სტივენ სიგალმა რუსეთის მოქალაქეობა მიიღო.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით ლეგენდარულ ამერიკელ მსახიობსა და საბრძოლო ხელოვნებების დიდოსტატ სტივენ ფრედერიკ სიგალს რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა მიენიჭა.
"მიღებულ იქნას რუსეთის ფედერაციის მოქალაქედ, სტივენ ფრედერიკ სიგალი, დაბადებული 1952 წლის 10 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში"–ამ სახით გამოქვეყნდა რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებულება კრემლის საიტზე.
ცნობილმა მსახიობმა რუსეთის მოქალაქეობის სურვილი გამოთქვა "იუჟნო სახალინსკში" გამართულ საერთაშორისო კინოფესტივალზე «Край света». მაშინ სიგალმა განაცხადა, რომ სახალინის მხარე ძალზე საინტერესო და პერსპექტიულია ბიზნესის კეთების მხრივ.