რელიგია უცნაური იაპონური ტაძარი, რომელშიც ქალის მკერდს ეთაყვანებიან 2016, 23 ოქტომბერი, 9:28 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება იაპონურ ტაძარში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ქალის მკერდს ეძღვნება. კოია-სანის მთის ძირას მდებარე პატარა სოფელში არის ტაძარი, რომელიც ყველაზე უნიკალურია იაპონურ ბუდისტურ სამლოცველოებს შორის.
გარედან ტაძარი სხვა ამდაგვარი შენობებისაგან სრულიად არაფრით არ გამოირჩევა, მაგრამ როგორც კი მის კარიბჭეს გადააბიჯებთ, მიხვდებით, რომ გასაოცარ ადგილას მოხვდით. ტაძრის კედლებზე დაინახავთ ათასობით ხის პატარა დაფას, რომლებზეც პლასტმასის, ხის, ქაღალდის, ქსოვილის, საღებავის და კიდევ სხვა მრავალგვარი მასალისაგან გაკეთებული ქალის მკერდია. თავდაპირველად ძისონი-ინის ტაძარი აშენებული იქნა, როგორც შესასვლელი კოა-სანის წმინდა მთისკენ მიმავალ გზაზე. ერთხელ აქ მოვიდა ექიმი, რათა ელოცა თავისი პაციენტისათვის. ქალი მკერდის კიბოთი იყო ავად. ლოცვის შემდეგ ქალი გამოჯანმრთელდა. ექიმი ისევ დაბრუნდა ტაძარში და ბერებს თხოვა ნებართვა მოეტანა შესაწირავი ქალის მკერდის სახით. ღვთისმსახურები დათანხმდნენ და სწორედ ამ შემთხვევამ დაუდო საფუძველი ახალ ტრადიციას. მას შემდეგ, რაც ტაძარში ქალის მკერდის პირველი მულაჟი გამოჩნდა, იაპონიის ყოველი კუთხიდან იწყეს აქ მოსვლა მომლოცველებმა, რათა თავისი მინი-მკერდი შეემატებინათ შემოწირულობის სახით. ტაძრის მომლოცველთა უმეტესობა, რაღა თქმა უნდა, ქალია. ზოგი მათგანი ღმერთს შესთხოვს ჯანსაღ ორსულობას, ზოგიც კიბოს ან მკერდის სხვა დაავადებისაგან განკურნებას. დამეთანხმებით, რომ ტრადიცია მეტად უცნაურია, თუმცა ალბათ არის მასში რაღაც იდუმალი და საინტერესო. უბრალოდ ალბათ თქვენც ჩემსავით დაგებადათ ერთი კითხვა: ნეტავ ამ დაფების პატრონების რამდენი პროცენტი მოვიდა ტაძარში მკერდის გადიდების ან დაპატარავების ოცნების ახდენისათვის წარმოთქმული ლოცვით? - ვვარაუდობ, რომ საკმაოდ ბევრი. 59 19-ს მოსწონს
|