x
image
აჩიკუნა
მსოფლიოს რელიგიები. ყველაზე გავრცელებული და მრავალრიცხოვანი რელიგიები
image


მსოფლიოში ორასზე მეტი რელიგიაა ცნობილი. მათ შორის მრავალი რამ საერთოა, მრავალი - განსხვავებული. რელიგიები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან სიძველით, ტრადიციებით, შინაარსით, ფილოსოფიური სიღრმით.


შევეცდები გაგაცნოთ მსოფლიოს ყველაზე გავრცელებული და მრავალრიცხოვანი რელიგიები.








ქრისტიანობა

image



ქრისტიანობა ისლამთან და იუდაიზმთან ერთად მიეკუთვნება ე.წ. „აბრაამისეულ რელიგიებს“.


მას სამი ძირითადი მიმდინარეობა აქვს:

კათოლიციზმი

პროტესტანტიზმი

მართლმადიდებლობა.


ასევე არსებობს სხვადასხვა ქრისტიანული განშტოებები. როგორიცაა:

ნაზარეველები

ებიონიტები (ევიონიტები, ფიბიონიტები)

მონტანიზმი

მოდალიზმი

ადოპციონიზმი (დინამისტები)

მონარქიანელობა

არიანელობა

დოკეტიზმი

აპოლინარიზმი

მონოფიზიტობა (ევტიქიანელობა)

მიაფიზიტობა (ნესტორიანელობა)

ანგლიკანიზმი და სხვ...


ქრისტიანობა ყველაზე მრავლრიცხოვანი რელიგიაა. რომელლის მიმდევართა საერთო

რიცხვი მსოფლიოში შეადგენს 2 400 000 000 - ზე მეტს. მსოფლიო მოსახლეობის

34.5%-ზე მეტი.



კათოლიციზმ ყველაზე მრავალრიცხოვანი მრევლი ჰყავს 1 200 000 000-ზე მეტი,

მსოფლიოს 235 ქვეყანაში რაც მთელი ქრისტიანობის 52%-ს შეადგენს. მსოფლიო

მოსახლეობის დაახლოებით 16.9%.



პროტესტანტიზმის მიმდევართა რაოდენობაა 600 000 000 - მდე, ქრისტიანობის

დაახლოებით 27%, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის 6.15%-ს. აქედან

350 000 000 აფრიკაში

120 000 000 ევროპაში

80 000 000 ლათინურ ამერიკაში

65 000 000 აზიაში

10 000 000 ავსტრალიასა და მიმდებარე კუნძულებზე.



მართლმადიდებლების რიცხვი დაახლოებით 300 000 000 - მდეა. ქრისტიანობის

დაახლოებით 12.7%, მსოფლიო მოსახლეობის 3.96%.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში:

ბელარუსია; ბულგარეთი; კვიპროსი; საქართველო; საბერძნეთი; მაკედონია; მოლდოვა; ჩერნოგორია(მონტენეგრო); რუმინეთი;რუსეთი; სერბეთი; უკრაინა;

ალბანეთი; ბოსნია-ჰერცეგოვინა; ყაზახეთი; ისრაელი; იორდანია; ლიბანი;

პალესტინა; სირია; ერაყი; სტამბოლი; სინაი; სერბეთი; პოლონეთი;

ჩეხეთის რესპუბლიკა; სლოვაკეთი; ფინეთი; იაპონია; ჩინეთი და სხვ...









ისლამი

image


მონოთეისტური აბრაამისეული რელიგია. ორი ძირითადი მიმდინარეობა სუიზმი და

შიიზმი.


არსებობს სხვა მიმდინარეობებიც:


სალაფიტები (ვაჰაბიტები)

სუფიზმი

ხარიჯიტები

აჰმადია

ყურანისტები

ისლამის ერი



ისლამის მიმდევართა საერთო რიცხვი 1 600 000 000 - ზე მეტია. მსოფლიო

მოსახლეობის დაახლოებით 23.3%.


სუნიზმს ყველაზე მეტი მიმდევარი ჰყავს მუსულმანურ სამყაროში. დაახლოებით

1 280 000 000, რაც მაჰმადიანთა 80%-ს შეადგენს. მსოფლიო მოსახლეობის

18%.



შიიზმის მიმდევართა რაოდენობა დაახლოებით 224 000 000 ადამიანს ითვლის,

მაჰმადიანთა დაახლოებით 14% -ს. ხოლო მსოფლიო მოსახლეობის 3.1%.









