x
image
აჩიკუნა
"იეჰოვას მოწმეები" III - ნაწილი (სექტანტობის საფრთხე)
image



დოქტრინა:



"იეჰოვა მოწმეების" ღვთისმეტყველება უაღრესად პრიმიტიულია,

წინააღმდეგობრივია და ორიენტირებულია იმ ადამიანებზე, რომლებმაც არაფერი

უწყიან წმ.წერილის, რელიგიის, ფილოსოფიის, ფიზიკისა და ისტორიის

საფუძვლების შესახებ. ღვთისმეტყველების ბაზას სექტის დამაარსებლების პირადი

შეხედულებები წარმოადგენს, რომელთა შეცდომები და ცდომილებები

გამოაშკარავებისთანავე ბიბლიის მთელი ტექსტიდან იზოლირებული, ამოგლეჯილი

ციტატებითა და მათი განმარტებებით კომპენსირდება.


მაგალითად: მოწმეები, უარყოფენ რა დოგმატს წმ. სამების შესახებ, თაყვანს სცემენ

ღვთის სახელს "იეჰოვას" და თვლიან, რომ ის სრულიად შეესაბამება მის არსს.

ამით ისინი კერპად აქცევენ ღვთის მრავალ სახელთაგან ერთ-ერთს, რომლის

არსის ჩაწვდომა შეუძლებელია; უარყოფენ სულიწმიდის პიროვნებას; არ

სცნობენ სამებასა და იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, ტითქოს "ვერ ამჩნევენ"

ბიბლიაში ამის შესახებ ცალსახად დადებითი გამონათქვამების დიდ რაოდენობას.

სექტის არსებობის მთელი დროის მანძილზე მის მიერ მრავალი წინასწარმეტყველება

და თარიღი იქნა წარმოთქმული და დადგენილი სოფლის აღსასრულის შესახებ,

მაგალითად - 1872; 1874; 1914; 1925; 1975 წლები.



შეგვიძლია, მოვიყვანოთ შემდეგი გამონათქვამები, რომლებიც "მოწმეთა" მოძღვრების

ანტიქრისტიანული მიმართულების განსაზღვრის საშუალებას გვაძლევს:




წმ. სამების შესახებ: მართლმადიდებლური სწავლება

image

"ჭეშმარიტად ერთი ღმერთი, სამპიროვანი ღმერთი: მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა ღმერთი.


მამა - ღმერთია ძესთან და სულიწმინდასთან ერთად.

ძე - ღმერთია მამასთან და სულიწმინდასთან ერთად.

სულიწმინდა - ღმერთია მამასთან და ძესთან ერთად.


სამება განუყოფელია და ერთარსია.


მამა - უშობელია, დაუსაბამოა.

ძე - მამისაგან შობილია (არა ქმნილი), საუკუნეთა (დროთა) უწინარეს დაუსაბამოა.

სულიწმინდა - მამისაგან გამოვალს - დაუსაბამოა.





"იეჰოვას მოწმეების" გამოცემა


(Let got de true, Brooklyn, 1946, )


(გვ.100) "დასკვნა ნათელია: სამების შესახებ მოძღვრების ავტორი ეშმაკია";


(იქვე, გვ.101) "აშკარა ჭეშმარიტება იმაშია, რომ სატანა ცდილობს, ღვთისმოშიში

ადამიანებისაგან დაფაროს სიმართლე იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, შესახებ.


(იქვე, გვ.102) "სამება კი არ არსებობს".







ქრისტეს ღვთაებრივი არსის შესახებ: მართლმადიდებლური სწავლება

image

"ღვთის ძე, ღვთის სიტყვა (ლოგოსი), სამების მეორე ჰიპოსტასი, მაცხოვარი, მხსნელი, რომელიც არის იეჰოვა"





"იეჰოვას მოწმეების" გამოცემა


(Shall make you free, Brooklyn 1943)


(გვ.47) წერილი ლაპარაკობს ძე ღვთისას შესახებ, სიტყვის, როგორც ღვთაების
შესახებ, ძლიერი ღვთაების, მაგრამ არა როგორც ყოვლისშემძლე ღმერთის შესახებ, რომელიც არის იეჰოვა.


(The Kingdom is at Hand, Brooklyn 1944)


( გვ.164) "სხვა სიტყვებით, ქრისტე იყო პირველი და უშუალო ქმნილება იეჰოვა

ღმერთისა"







სულიწმიდის შესახებ: მართლმადიდებლური სწავლება

image

მესამე პირი წმიდა სამებისა, არის ისეთივე ჭეშმარიტი და ძლიერი ღმერთი, როგორიც მამა ღმერთი და ძე ღმერთი. წინა საუკუნეთა მამისაგან გამომავლი.

"რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძია თანა თაყვანისიცემების და

იდიდების"






"იეჰოვას მოწმეების" გამოცემა


(The Truth that Leads to Eternal Life, Brooklyn 1968)


(გვ.24) "რაც შეეხება სულიწმიდას, როგორც თითქოსდა სამების მესამე ჰიპოსტასს,

ჩვენ უკვე დავრჭმუნდით, რომ ეს პიროვნება კი არა, ღვთის მოქმედი ძალაა".








