რელიგია მომაკვდავი 2014, 8 ივლისი, 1:02 რაღაც საშინელს და ამაზრზენს განიცდის იმ წუთას სული, ხოლო უზრუნველად მიწაზე მყოფებმა არავინ არ ვუწყით ამის შესახებ არაფერი. შემჩნეული გაქვთ მომაკვდავ და სიკვდილთან ბრძოლაში მყოფ ადამიანთა მდგომარეობა? – რა საშინელ დღეში არიან ისინი? რა შფოთში? ხედავთ, თუ როგორ ამოიოხრებენ ხოლმე? როგორ ასხამთ ცივი ოფლი, აქეთ-იქით ატრიალებენ თვალებს, ზოგიკბილებს აღჭრიალებს, ბევრი თმებს იგლეჯს თავზე, როგორ წამოხტებიან ხოლმე ლოგინიდან და შეძრწუნებულთ გაქცევა სურთ სიკვდილიდან; როგორ ხედავენ იმას, რაც ადრე არ ენახათ; ესმით ზეციური მეუფეების ხმები, ითმენენ იმას, რასაც აქამდე ვერ ითმენდნენ, ეძებენ მეგზურს, მხსნელს – და არავინ ემგზავრებათ, ეძებენ მანუგეშებელს, და ვერავინ ანუგეშებს მათ, ვერც ვერავინ ბედავს ამას, რადგან ჩვენ თავადაც შეშინებულები უმწეოდ ვეკითხებით მომაკვდავს: „როგორ გრძნობ ახლა თავს? ნუ გეშინია, ღმერთი ყოვლადმოწყალეა!“ მაშინ ჩვენც ვტირით და არ გვამოძრავებს მათდამი ფარისევლური სიყვარული, აღარც ამაოებაზე ვფიქრობთ, არამედ იმ წუთას მათით შეძრწუნებულები ჩვენ საკუთარ თავს დავსტირით! ეფრემ ასური 151 5-ს მოსწონს
|