ინდუიზმი

image


მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი რელიგია, რომელსაც დღესდღეობით ინდოეთის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ისლამის, ქრისტიანობის, სიქიზმის, ჯაინიზმისა და ბუდიზმის გვერდით აღიარებს.


ინდუიზმი არის ინდოეთის უდიდესი რელიგია, რომელიც ინდოეთში დაახლოებით

970 000 000 ადამიანს ითვლის, რაც ინდოეთის მოსახლეობის დაახლოებით

84% -ს წარმოადგენს. ინდუიზმს მიმდევრები სხვა ქვეყნებშიც ჰყავს.


განსაკუთრებით დიდი რაოდენობით კი:


ნეპალი 24 000 000 ადამიანი

ბანგლადეში 16 000 000 ადამიანი

ინდონეზიის კუნძული "ბალი" 3 400 000 ადამიანი


ინდუიზმიმიმდევართა რიცხვი მსოფლიო მოსახლეობის 15% -ს შეადგენს.










ჩინური (ხალხური) ტრადიციული რელიგია

image

კიდევ ერთი მსოფლიოს უძველესი რელიგია. რომელიც მთლიანად ჩინურ მითოლოგიას ეყრდნობა.


ამ რელიგიას მსოფლიოში 400 000 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს, რაც ჩინეთის

მოსახლეობის 30% -ს შეადგენს, ხოლო მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით

5.6% -ს.









ბუდიზმი

image

რელიგია, პრაქტიკული ფილოსოფია, ასევე ზოგიერთი წარმოდგენით ფსიქოლოგია, რომელიც ემყარება ბუდა შაკიამუნის (სიდჰარტა გაუტამას) სწავლებას. მომდინარეობს ძველი ინდოეთიდან, დაახლოებით ძვ. წ. VI - V საუკუნეებიდან.


ბუდიზმი ინდოეთის სუბკონტინეტზე გავრცელდა ხუთი საუკუნის განმავლობაში ბუდას გარდაცვალებიდან, შემდგომ ორ ათასწლეულში კი დომინანტური რელიგია გახდა ცენტრალურ, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ აზიაში.


ბუდიზმი სამ ძირითად ტრადიციად იყოფა:


თერავადა (შთავირავადა)

მაჰაიანა

ვაჯრაიანა


ბუდიზმის მიმდევართა საერთო რაოდენობა 380 000 000 -ზე მეტია, რაც მსოფლიო

მოსახლეობის დაახლოებით 6.7% -ს შეადგენს.


მაჰაიანა: ბუდიზმის ყველაზე მრავალრიცხოვანი მიმდინარეობაა (ტრადიცია).

ბუდიზმის მიმდევრების დაახლოებით 53.3%, რაც დაახლოებით 202 540 000

ადამიანს ითვლის. ხოლო მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 2.8% -ს.


გავრცელებულია:


ბანგლადეში; ჩინეთი; იაპონია; ვიეტნამი; კორეა; სინგაპური; ტაიბანი; ნეპალი;

შრი-ლანკა; ტიბეტი; ბუტანი; მალაიზია და მონღოლეთი.



თერავადა (შთავირავადა): საკმაოდ მრავალრიცხოვანი მიმდინარეობა (ტრადიცია)

ბუდიზმისა. ბუდიზმის მიმდევრების 35.8%, დაახლოებით 136 040 000 ადამიანი.

მსოფლიო მოსახლეობის 1.9%.


გავრცელებულია:


კამბოჯა; ლაოსი; შრი-ლანკა; ტაილანდი; ბირმა (მიანმარის კავშირის რესპუბლიკა)


უმცირესობაში არიან: ვიეტნამი; ბანგლადეში; ჩინეთი.



ვაჯრაიანა: ბუდიზმის ამ მიმდინარეობას (ტრადიცია) მისდევს ბუდისტების 5.7%,

დაახლოებით 21 660 000 ადამიანი. მსოფლიო მოსახლეობის 0.3%.


ძირითადად გავრცელებულია:


ტიბეტი; მონღოლეთი; რუსეთი; ჩინეთი.










აფრიკული (ხალხური) ტრადიციული რელიგია

image


აფრიკული ხალხური გარდამოცემა, რომლებიც ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა

თაობიდან-თაობას და არა ხელნაწერებით ან წიგნებით.

