x
image
აჩიკუნა
ვუდუ – სატანას ამოფარებული რელიგია
image


ბევრისთვის “ვუდუ” ასოცირდება სატანიზმთან და ჯადოქრობასთან. თქვენ არ შემცდარხართ, ეს ნამდვილად ასეა…


ვუდუ – ეს არის მონოთეისტური რელიგია (მონოთეიზმი – ერთღმერთიანობა)


ვუდუ – წარმოადგენს აფრიკული სპირიტულ-ამინისტური რელიგიის ტრადიციებს და ევროპული კათოლიციზმის სინთეზს. (ანიმიზმი ეს არის სულისა და სულიერების არსებობის რწმენას. ანუ სული ამოძრავებს სხეულს და ასევე სწამთ, რომ რწმენით უსულო საგანსაც აამოძრავებენ სულის შთანერგვით)


image


ვუდუს ფესვები მოდის დასავლეთი აფრიკიდან. აფრიკის ბევრ ქვეყანაში ვუდუ ეროვნულ რელიგიას წარმოადგენს. სიტყვა ვოდúნ ფონ-ევეს ენაზე სულს ნიშნავს. ვუდუზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ასევე ცენტრალური აფრიკის ტრადიციებმა. კონგოს მაგია, ჩრდ. ჰაიტიზე ცნობილი როგორც ლემბა (თავდაპირველად გავრცელდა ბაკონგოს ტომში), ისევე გავრცელებულია, როგორც დასავლეთ აფრიკული ელემენტები, თუმცა ინფორმაცია მასზე შედარებით უფრო მწირია.

image

image image


რიტუალის დროს იყენებენ შინაურ ფრინველებს, როგორიცაა შავი მამალი ან ინდაური, თხის სათესლე ჯირკვლებს და სისხლს. ასევე ხარსაც სწირავენ. ეს სპირიტული რიტუალი საშუალებას აძლევთ დაუკავშირდნენ ნებისმიერი ადამიანის სულს, მოიპოვონ მისი მართვა და შესაბამისი კონტროლი. როგორც ზემოთ ნახსენები იყო ეს არის ანიმისტური რიტუალი, რომელიც საშუალებას აძლევთ უსულო საგანსაც კი “მიაბან” ვინმეს სული. ობიექტად იყენებენ ხელნაკეთ თოჯინას, რომელიც ხშირ შემთხვევაში არის ცვილის. ასევე თოჯინას აკეთებენ ბამბისგან. ცდილობენ ცვილის თოჯინა მიამსგავსონ იმ პიროვნებას მეტი რწმენისთვის და თავდაჯერებულობისთვის. სპეციალური შელოცვისა და რიტუალის შემდეგ შეუძლიათ ადამიანს ფიზიკური ზიანი მიაყენონ ვუდუ თოჯინის გამოყენებით. თოჯინის შექმნისას უნდა გამოიყენონ მსხვერპლის თმა, ფრჩხილი ან ტანისამოსი. მაგალითად: თუ შემლოცველს უნდა, რომ ადამიანმა ვერ გაიაროს, ამისათვის იღებენ 2 ცალ ქინძისთავს და უყრიან თოჯინას მუხლში ან კოჭის მიდამოებში.


image


ნამდვილად მოქმედია ვუდუს თოჯინაზე შელოცვა და მისით ადამიანის მანიპულირება. დიდი ხნის ტრადიცია დახვეწილი და გამოცდილია წლების მიერ. სპეციალური შელოცვის დროს მან უნდა გაითვალისწინონ ისიც, რომ თოჯინა არ შემობრუნდეს, რადგან თუ ვუდუს თოჯინა შელოცვისას მლოცველისკენ შებრუნდა, წყევლა მასზე გადადის…


არსებობს ასევე ვუდუს ზომბი და “გრი გრი”.


ვუდუს ზომბი, ეს არის გაცოცხლებული მიცვალებული, რომელსაც აზროვნების უნარი არ გააჩნია და მხოლოდ მისი მბრძანებლის დავალებით მოქმედებს.


“გრი გრი” კი არის ვუდუს თილისმა, რომელიც მფლობელს იცავს ავი სულისგან. “გრი გრი” ეს არის ქისა, სადაც მოთავსებულია თმა, ძვლები, ბალახი, ზეთი და ასევე საფლავის მიწაც. მას თან არავინ არ ატარებს, რადგან ის სახიფათოა.


ვუდუ არის სპირიტული რელიგია. რელიგია, რომელიც თავისი რიტუალით ჯადოქრობასაც ითვალისწინებს რომლის მიმდევრები არიან ჰაიტიზე, ბრაზილიასა და ა.შ.შ.-ში. ასევე გვხვდებიან მთელს მსოფლიოში და მისი მიმდევარი მილიონობით ადამიანია.


image

ვუდუს ჯადოქრობის დროს ასევე გამოიყენება შავი კატა, რომელსაც ან წვავენ ან ხარშავენ მდუღარე წყალში. აქედან არის დასკვნა, რომ ეს სპირიტული რელიგია სატანისტურია. ანუ სატანიზმიც ერთ-ერთი რელიგიაა, თავისი რიტუალით, შელოცვით, ცეკვით და ა.შ.


2
309
5-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
309
  
2014, 14 მაისი, 10:37
რა საშინელებაა...კიდე კარგი ჩვენთანაც არ არი გავრცელებული თორე ერთმანეთს ამოხოცავდნენ ვუდუს თოჯინებით
0 1 2