშის ძაღლი მკვდარი.


გიგას რამდენიმე ოპერაცია გაუკეთდა და საკმაოდ მომჯობინებული 45 დღის მერე სახლში ჩამოიყვანეს, იმავე დღეს ბიჭმა ძაღლი მოიკითხა, მამამ უთხრა კობამ წაიყვანა სანადიროდ და მასთანააო (სექტემბრის თვე იყო და გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ოფიციალურად იყო ნებადართული), გიგამ დაიჯერა, მაგრამ როცა თავად კობას ჰკითხა ძაღლზე კობა დაიბნა და გიგა მიხვდა რომ ატყუებდნენ, მართლაც ოჯახის წევრებმა უთხრეს როგორც მოხდა რეალობაში, გიგასთან ერთად თითოეულ იქ მყოფ ნათესავს თუ მეზობელს მოჰგვარა ცრემლი ძაღლის საოცარმა ერთგულებამ.


ასევე იხილეთ: "მანოკებზე" მონადირე მეზობლის ძაღლმა "ვაი" მონადირეებს "სისხლი გაუშრო" ანუ სახალისო ისტორია ერთ მონადირე ძაღლზე


8
190
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
190
  
2016, 16 ნოემბერი, 15:20
ჰაჩიკო გამახსენდა :(
2016, 16 ნოემბერი, 14:56
მადლობა, გეთანხმებით სამწუხაროდ ადამიანებმა დაივიწყეს სიყვარული....
2016, 16 ნოემბერი, 14:25
ძალიან ამაღელვებელი ისტორიაა :( გეთანხმებით, სამწუხარო რეალობაა – ძაღლები ადამიანებზე გაცილებით დიდი ერთგულებით გამოირჩევიან. ამას მარკ ტვენის სიტყვებიც ადასტურებს " რაც უფრო ვიცნობ ხალხს, მით უფრო მეტად ვაფასებ ჩემს ძაღლს."
2016, 15 ნოემბერი, 20:44
მეც მყავს მონადირე ძაღლი და მჯერა მაკა. ცხენიც ასეა.
2016, 15 ნოემბერი, 20:38
მეც მაქვს მწარე გამოცდილება, სუფთა სისხლის სეტერი გვყავდა დედალ-მამალი, დღეების დაბადებულები მოიყვანა მამამ და თბილისში მე-9 სართულზე აივანზე ვზრდიდი, ფართი დიდი გქვონდა, ჰაერზეც ხშირად გამყავდა, მერე ყეფდნენ და მეზობლების წუწუნის გამო რაიონში წავიყვანეთ ნათესავებთან, თუმცა მანამდე წელიწადი ძირითადად მე მყავდა, ისეთი თბილები და მზრუნველები იყვნენ... 3-4 წელი გავიდა და ერთ დღესაც ჩავედი არდადეგებზე ბიძაშვილებთან, მოვინახულე ნათესავები და იყალთოს აკადემიის ნანგრევებში სასეირნოდ წავედით ახალგაზრდები და შინ გვიან, დარამებულზე დავბრუნდით.

თურმე მამალი ძაღლი-ჯეკა მოუვლელობისგან რაღაც ნაწლავური ინფექციით დაღუპულა, ვერ უვლიდნენ ბიძაშვილები, დედალი როქსიც ზევით უბნელმა კაცმა წაიყვანა, კარგი ძაღლია და ესეც არ დაღუპოთ მე მივხედავო. როქსი განიცდიდა ჯეკას სიკვდილს და თურმე ყოველ დღე ჩამოდიოდა ჩემი ბიძაშბილების სახლში, სადაც ორივე ერთად ცხოვრობდა იმ თავლაში შევიდოდა, ცოტახანს იჯდა და ისევ მიდიოდა.

იმ დღეს, როდესაც მე ჩავედი და მეგობრებთან ერთად სასეირნოდ ვიყავი, ჩვეულად მისულა და აღარ წასულა, იჯდა იქ ბიცოლასთან და ქალი გაურკვევლობაში იყო, ახალმა პატრონმაც კი გადმოაკითხა და ვერაფრით წაიყვანა. ყველა მიხვდა მაშინვე მიზეზს, ჩემი სუნი იგრძნო და მელოდა იქ. მე ამ დროს საერთოდ არ ვიყავი გონზე რა ხდებოდა, მოვსეირნობდი სახლისკენ ისე, რომ იქ ჩასულს ძაღლები არც კი მომიკითხია. შევედი თუ არა სახლის ჭიშკრის ეზოში და ისეთი გამოქანდა, ამომახტა, მლოკა. თავიდან ავკივლდი, შემეშინდა, არ ველოდი, თან ისეთი გაზრდილი და შეცვლილი იყო. კუნტრუშებდა, აიცინებდა კუდს, ყეფდა, ისევ შემომახტებოდა, მლოკავდა. არ ვიცი ეს რა ემოცია იყო, სიტყვებით გადმოცემა ძნელია. წლებმაც კი ვერ დაავიწყა ჩემი თავი.
2016, 15 ნოემბერი, 20:28
მართალი ხარ მაკა, არ დაგიმალავ და მეც საკმაოდ "ვღვარე" მაშინ ცრემლი...
2016, 15 ნოემბერი, 20:24
ხშირია მსგავსი შემთხვევები, ადამიანზე ერთგული ჩვენდა საუბედუროდ ეს ცხოველია :(
0 1 8