მოიცავს: წინაპრების თაყვანისცემას, პრაქტიკულ მაგიას და ხალხურ მედიცინას.


აფრიკული (ხალხური) ტრადიციული რელიგია მსოფლიოში 100 000 000 -ზე

მეტ მიმდევარს ითვლის. რაც მსოფლიო მოსახლეობის 1.4%-ს შეადგენს.











სიქიზმი

image

image
პანენთეიზმური რელიგია. დაარსდა XV საუკუნეში პუნჯაბის რეგიონში, ინდოეთში.

გურუ ნანაკის მიერ. პროგრესულად ვითარდებოდა ზედიზედ ათი გურუს

მეთაურობით, ბოლო, მეთერთმეტე გურუმ გააერთიანა წინამორბედი გურუების

ნაშრომები და შექმნა წმინდა წიგნი: გურუ საიბის წმინდა წიგნი. (გურუ გრანთი)

(საიბი (ტიტული, იხმარება ოფიციალური პირებისადმი მიმართვისას ინდოეთში)).


სიქიზმის მიმდევრების რაოდენობა 30 000 000-ს აჭარბებს. სიქიზმი მხოლოდ

ინდოეთში, ძირითადად პუნჯაპის შტატშია გავრცელებული და მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 0.4%-ს შეადგენს.











სპირიტიზმი

image

წარმოიშვა XIX საუკუნის საფრანგეთში, განმანათლებელ ალან კარდესის მიერ.

თუმცა სპირიტიზმის ფესვები ღრმა წარსულიდან იწყება.პირველი ცნობები სპირიტიზმის შესახებ მოდის რომის იმპერიიდან, იმპერატორ ვალენტის დროს.

364-378 წლებში.


XIX ს-ის II ნახევრიდან განსაკუთრებით გავრცელდა ჯერ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და საქართველოშიც.

სპირიტიზმი გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის შესახებ სწავლება გახლავთ.


სპირიტიზმს მსოფლიო მასშტაბით 15 000 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. რაც

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 0.2%-ს შეადგენს.













იუდაიზმი

image

ებრაელი ერის რელიგია. ისტორიაში აღნუსხული პირველი მონოთეისტური რწმენა და ანტიკური ხანიდან შემორჩენილი ერთ-ერთი რელიგია. იუდაიზმის დოქტრინა და ისტორია მნიშვნელოვანი ნაწილია სხვა მონოთეისტურ, კერძოდ: სამარიულ, ქრისტიანულ და მუსლიმურ რელიგიათა საფუძვლებისა.


იუდაიზმს 14 000 000-მდე მიმდევარი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით. მსოფლიო

მოსახლეობის დაახლოებით 0.19%.










ბაჰაიზმი

image

ბაჰაიზმის მსოფლმხედველობას საფუძვლად უდევს ერთადერთი ღმერთის — ალაჰის რწმენა, ანუ იგი მონოთეისტური რელიგიაა.


XIX საუკუნეში, სპარსეთში ჩამოყალიბდა და მსოფლიო რელიგიათა შორის ყველაზე ახალგაზრდა აღმსარებლობაა, რომელიც შემდგომ მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ბაჰაიზმის დამაარსებელია ბაჰაულა (1817-1892). რელიგიის მიმდევრებს ბაჰაისტებს ან უბრალოდ ბაჰაის უწოდებენ.


ბაჰაიზმის მიმდევართა რიცხვი მსოფლიო მასშტაბით 7 000 000-ს აჭარბებს.

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 0.09%.












ჯაინიზმი

image

რელიგიურ-ფილოსოფიური სწავლება. წარმოიშვა ძვ.წ. VI საუკუნეში, ინდოეთში.

დამაარსებლად ითვლება ჯინო მაჰავირა.


ჯაინიზმს 6 000 000-მდე მიმდევარი ჰყავს მსოფლიო მასშტაბით, აქედან

4 000 000 ინდოეთში. ჯაინიზმის მიმდევართა პროცენტული მაჩვენებელი

მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 0.08%-ს შეადგენს.












შინტოიზმი

image

უძველესი იაპონური რელიგია, რომელიც სულების თაყვანისცემას ეფუძნება.

შინტო მოისაზრება როგორც დამაკავშირებელი რგოლი იაპონიის წარსულსა და აწმყოს შორის.


