საზოგადოება ცივილიზაციისგან შორს... გაიცანით ელ მოლოს ტომი! 2016, 25 ოქტომბერი, 19:42 დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ ისეთი ტომის ხალხი, სადაც ცივილიზაციამ ჯერ ვერ ჩააღწია. ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ელ მოლოს ტომს, გაიცანით ისინი და მათი კულტურა.
ელ მოლოს ტომი არსებობას განაგრძობს კენიის ტერიტორიაზე. ისინი ქვეყნის ყველაზე პატარა ტომს წარმოადგენენ, ამასთან ერთად ყველანაირი საფრთხე-საშინელება, რაც კი აზრად მოგვივა, ყოველი მხრიდან ემუქრება ელ მოლოს ტომს!
ძალიან ხშირად აქვთ პრობლემები ახლომდებარე ტომებთან. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ტერიტორიაზე იმყოფებიან იზოლირებულ მდგომარეობაში, მათ არსებობას მაინც საფრთხე ემუქრება.
ტომის მოსახლეები თევზაობით და ვაჭრობით ირჩენენ თავს, მათ არანაირი სხვა საკვების ან შემოსავლის წყარო არ გააჩნიათ. მათი სახელწოდება წამოსულია შემდეგი სიტყვებიდან: "ადამიანები, რომლებიც სიცოცხლეს დიდთავა ცხოველების დახოცვის გარეშე ინარჩუნებენ!"
მოსახლეობის ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს ტბა, რომელიც მათთვის ყველაფერს ნიშნავს. ყოველწლიურად ტბების დონე 20-30 სანტიმეტრით იწევს, წყალი ბინძურდება და თევზების რაოდენობაც შესაბამისად მცირდება.
ადრე თუ ორ დღეში იჭერდნენ საკვებად სამყოფ რაოდენობის თევზს, ახლა უკვე ამისთვის 1 კვირა სჭირდებათ, ამასთან ერთად ხშირად ტბის სიღრმეშიც ცურავენ, სადაც ნიანგები სიცოცხლისთვის დიდ საშიშროებას წარმოადგენენ.
ტერიტორიაზე, სადაც უზარმაზარი ტბა და ელ მოლოს ტომი მდებარეობს, ხშირად სხვადასხვა ტომებიდან მებრძოლები ჩადიან. თუ ისინი ვერ ახერხებენ საკმაო რაოდენობით თევზის დაჭერას, ამ შემთხვევაში, ძარცვავენ ელ მოლოს ტომის მეთევზეებს, ამ ძარცვას თუ წინააღმდეგომა მოჰყვება, მაშინ სტუმრები დაუნდობლად კლავენ მათ...
ამით არ სრულდება ელ მოლოს მოსახლეობის პრობლემა. ქოლერა! ეს ის დაავადება, რომელიც ყოველწლირად ახალგაზრდისა და მოხუცის განურჩევლად ათობით ადამიანს სიცოცხლეს ართმევს ელ მოლოს ტომში.
2016 წლის მონაცემებით, ელ მოლოს მოსახლეობა მხოლოდ 400 ადამიანისგან შედგება, ხოლო როგორც ანთროპოლოგები ამბობენ, აქედან მხოლოდ 40%-ია ნამდვილი ელ მოლოს ტომის მოსახლე.
სტატიის ავტორი: ალექსი აბდიევი 557 18-ს მოსწონს
|