x
image
natia.a
შეცდომა, რომელსაც ხველის მკურნალობისას ვუშვებთ - ექიმი კომაროვსკი გვაფრთხილებს!
image


ძალიან ხშირად მშობლები შეცდომას ვუშვებთ, როცა ვფქირობთ, რომ თავად შეგვიძლია ბავშვებში ხველის მკურნალობა. მივდივართ აფთიაქში და ვყიდულობთ ხველის საწინააღმდეგო სიროფს ისე, რომ წარმოდგენა არ გვაქვს, რა ზიანი შეიძლება ამით შვილს მივაყენოთ.

"ერთი საათის მანძილზე ვუყურებდი ტელევიზორს და ამ ერთ საათში 8-ჯერ გავიდა რეკლამა წამლებისა, რომლებიც, მწარმოებლებს თუ დავუჯერებთ, დაუყოვნებლივ უნდა გადავყლაპოთ ხველის გაჩენისთანავე. უკვე ნერვები აღარ მყოფნის ამ სისულელის მოსმენისთვის! ხალხო, ფრთხილად იყავით!", - ამბობს ექიმი კომაროვსკი.


image
1. რით ვუმკურნალოთ ძლიერ ხველას? პრეპარატთა უმრავლესობა, რომელთა რეკლამაც ტელევიზორში გადის, ამოსახველებელი საშუალება ანუ მუკოლიტიკია. მათი ძირითადი ფუქნცია არის ლორწოს მოცულობის გაზრდა, გათხევადება, რაც, თეორიულად, აადვილებს მის ამოხველებას.


როცა ბავშვს სურდო, მაღალი ტემპერატურა და ხველა აქვს, ეს არის ზედა სასუნთქი გზების დაავადება. რა საჭიროა ლორწოს რაოდენობის გაზრდა ფილტვებში, როცა ბავშვს უბრალოდ სურდო აქვს და ყელი ტკივა?
image

2. ამოსახველებელი საშუალებები მხოლოდ ზოგჯერ არის საჭირო ქვედა სასუნთქი გზების ზოგიერთი დაავადების დროს - მაგალითად ბრონქიტის, ფილტვების ანთების. ეს პრეპარატები აუცილებლად უნდა იყოს მცენარეული წარმოშობის!

მაგრამ ყველა დაავადებას უნდა მკურნალობდეს ექიმი და არა რიგითი ადამიანები, რომლებმაც ტელევიზორში რეკლამა ნახეს.


image

3. ბავშვებში ხველა გაცილებით სუსტია, ვიდრე მოზრდილებში. ამოსახველებელი საშუალების მიღების შემდეგ ბავშვებს, უმეტეს შემთხვევაში, უჭირთ ჭარბი ლორწოს ამოღება. გასაკვირი არ არის, რომ ბევრ ქვეყანაში მუკოლიტიკების მიღება არ არის რეკომენდებული 5 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის, 2 წლამდე ბავშვებში კი მათი დანიშვნა საერთოდ აკრძალულია.



image


4. რით ვუმკურნალოთ მშრალ ხველას? ამისათვის შესანიშნავი საშუალებაა ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი, რომელიც ერთი ერთზე უნდა გავაზავოთ რძესთან. მიეცით ეს ნაზავი ბავშვს 4-5-ჯერ დღეში. ასევე მიეცით ძახველის ჩაი.

5. რაც მთავარია, გახსოვდეთ, რომ სისველეზე ეფექტური ზემოქმედება ყველაზე თანამედროვე პრეპარატებითაც კი შეუძლებელია ორი აუცილებელი პირობის დაცვის გარეშე: ოთახში სუფთა გრილი ჰაერი (+18… +20 °С) და საკმარისი რაოდენობით თბილი სითხეების მიღება.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ოთახში ჰაერის ტენიანობას, მისი მაჩვენებელი უნდა იყოს 40–70 %. უფრო ჩახუთული ოთახი კი დაავადების გართულების ყველაზე მარტივი გზაა. თუ ამას ცხვირის გაჭედვა და სხეულის მარალი ტემპერატურაც ემატება, ძალიან დიდია შანსი, უბრალო გაციება პნევმონიაში გადაიზარდოს.
image

აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამოსახველებელი პრეპარატებით თვითმკურნალობა შეიძლება სახიფათო იყოს. ხველა, როგორც ცნობია, არ არის მხოლოდ უსიამოვნო სიმპტომი. ეს არის ორგანიზმისთვის ფილტვების თვითგაწმენდის ერთი ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მექანიზმი.

ხველის ჩახშობამ შეიძლება გამოიწვიოს ფილტვებში სისველის დაგროვება, რაც, თავის მხრივ, დიდი ალბათობაა, გადაიზარდოს ბრონქიტსა და პნევმონიაში, ფილტვების ვენტილაციის დარღვევაში და სხვა არასასიამოვნო შედეგებში. ხველის საწინააღმდეგო პრეპარატების ბოროტად გამოყენებამ ასევე შეიძლება ღვიძლისა და თირკმლების მუშაობა გააუარესოს.
image

7. ამგვარად, ხველის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება სველი ხველის დროს უკუნაჩვენებია. როგორც ზემოთ აღინიშნა, ხველის ჩახშობა დაავადებას მხოლოდ გაართულებს, რადგან ეს პრეპარატები ხელს უწყობს ნახველის დაგროვებს.
image
არსებობს ძალიან ბანალური რეალობა: ნუ მიმართავთ თვითმკურნალობას! მკურნალობა სჭირდება არა ხველას, არამედ კონკრეტულ დაავადებას, რომლის ერთ-ერთ სიმპტომსაც წარმოადგენს ხველა.


იხილეთ ასევე:

1. როგორ შევარჩიოთ ცხვირის წვეთები სურდოს დროს

2. როგორ განვასხვავოთ ერთმანეთისგან გრიპი და გაციება - დაიმახსოვრეთ ეს 6 ნიშანი!

3. საოცარი მასაჟი, რომელიც სურდოსგან 5 წუთში გაგათავისუფლებთ

4.

გაციების სამკურნალო ხალხური მეთოდები, რომლებიც სინამდვილეში სახიფათოა

5. როგორ მოვამზადოთ ხველის საწინააღმდეგო კანფეტები სახლში - მარტივი და ეფექტური რეცეპტი

6. თუ ძლიერი ხველება გაწუხებთ, მაშინ გაითვალისწინეთ ეს რჩევები!

0
16188
10-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
16188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0