შინტოს 4 000 000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავს. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით

0.05%.










კაოდაიზმი

image

მონოთეისტური რელიგია. წარმოიშვა XX საუკუნის ოციან წლებში.(1926) წელს.

ქალაქ ტაი-ნინში, ვიეტნამი.


კაოდაიზმს 4 000 000-მდე მიმდევარი ჰყავს. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით

0.05%-მდე.












ზოროასტრიზმი (ცეცხლთაყვანისმცემლობა; ატროშანი; მაზდეანობა)

image


ერთ დროს სპარსეთის ოფიციალური რელიგია. მისი მიმდევრები დღეს სამხრეთ აზიაში, ირანსა და ამ ხალხთა უცხო ქვეყნების დიასპორაში არც ისე მრავალრიცხოვანია, თუმცა რელიგია დღესაც ცოცხალი და დინამიურია.


რელიგიის დასაბამს წინასწარმეტყველ ზარათუშტრას მიაკუთვნებენ.


ზოროასტრიზმი მონოთეისტურ რელიგიას შეიძლება მიეკუთვნოს, თუმცა მას დუალისტური ბუნება აქვს, ექვსი არსების სერიით(ანგელოზთა მსგავსად), რომლებიც აჰურა მაზდას(უზენაესი არსება) თანმხლები არიან და ქმნიან კეთილისმყოფელ შვიდეულს და მეორე ბოროტი და დესტრუქციული შვიდეულით. სწორედ ეს დაუსრულებელი კონფლიქტი ბოროტსა და კეთილს შორის განასხვავებს ზოროასტრიზმს სხვა მონოთეისტური მოძღვრებებისგან, რომელთაც მხოლოდ ერთი უზენაესი ძალა გააჩნიათ.


ზოროასტრიზმის მიმდევართა რაოდენობა მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით

2 700 000-მდეა. მსოფლიო მოსახლეობის 0.03%.











ტენრიკიო

image


image


კიდევ ერთი მონოთეისტური რელიგია, რომელიც წარმოიშვა XIX საიკუნის იაპონიაში

და დააარსა იაპონელმა ქალმა სახელად მაკაიამა მიკიმ.


ტენრიკიოს საკმაოდ ბევრი მიმდევარი ჰყავს, იაპონიაში 1 075 000-ზე მეტი, ხოლო

მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 2 000 000-მდე.

მსოფლიო მოსახლეობის 0.02%-მდე.










თანამედროვე წარმართობა (კერპთაყვანისმცემლობა)

imageimage
თანამედროვე რელიგიური მოძრაობა, რომელიც გავრცელებულია ევროპაში.

აგებულია ისტორიულ ცნობებზე, სადაც აღწერიალია სხვადასვა ქვეყნების, ძველი

წარმართული რიტუალები და შელოცვები.

რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყო ამ თანამედროვე წარმართობას 1 000 000-ზე

მეტი მიმდევარი ჰყავს მსოფლიოში. ძირითადად ევროპასა და ა.შ.შ.-ში. მსოფლიო

მოსახლეობის 0.0114%.









უნიტარული უნივერსალიზმი

imageსაკუთარ თავს ჭეშმარიტების მაძიებლებს უწოდებენ. დაარსდა 1961 წელს ა.შ.შ.-ში.

ბოსტონიში, მასაჩუსეთის შტატში. შედგება ათეისტური, თეისტური და

აგნოსტიკური შეხედულების მქონე ადამიანებისგან.


უნიტარული უნივერსალიზმის მიმდევართა რიცხვი მოფლიოს მასშტაბით

800 000-ს აჭარბებს. მსოფლიო მოსახლეობის 0.0112%.











რასტაფარიანიზმი

image
1930-იან წლებში იამაიკაში წარმოშობილი და დღეისათვის საკმაოდ გავრცელებული რელიგია. მის წარმოშობას საფუძვლად უდევს მარკუს გარვეის წინასწარმეტყველება. მან 1927 წელს იწინასწარმეტყველა, რომ აფრიკაში მოხდებოდა დიდი მეფის აღზევება. 1930 წელს ჰაილე სელასიეს ეთიოპიის იმპერატორად კურთხევა აღიქმებოდა, როგორც მის ახდენა.

სახელწოდება წარმოიშვა ჰაილე სელასიეს ნამდვილი სახელიდან: რას ტაფარი მაკონენ-იდან.

