x
image
natia.a
საოცარი მასაჟი, რომელიც სურდოსგან 5 წუთში გაგათავისუფლებთ
სურდო — გაციებისა და გრიპის თანმდევი მოვლენაა, რომელიც საშინელ დისკომფორტს გვიქმნის. არადა ალბათ არ არსებობს ადამიანი, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც არ ხდება ამ უსიამოვნო მდგომარეობის მსხვერპლი. არსებობს უამრავი ცხვირის წვეთი, რომელთა გამოყენება საკმაოდ ეფექტურია პრეპარატის მოქმედების პერიოდში, მაგრამ მოქმედების დროის გასვლის შემდეგ ცხვირის გაჭედვის შეგრძნება ისევ ბრუნდება და კოშმარი თავიდან იწყება. რაც ყველაზე ცუდია - ამ პრეპარატების უმეტესობა იწვევს ერთგვარ "შეჩვევას" და მათზე თავის დანებება საკმაოდ ძნელი ხდება.
image

ამიტომ გთავაზობთ სურდოსგან თავის დაღწევის ალტერნატიულ მეთოდს ჩინური მასაჟის საშუალებით.

ჩინურ მედიცინაში არსებობს რწმენა იმისა, რომ ჯანმრთელობის საწინდარი არის სისხლის მიწოდება კუნთებისა და ქსოვილებისათვის. ამიტომ, თუ ორგანიზმში, რაიმე მიზეზით მოხდა სისხლის მიწოდების შეჩერება, ადამიანი ავადდება. ხოლო თუ ისევ განახლდება მიწოდება, ავადმყოფობაც მყისიერად გაქრება.

ახლა კი გთავაზობთ სპეციალურ წერტილოვან მასაჟს, რომელიც წუთებში გაგათავისუფლებთ მომაბეზრებელი სურდოსგან. საჭიროა მხოლოდ სახის 4 კონკრეტული წერტილის თითო წუთიანი მასაჟის ჩატარება.


image



1. წერტილი წარბებს შორის

ვიზუალურად გააგრძელეთ წარბების ხაზი. წერტილი #1 მდებარეობს ამ ხაზისა და ცხვირის ფესვის გადაკვეთის ადგილზე.

2. საფეთქლები


ეს წერტილები სახის ორივე მხარეს მდებარეობს, წარბების გარე დაბოლოებებიდან 2 სანტიმეტრში, ოდნავ შესამჩნევ ჩაღრმავებების ადგილზე.

3. წერტილები ცხვირის ფუძის ორივე მხარეს

ეს წერტილები სიმერიულად მდებარეობს ცხვირის ფესვთან, თვალების ჩაღრმავებების გვერდით. საჭიროა ორივე წერტილის ერთდროული მასაჟი.

4. წერტილები ცხვირის ნესტოებთან


სიმეტრიული წერტილები ნესტოებიდან ნახევარ სანტიმეტრში.

სურდოს გასაქრობად, თითის ბალიშებით გააკეთეთ ჩამოთვლილი 4 წერტილის მასაჟი თითო წუთის მანძილზე, საკმაოდ ძლიერად, მაგრამ არა ისე, რომ ტკივილი გამოიწვიოთ.

აქ კი გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც უფრო თვალსაჩინოდ იხილავთ, როგორ კეთდება ეს მასაჟი.








0
2202
11-ს მოსწონს
ავტორი:natia.a
natia.a
2202
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0