პროფილაქტიკა აუცილებლად გასათვალისწინებელი რჩევები ჯანმრთელობისთვის! 2016, 3 ნოემბერი, 13:03 ადამიანის სხეულის სხვადასხვა დაავდებებზე რეაგირებს მინერალების და ვიტამინების ნაკლებობა. შვეიცარიელი პროფესორი მუარამი გვაძლევს რჩევებს, თუ რომელი საკვები უნდა მივიღოთ, რათა მსგავსი პრობლემები აღარ გვაწუხებდეს!
1. დამსკდარი ტუჩები - B12 ვიტამინის ნაკლებობა!
ხორბლის ჩანასახები - მიირთვით ეს სასარგებლო პროდუქტი, რძესთან, თაფლთან ან ნატურალურ წვენებთან ერთად და აღარ დაგისკდებათ ტუჩები, რადგან ხორბლის ჩანასახი შეიცავს უხვი რაოდენობით B12 ვიტამინს! 2.წითელი კანი - B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა!
სელის ფესვი - დაფრქვით კარგად და აურიეთ იოგურტში, მოიშორებთ სახეზე სიწითლეებს და ასევე მონელების სისტემისთვის სასარგებლოა. 3.თუ არ გეზრდებათ თმები საკმარისად - თუთიის ნაკლებობა!
ისპანახი, ჭინჭარი და სატაცური - ჭინჭრის სალათა და ჩაი ძალიან სასარგებლოა თმებისთვის. როგორც ჭინჭარი, ასევე სატაცური და ისპანახიც უხვი რაოდებით თუთიას შეიცავს! 4. ჩაწითლებული თვალები - B6 ვიტამინის ნაკლებობა! ქუნჯუთის ფესვები - ძალიან სასარგებლოა, მოხარშეთ მარილში და მასე მიირთვით. აღარ გექნებათ ჩაწითლებული თვალების პრობლემა. 5. მსხვრევადი ფრჩხილები - რკინის და კალციუმის ნაკლებობა!
ბაბუაწვერა - ბაბუაწვერას შერევა სალათებში არ არის მავნებელი, პირიქით ძალიან გემრიელი და სასარგებლო გამოდის. ასევე როგორც ხედავთ ბაბუაწვერა მდიდარია რკინით და კალციუმმით. 6. ფეხის დაბუჟება - რკინის, ვიტამინ B6-ის და ფოლიუმის მჟავის ნაკლებობა! სატაცური და ჭინჭარი - შესანიშნავი სალათები და წვნიანები, ასევე სატაცური კვერცხით - მიირთვით გემრიელად და შეივსეთ ორგანიზმი რკინის, ვიტამინ B6-ის და ფოლიუმის მჟავით. 7. ღრძილების დაავადება - C ვიტამინის ნაკლებობა! ასკილი - არ არის იშვიათი მცენარე, ამიტომ ასკილის დაკრეფვა საქართველოს მასშტაბით ყველგან არის შესაძლებელი. შეიცავს უხვი რაოდენობით C ვიტამინს. 8. ეგზემა - თუთიის და C ვიტამინის ნაკლებობა! აკაჟუ - შეიცავს უხვი რაოდენობიტ ვიტამინებს, მინერალებს და ანტიოქსიდანტებს! 9. ქრონიკული დაღლილობა - B ჯგუფის ვიტამინების, C ვიტამინის და რკინის ნაკლებობა! ჟენშენი - ფიზიკურად გაძლიერებისთვის დაგეხმარებათ, ასევე მოაგვარებს იმ პრობლემებს, როგორიცაა: უძილობა, გადაღლილობა და სისუსტე. შეიცავს უხვი რაოდებით B ჯგუფის ვიტამინებს, რკინას და C ვიტამინს.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 2275 10-ს მოსწონს
|