დიეტოლოგია იცოდით, რომ ძილში წონაში იკლებთ? 2016, 30 ოქტომბერი, 17:06 ბევრმა ალბათ არ იცოდით, რომ ძილში წონაში კლება შესაძლებელია, მართალია ზღაპარივით ჟღერს, თუმცა ეს არც ხუმრობა და არც მითია, არამედ სრული სიმართლე.
ძილში წონის კლებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიზმარი. ზოგჯერ ის ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ძილის საკმარისი რაოდენობა ეხმარება ორგანიზმს შეინარჩუნოს ოპტიმალური წონა და მაშასადამე ხელს უშლის გასუქებას. თუ დაკვირვებიხართ, როდესაც დარღვეული გაქვთ ძილის რეჟიმი, მეორე დილას გაღიზიანებულად გრძნობთ თავს და ჭამა გინდებათ. ძილი და სიზმარი ჩვენს მადაზე გავლენას ორი ჰორმონის საშუალებით ახდენს- ლეპტინი (პროტეინი, წარმოებული ცხიმოვანი ქსოვილისგან რომელიც ცნობილია რომ ინახავს ცხიმებს ორგნიზმში) და გრელინი. არასაკმარისი ძილის შემთხვევაში ლეპტინის დონე მცირდება ორგანიზმში და იმატებს გრელინის დონე, რომელიც ხდება მიზეზი საკვების მიმართ მოთხოვნილებისა. აქედან გამომდინარე კი დამტკიცებულია, რომ ქალებს, რომელთაც დღე-ღამის განმავლობაში მხოლოდ 7 და ნაკლები საათი ძინავთ, უფრო პუტკუნები არიან ვიდრე ქალები, რომელთაც ხანგრძლივად ძინავთ დღე-ღამის მანძილზე. როგორ დავიკლოთ ძილით წონაში? უკვე ცხადია თქვენთვის, იმისათვის, რომ არ მოიმატოთ წონაში, უნდა იძინოთ საჭირო რაოდენობით- 8 და მეტი საათით, თუმცა იმისათვის, რომ უფრო უკეთ დაიკლოთ, ასევე გასათვალისწინებელია ის პროცესები, რაც ძილში მიმდინარეობს. ამ პრინციპს კი გერმანელი დიეტოლოგის Detlef Pape-ს დიეტას ეძახიან. Detlef Pape-ს ძილში კლების დიეტას თან ერთვის აუცილებლად თქვენი კვების პრინციპი- დილის განმავლობაში შეგიძლიათ მიირთვათ ნახშირწყლებით გაჯერებული საკვები, ლანჩსა და ვახშამზე კი დასაშვებია მხოლოდ ცილოვანი პროდუქტები. მაშასადამე, დიეტა დაფუძნებულია სამ ძირითად კვებაზე (საუზმე, სადილი და ვახშამი), სითხედ კი მხოლოდ სასმელი წყლისა და უშაქრო ჩაის მირთმევა შეგიძლიათ. ექსპერტი Detlef Pape-ს მტკიცებით, ძილში ჰორმონების მიერ ენერგიის წვის დონე იზრდება, მაგრამ თუ კი ძილის წინ ნახშირწყლებით გაჯერებულ საკვებს მიირთმევთ, ეს ხელს შეუწყობს ინსულინის დონის დაქვეითებას და არღვევს ენერგიის წვის პროცესს. დიეტას ბევრი მიმდევარი და კმაყოფილი ადამიანი ყავს, თუმცა ბევრი არარეალურად მიიჩნევს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დიეტა არის საკმაოდ "რბილი" და მასში საზიანო არაფერია. უბრალოდ მოიწესრიგეთ ძილი, იკვებეთ ხარისხიანად და დაიკელით ძილში ასე მარტივად. P.S. წარმატებებს გისურვებთ. 1930 21-ს მოსწონს
|