სხვა თუ ძლიერი ხველება გაწუხებთ, მაშინ გაითვალისწინეთ ეს რჩევები! 2016, 4 ნოემბერი, 12:53 ზამთრის დადგომასთან ერთად, სხვადასხვა ვირუსული დაავადებებიც უფრო ხშირად ვრცელდება. ერთ-ერთი აუტანელი მათგანი ხველებაა. როგორ გავუმკლავდეთ ძლიერ ხველებას? თუ გაინტერესებთ, მაშინ პასუხს ჩვენს დღევანდელ სტატიაში მიიღებთ!
დალიეთ წყალი ყლუპ-ყლუპად! ზედა სასუნთქი გზების ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ყელის ტკივილი, სურდო და ძლიერი ხველა. წყალი ეხმარება ყელის ნარჩენებისგან გასუფთავებაში, განსაკუთრებით თუ ყლუპ-ყლუპად დალევთ. ბევრი წყლის დალევა ასევე ყელში ტენიანობას ინარჩუნებს და ხველების შესუსტებაში დაგეხმარებათ. პროფესორების რჩევით დღეში საშუალოდ რეკომენდებულია 2 ლიტრა წყლის დალევა. მიირთვით ჩაი ლიმნით, თაფლით და პიტნით! ლინდელინის, ასკილის, კოჭას, ლიმნის, პიტნის თუ ნატურალური ჩაი, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია მიირთვით დღის განმავლობაში 4-5 ჯერ და ხველებისგან თავის დასაღწევად ერთ დიდ ნაბიჯს კიდევ გადადგავთ. გაითვალისწინეთ, რომ სასარგებლოა ასევე ამ არომატებში თაფლის შერევაც. მიიღეთ C- ვიტამინით მდიდარი საკვები!
C - ვიტამინი, ორგანიზმისთვის ერთ-ერთი ყველაზე საჭირო ვიტამინია. C -ვიტამინს შეიცავს(ხილის სახეობა): გრეიფუტი, ლიმონი, ვაშლი, მანდარინი, ფორთოხალი, კივი, ყურძენი და ა.შ (ბოსტეულის სახეობა): პამიდორი, მწვანე ლობიო, ბარდა, ისპანახი, ხახვი და ა.შ. ეს ყველაფერი, როგორც ანტიოქსიდანტი მოქმედებს ეფექტურად, დაავდების ორგანიზმიდან სწრაფად განდევნისთვის. არ მოწიოთ! ჩემი აზრით, ამას ბევრი ახსნა განმარტება არ სჭირდება. მოწევა ყველაფრისთვის მავნებელია. სიგარეტის კვამლი აღიზიანებს ზედა და ქვედა სასუნთქ გზებს. რთულია, მაგრამ აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ სიგარეტს თავი დაანებოთ. დაარეგულირეთ ოთახის ტენიანობა!
ოთახში მშრალი ჰაერი აღიზიანებს ყელს და ხველა უფრო ძლიერი ხდება, ამიტომ აუცილებლად დაამონტაჟეთ კონდიციონერი ან თერმომეტრი. საშუალო ტენიანობა ოთახში 30 დან 50 -მდე უნდა იყოს. გაითვალისწინეთ ის ფაქტორიც, რომ ტენიანობის მაჩვენებელი აპარატების რეგულარულად გამოყენება არ არის სასარგებლო. ყოველ დილას გაღვიძებისთანავე გაანიავეთ ოთახი! მიიღეთ ცხელი შხაპი!
ცხელი შხაპი ცხვირის გამონადენს ამცირებს და შესაბამისად ხველაც სუსტდება. ცხელი წყლის ორთქლი ასევე ეფექტურია ალერგიიდან და ასთმიდან გამომდინარებულ ხველებისთვისაც. არ ჭამოთ ღამის 9 საათის შემდეგ! ღამის საათებში, 9 საათის შემდეგ არ ჭამოთ! არ მიღოთ გაზიანი სასმელები და არც გადაჭარბებული რაოდენობით ჩაი ან ყავა. ძილის დროს, ბალიშზე თავი, რაც შეიძლება მაღლა დადეთ. მოერიდეთ ისეთ ნივთებს, სადაც მტვერი ბუდობს! თუ ალერგიული ხართ, მაშინ ეცადეთ თქვენი საძინებელი გაანთავლისუფლოთ ნაქსოვი ტანსაცმელისგან. მოკლედ რომ ვთქვათ მოერიდეთ ყველაფერს, სადაც შესაძლებელი იქნება მტვერი იყოს დაგროვილი, ხველებას გაგირთულებთ! სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 7587 15-ს მოსწონს
|