ისინი დარწმუნებილები არიან ჰაილე სელასიეს ღვთაებრიობაში, ისევე, როგორც

იესო ქრისტეში. (რასტაფარიანელი იყო ცნობილი მომღერალი ბობ მარლი).









სეკულარიზმი; არა რელიგიურობა; აგნოსტიციზმი; ათეიზმი

image


მიუთითებს რწმენაზე, რომ ადამიანთა საქმიანობა და გადაწყვეტილებები, განსაკუთრებით პოლიტიკური, დამყარებულია ფაქტზე და რეალობაზე და არა რაიმე რელიგიურ რწმენაზე. მაშინ, როდესაც რელიგიები დაფუძნებულია აბსოლუტურ ჭეშმარიტებაზე ან ღვთის კანონზე.


უარყოფს ღმერთის, ღვთაებების და სხვა ზებუნებრივი ძალების არსებობას.

განსაზღვრული შეხედულება, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ უარყოფს სამყაროს შემეცნების შესაძლებლობას.


სეკულარიზმი; არა რელიგიურობა; აგნოსტიციზმი; ათეიზმი მსოფლიო მოსახ-

ლეობის 15.5%-ს შეადგენს. რაც დაახლოებით 1 100 000 000 ადამიანს ითვლის.











ეთნიკური რელიგიები

imageსხვადასხვა ეთნიკური რელიგიები განისაზღვრება ეროვნებისა და კულტურული

ასიმილაციის მიხედვით. რომელთა საერთო რაოდენობა მსოფლიოს მასშტაბით

300 000 000-ს აღემატება, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 4.2%-ს

შეადგენს.






და ბოლოს:

image

სპეციალურად არ შევიყვანე სიაში საკაოდ გავრცელებული იეჰოვას მოწმეები,

რადგან ეს ორგანიზაცია რეგისტრირებულია როგორც გამომცემლობა და არა რელიგია.


იეჰოვას მოწმეები - ქრისტიანული რელიგიური ორგანიზაცია. რელიგიათა სისტემაში იეჰოვას მოწმეების ადგილი დღემდე გაურკვვეველია. ზოგიერთი მკვლევარის აზრით

იგი არის ტოტალიტარულ-დესტრუქციული სექტა.


ჩამოყალიბდა ა.შ.შ.-ში, XIX საუკუნის 70-იანი წლების ბოლოს ბიბლიის მკვლევარ

ჩარლზ ტეიზ რასელის მიერ. ადმინისტრაციული ცენტრი მდებარეობს ბრუკლინში.


ორგანიზაცია 25 694 თემს ითვლის და 203 ქვეყანასა და კუნძულზე არის გავრცელ-

ებული.

2014 წლის მონაცემებით იეჰოვას მოწმეების მიმდევართა რიცხვი მსოფლიოს

მასშტაბით 8 205 000-ს აჭარბებს. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 0.11%.

26
11324
18-ს მოსწონს
ავტორი:აჩიკუნა
აჩიკუნა
11324
  
2018, 4 ოქტომბერი, 13:58
მართალია ეს ზოგადი და ძაან ზედაპირული ინფორმაციაა და თან ავტორის შეხედულებით მაგრამ მაინც საინტერესოა ზოგად წარმოდგენას მაინც იძლევა
ტანტრაზეც თუ დაწერ კარგს იზამ
მშვენიერი სტატიაა. განსაკუთრებით მომეწონა ინდურ და ჩინურ რელიგიებზე. გაიხარე აჩიკუნა. ჯიგარი ხარ. პირადად მე გნოსტიკო-ინდო-ბუდისტი ვარ.
2015, 23 აგვისტო, 11:53
მადლობა ნანუშკი
2015, 23 აგვისტო, 11:15
ძალიან საინტერესოა
2015, 29 მაისი, 11:59
დიდი მადლობა
2015, 29 მაისი, 0:33
საკმაოდ კარგი სტატიაა, წარმატებები
2015, 28 მაისი, 10:31
საინტერესო სტატიაა
2015, 27 მაისი, 16:04
იმიტომ, რომ ყველა სხვა წყაროში მკვეთრად განსხვავებული მონაცემებია, იეჰოვას მოწმეების საიტზე არსებული ინფორმაციისგან.
2015, 26 მაისი, 22:26
იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ საიტზე განთავსებული ინფორმაცია თქვენთვის რატომ არაა სანდო?
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10