ქრისტეს აღდგომის შესახებ: მართლმადიდებლური სწავლება

image

უფლის აღდგომა არის უდუდესი სასწაული და აზრისა და სიკეთის გამარჯვება

ბოროტებაზე.

სიკვდილით აღბეჭდილი, საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვით

დაგვირგვინებული ქომაგობა სიმართლისა და სიყვარულისა, ქრისტემდეც იყო ცნობილი. მსგავს შემთხვევებში ადამიანს შეუძლია მოწიწებით უჭვრეტდეს

სიმართლის შინაგან ზეიმს. მაგრამ თუკი ამ შემთხვევაში სიმართლე სულიერად ზეიმობდა, ცხოვრება მაინც შეგინებული რჩებოდა. ხოლო როცა ქრისტე აღდგა,

განცხადდა, რომ ჭეშმარიტება და სიყვარული სიკვდილზე ძლიერია და რომ თვით სიკვდილიც ჭეშმარიტებისა და სიყვარულისათვის არის მხოლოდ

გარდასვლა ცხოვრების მარადიულ ზეიმში.






"იეჰოვას მოწმეების" გამოცემა


( Let Got de True, Brooklyn 1946)


(გვ.276) "ეს პირველშობილი მკვდრეთით აღდგა არასხეულში, არა როგორც ადამიანი,

არამედ როგორც სული"





ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ჩანს, რომ "იეჰოვას მოწმეებს" არაფერი აქვთ

საერთო ქრისთიანობასთან.

მართლმადიდებლურ ქვეყნებში (ისევე, როგორც საქართველოში) თავიანთი

საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად "იეჰოვას მოწმეები"

მართლმადიდებლობასთან ბრძოლას მიიჩნევენ. სექტა ხელაღებით აცხადებს

სატანურად მართლმადიდებლობის უკლებლივ ყველა საფუძველს, ამასთანავე

საკუთარ თავს ჭეშმარიტ ქრისტიანობას მიაკუთვნებს. "იეჰოვას მოწმეები"

ქადაგებენ თეზისს ქრისტიანული სამყაროს "დიდი განდგომილების შესახებ და

მოუწოდებენ ქრისტიანებს, რომ დატოვონ ეკლესია. მათთვის იესო ქრისტეს ჯვარი

ბოროტების სიმბოლოა, რამდენადაც მისი გარეგნული მსგავსება ზოგჯერ

წარმართებთან გვხვდება. ამიტომ, ახდენენ რა ახალ აღთქმაში აღწერილი და

ისტორიულ მეცნიერებათა მიერ გამოკვლეული მონაცემების იგნორირება, ისინი

ამტკიცებენ, რომ იესო ქრისტე ბოძზე იქნა გაკრული.




უფლის ჯვრის უარმყოფელ "მოწმეებს" ამგვარად წარმოუდგენიათ მაცხოვრის

ვნებები, რითაც აშკარად ეწინააღმდეგებიან წმ. წერილს.

image



ზუსტად ასევე, იყენებენ რა თავიანთ განმარტებებში ფრაგმენტებს პუბლიკაციებისა

წარმართული რელიგიების შესახებ, ისინი უარყოფენ წმიდა გარდამოცემას,

საიდუმლოებებს, ხატებს, მღვდლობას, ტაძრებს, მონასტრებს. სექტანტების

გავრცელებული ხერხია დაუსაბუთებელი და დაუკონკრეტებელი ბრალდებები

სამღვდელოების უპატიოსნობისა და მთლიანად ეკლესიის გახრწნილების შესახებ.


სექტა აქტიურად ქმნის თავის გარდამოცემას, წეს-ჩვეულებებსა და სახლებს

(მეუფების დარბაზებს) მათი შესრულებისათვის, ადათებს, ჟურნალებს, დამხმარე

სახელმძღვანელოებს გადაბირების მიზნით, ურთიერთობის ენასა და კულტურას,

ბიბლიის განმარტებას (და მისი ტექსტის პირდაპირ შეცვლასა და შეგნებულ

ფალსიფიცირებასაც კი). ასე, მათს ბიბლიის "თავისუფალ" თარგმანში, რომელსაც

"ახალი სამყაროს თარგმანი" უწოდეს, სიტყვა "ღმერთი" სექტანტებმა ახალი

აღთქმის 200 ადგილას შეცვალეს სიტყვით "იეჰოვა".






გაგრძელება იქნება...

