სხვა იტალიაში კიდევ ერთი ძლიერი მიწისძვრა მოხდა 2016, 27 ოქტომბერი, 9:19 გუშინ, 26 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 19 საათსა და 10 წუთზე, ცენტრალურ იტალიაში მოხდა მიწისძვრა, რომლის სიმძლაავრე რიხტერის შკალით 5, 4 ბალი იყო. ორი საათის შემდეგ ბიძგი განმეორდა, ამჯერად 5, 9 ბალი სიმძლავრით. ეპიცენტრი მიწის ზედაპირიდან 9, 3 კმ–ის სიღრმეზე მდებარეობდა მაჩერატას ოლქში, მარკესა და უმბრიას შორის, პერუჯიდან აღმოსავლეთით 71 კილომეტრის დაშორებით. სეისმური რყევა საგრძნობი იყო რომში, ლაკვილასა და პერუჯაში, ასევე ფლორენციასა და ბოლონიაშიც კი.
ამ წუთისათვის, გარდაცვლილთა ან უგზო–უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ინფორმაცია არ არსებობს. გეოფიზიკისა და ჰეფესტოლოგიის იტალიის ეროვნული ცენტრის (Ingv) სეისმოლოგის, ალესანდრო ამატოს თქმით, წუხანდელი მიწისძვრა კავშირშია 24 აგვისტოს მომხდარ მიწისძვრასთან, რომელმაც ფაქტიურად მიწასთან გაასწორა დაბა ამატრიჩე და 300 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა – იგივე ტექტონიკურ პლატას ეხება და მასში ახალი ბზარის წარმოქმნის მაუწყებელია. სამოქალაქო თავდაცვის სამინისტრომ უარყო ცნობები იმის შესახებ, რომ თითქოს, ნანგრევებიდან მიცვალებულები და ტრავმირებულები ამოიყვანეს, დაუკავშირა რა დეზინფორმაცია მოსახლეობაში არსებულ პანიკას. ეპიცენტრთან ყველაზე ახლოს მდებარე, მაჩერატას ეპარქიაში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება და ადგილი ჰქონდა ნაგებობათა ნგრევას (ნგრევის მასშტაბების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არაა). ეპიცენტრიდან ყველაზე ახლოს მდებარეობს სოფლები: კასტელსანტანჯელო (318 მაცხოვრებელი), ვისო (1 200) და უსიტა (441). ვისოში გადაღებულ ვიდეოკადრებში ნათლად ჩანს მაცხოვრებელთა პანიკა, რომლებიც ნაჩქარევად ტოვებდნენ საცხვრებელ სახლებს და ქუჩაში გამორბოდნენ. დამფრთხალი მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა იტალიის დედაქალ რომშიც, სადაც ბიძგი საკმაოდ შესამჩნევი იყო. ხელისუფლების ცნობით, ზარალი აქვს მიყენებული რომისა და მარკეს შემაერთებელ პერიფერიულ, ეგრეთ წოდებულ სალარიის საავტომობილო გზას. საწყის ბიძგებს ორი საათის ინტერვალით მოჰყვა სამი, მომცრო პოსტ–სეისმური ბიძგი, თითოეული 2, 8 ბალამდე სიმძლავრის. პ.ს. უკანასკნელი მონაცემებით, დაღუპულია ერთი და დაკარგულია კიდევ ერთი ადამიანი. 84 14-ს მოსწონს 2-ს არა
|