x
image
beko777
Mediator image
„პერსონა 2016“ - 20 დეკემბერს მამაკაცებს დააჯილდოებენ
რამდენიმე დღის წინ, რესტორან floor-ში საქართველოში, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებულმა მამაკაცებმა მოიყარეს თავი. სამწუხაროდ ყველა მათგანი ობიექტურ-სუბიექტური მიზეზების გამო ვერ დაესწრო ნომინანტთა წარდგენას და საზოგადოებისთვის გაცნობას, მაგრამ დამერწმუნეთ ამ მამაკაცთა შორის ისეთი ადამიანების სახელს ამოიკითხავთ, რომლებიც ყოველმიზეზგარეშე იმსახურებენ - ამ სტატუს "პერსონა 2016"

image
საღამოს მსახიობი თამარ მაყაშვილი და მომღერალი პაატა თედიაშვილი უძღვებოდნენ, რომელთა პრეროგატივა იყო ნომინანტების წარდგენა და მათზე მცირე რელიზის გაცნობა, - განსაკუთრებული იყო მუდამ პოზიტიურ ხასიათზე მყოფი თამარ მაყაშვილი, რომელმაც სცენაზე პირველი ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე მიიწვია, რომელსაც "პერსონა 2016" ტიტულს ქართულ შოუ-ბიზნესში შეტანილი წვლილისთვის გადასცემენ 20 დეკემბერს, ჩუბინიძემ სცენიდანვე გადაიხადა მადლობა და სრულიად მოულოდნელად დარბაზში, მიკროფონით ხელში ჩააკითხა დათო ოქიტაშვილს, რომელსაც ერთგვარად საკუთარი ტიტული თეორიულად გაუნაწილა - ჩემთან ერთად დათო იყო ის ერთ-ერთი ადამიანი, რომელიც თავის დროზე ამ საქმეს ემსახურებოდაო, - ოქიტაშვილს არ გაუპროტესტებია მეგობრის ეს განცხადება, უბრალოდ დანანებით განაცხადა - ცუდია, რომ აღარაა ეს ქართული შოუ-ბიზნესი დღეს უკვეო.


imageბესო ჩუბინიძე: - მომწონს ყველაფერი რაც ადამიანებში პოზიტივს იწვევს, ახარებს და სასიამოვნო ღიმილს ჰგვრის, ამიტომაც მომწონს ეს ყველაფერი და გამოგიტყდებით, რომ ქართველ მამაკაცებსაც სჭირდებათ მადლობის გადახდა და ეს ჟესტი რაც ღონისძიების ორგანიზატორმა სოსო კავკავაშვილმა გამოხატა ჩემს და ყველა იმათ მიმართ ვინც დღეს ესწრება ან ვერ ესწრება საღამოს, ფრიად მისასლებელია, - მე ვიცი რას ნიშნავს როცა სხვას ვუხდით ხოლმე მადლობებს აგერ უკვე 17 წელიწადია "მეგას" დაჯილდოების ცერემონიალზე და ახლა სწორედ, რომ ამ ერთი სიტყვის, მაგრამ ყველაფერს რომ იტევს - თქმა მინდა: - მადლობა!


წარმატებული მამაკაცების დაჯილდოება პირველად ტარდება საქართველოში, როგორც ავღნიშნეთ 20 დეკემბერს, ერთ-ერთ სასტუმროში, მანამდე დაანონსებული იყო ღონისძიების არჩევნებამდე ჩატარება, მაგრამ ზედმეტი ხმაურის და ზედმეტი კუდების მობმის ასაცილებლად, საბოლოო ჯამში ორგანიზატორებმა ეს თარიღი შეარჩიეს



imageსოსო კავკავაშვილი: - დღეს ნომინანტების წარდგენა მოვახდინეთ საზოგადოების წინაშე, მადლობელი ვარ თითოული სტუმრის ვინც მობრძანდა და მინდა ვთქვა, რომ "პერსონა" ყოველწლიური ღონისძიება გახდება და ყოველ მომავალ წელს გაიმართება წლის მიწურულს. ვთვლი, რომ ამ ღირსეულ ადამიანებს შორის, ყველა ღირსია ამ სახელის ტარების, აქ არიან თავის საქმის პროფესიონალი ექიმები, მსახიობები, ბიზნესმენები, კომპოზიტორები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები ამიტომ, მე მგონი საინტერესო ღონისძიება გველის 20 დეკემბერს.


პროექტის ერთ-ერთმა ორგანიზატორი თეონა ლალიევი: - მადლობა მინდა გადავუხადო ყველას ვინც გვერდით დაგვიდგა ამ საღამოს ორგანიზებაში და ვეცდებით, რომ დაჯილდოების საღამო დეკემბრის ბოლოს ლამაზი, საინტერესო და ღირსეული გამოვიდეს.
შეგახსენებთ, რომ ნომინანთა სიაში არიან საქართველოს ამჟამინდელი და წინა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და მიშა სააკაშვილი, მომღერალი თემურ წიკლაური, მუსიკოსი ჯემალ ბაღაშვილი, კომპოზიტორი ოთარ ტატიშვილი და სხვანი და სხვანი.


ონლაინ-ტელეკომპანია "ვარსკვლავები" მადლობას უხდის საორგანიზაციო კომიტეტს და ემზადება საინტერესო ღონისძიებისთვის, სადაც ყველა ნომინანტი ოფიციალურად იქნება მოწვეული.


0
77
2-ს მოსწონს
ავტორი:beko777
beko777
Mediator image
77
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0