31
136
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
136
  
2016, 9 ნოემბერი, 20:53
ლოგიკური მსჯელობა თუ თქვენთვის "მიედ-მოედებით" არის, კი ბატონო აზრის შეცვლას არავინ გაიძულებთ. ისე, აქ სოფლის ბირჟა არაა, რომ ასეთი სიტყვებით (მიედ-მოედებით) და ცინიზმით იმეტყველოთ :)
2016, 9 ნოემბერი, 20:49
წინა დღეებში სასულიერო პირის დაკავების ფაქტიც ამის ნათელი დასტურია?..
2016, 9 ნოემბერი, 19:33
გადასახადებს ყველა იხდის, კანონსაც ყველა ემორჩილება, ასე, რომ ეს სულელური არგუმენტია, ეს იმის ბრალია, რომ სათქმელი აღარაფერი გაქვთ და მიედ-მოედებით :)

გადასახადებსაც იმიტომ იხდით და კანონსაც იმიტომ ემორჩილებით, რომ იძულებული ხართ :) ასე, რომ აგარ გინდათ უაზრო თავის მართლება...

ქვეყნის 99% - მა კარგად იცის, რასაც წარმოადგენს თქვენი სექტა...
2016, 9 ნოემბერი, 18:30
რაც შეეხება იეჰოვას მოწმეების გამოსადეგობას ქვეყნისთვის და ხალხისთვის. ისინი საზოგადოების ღირსეული წევრები არიან, კეთილსინდისიერად იხდიან გადასახადებს, ემორჩილებიან კანონებს(გარდა იმ შემთხვევებისა, როცა სახელმწიფოსადმი მორჩილება ღვთის კანონის დარღვევას მოითხოვს), ცხოვრობენ მაღალზნეობრივი პრინციპებით, არ იღებენ მონაწილეობას დემონსტრაციებში და საპროტესტო გამოსვლებში და ა.შ. აქედან გამომდინარე, ვინაა ყოვლად გამუსადეგარი ქვეყნისთვის და ხალხისთვის?..
2016, 9 ნოემბერი, 18:25
ადათ-წესები? კოლოსელების 2:8. თუმცა, რა პრობლემაა ადათ-წესები ხომ წინაპრებისაა და რა მნიშვნელობა აქვს ღმერთს მოსწონს თუ არა...
2016, 9 ნოემბერი, 18:22
ერთი სხეულის ნაწილად თვლით თქვენს თავებს და ერთმანეთის ხოცვა ჟლეტვა პრობლემა არაა? სინდისს იმით იმშვიდებთ, რომ ვითომ სახელმწიფოს ემსახურებით? რომელი კანონი უფრო მაღლა დგას, ღვთის კანონი თუ ადამიანის?
2016, 9 ნოემბერი, 13:39
მართლმადიდებლური ეკლესია ერთი სხეულია, არა აქვს მნიშვნელობა ეროვნებას... თქვენ კი პოლიტიკას შეეხეთ უკვე, თქვენს კომენტარში... თუმცა თქვენ და თქვენი წარმომადგენლები ამას ვერ გაიგებთ, რადგან თქვენთვის არ არსებობს სახელმწიფოებრიობა, უარყოფთ ყველაფერ ეროვნულსა და ტრადიციულს, ადათ-წესებს, უარს ამბობთ საკუთარი ქვეყნის დაცვაზე და ა.შ. ამით უკვე ყველაფერია ნათქვამი.
თქვენი სექტა საკუთარ ნაჭუჭშია ჩაკეტილი და ყოვლად გამოუსადეგარია ქვეყნისთვის და ხახლისთვის...
2016, 9 ნოემბერი, 13:24
თქვენ ალბათ ვერ ჩასწვდით რას ვგულისხმობდი. თქვენს მიერ დადებული ლინკიდან გავიგეთ, რომ მართლმადიდებლობა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი რელიგიაა, მაგრამ მერე რა?..(მათე 7:13) ახერხებს მართლმადიდებლობა და თქვენს მიერ ნაგულისხმევი ქრისტიანობა თავისი მრევლის მშვიდობიანად გაერთიანებას? პასუხი ცალსახაა, ვერ ახერხებს. არა და ჭეშმარიტმა რელიგიამ ეს უნდა მოახერხოს. იეჰოვას მოწმეები ახერხებენ მთელ მსოფლიოში მათი მრევლის მშვიდობიანად გაერთიანებას? ახერხებენ და ეს ყველასთვის შესამჩნევია. ეხლა დავსვათ კითხვა:რატომ ვერ ახერხებენ ამ მიზნის მიღწევას თქვენს მიერ ნაგულისხმევი ქრისტიანები და რატომ ახერხებენ იეჰოვას მოწმეები? იქნებ იმიტომ, რომ იეჰოვას მოწმეები ღმერთს სწორად ემსახურებიან და ღმერთიც მათ მხარს უჭერს.
2016, 9 ნოემბერი, 13:00
სხვადასხვა წარმომავლობისა და კულტურის ხალხს რომ აერთიანებს მართლმადიდებლობა, მაგიტომ ხდება ამდენი ბოროტება და შეიარაღებული დაპირისპირებები მართლმადიდებლურ ქვეყნებს შორის, არა? იეჰოვას მოწმეები სწორედ ამით გამოირჩევიან (იოანე 13:34,35)
2016, 9 ნოემბერი, 11:48
http://intermedia.ge/%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90/61315-%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A7%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%96%E1%83%94-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/94/
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10