რელიგია სტუმრად საიდუმლო სექტასთან (რუსი მოგზაურის ნაამბობი) 2014, 23 თებერვალი, 18:21 გთავაზობთ რუსი მოგზაურის მონათხრობს, თუ რა იხილა მან ტაილანდში მოგზაურობის დროს. მასალას თან ახლავს საინტერესო ფოტოები.
"როცა ბანგკოკს გადავუფრინეთ თავზე, მე შევამჩნიე გიგანტური კომპლექსი უცნაური ნაგებობებით. ძალიან დამაინტერესა გაუგებარი დანიშნულების და ციკლოპის ზომის ამ ოქროსფერმა შენობებმა. კომპლექსი ზემოდან დანახული ხედით დაახლოებით 3 კილომეტრის სიგანეზე იყო გაშლილი და ძალიან ჰგავდა ფილმებში ნანახ უცხოპლანეტელების ბაზას. რათქმაუნდა, მე ეს წერტილი მაშინვე მოვნიშნე GPS ნავიგატორზე და გადავწყვიტე პირველი შესაძლებლობისთანავე მომენახულებინა ის. მაშ ასე, ერთი კვირის შემდეგ მე აქ ჩამოვედი ბანგკოკიდან რეისის ავტობუსით, შემდეგ ავტოსტოპით სატვირთოს საბარგულზე და ბოლოს პიკაპით როგორც იქნა, მივაღწიე საიდუმლო ადგილს. მე ჩამომსვეს რაღაც უზარმაზარ მშენებარე ტერმინალთან, რომელიც დიდი აეროპორტის ზომას არ ჩამოუვარდებოდა. ამ უზარმაზარ შენობასთან კაციშვილი არ ჭაჭანებდა, ამიტომ მე სულ ახლოს მივედი ოქროსფრად "მბრწყინავ მფრინავ თეფშთან". "მფრინავი თეფშის" კორპუსი მთლიანად იყო დაფარული ასიათასობით ბუდას სკულპტურით. მასალა, რისგანაც ქანდაკებები იყო გამოკვეთილი, ძალიან ჰგავდა ოქროს (დარწმუნებული ვარ, რომ ეს ოქროს ქანდაკებები იყო). თუ გავითვალისწინებთ მშენებარე ტერმინალების ზომებს, აქ მილიონობით ადამიანის შეკრებას აპირებენ. თუ რისთვის, მე ეს ვერ გავიგე და გამოცანის ამოსახსნელად კვლავ გავაგრძელე გზა. გზად სურათი გადავუღე ფრინველების ქანდაკებებს, რომლებიც დედამიწის გადარჩენას ცდლობდნენ და რაღაც მცენარის თესლს თუ კვერცხს, რომელიც ძალიან სქელი მინის საფარველის შიგნით ინახებოდა. მივაღწიე რა ამ უზარმაზარ ფოტოს, როგორც იქნა, დავინახე ხალხი. ესენი ძირითადად ბერები იყვნენ. ამათგან ზოგი იატაკზე იჯდა, ზოგი კი სკამებზე. ამ კომპლექსში დაახლოებით 2 ათასამდე ბერი იქნებოდა თავმოყრილი. ისმოდა რაღაც მაგიპნოზირებელი მუსიკა, ვიღაც უცნაური ხმით საუბრობდა ტაილანდურ ენაზე და ასობით ტელეეკრანზე მოჩანდა, თუ ჩვეულებრივი რიგითი ტაილანდელი ადამიანები როგორ სწირავდნენ შესაწირს ბერებს. მუხედავად იმისა, რომ მე შორტებში ვიყავი ჩაცმული და თან უზარმაზარი ფოტოაპარატით "შეიარაღებული", ჩემს მიმართ ინტერესი არავის გამოუჩენია. ჩუმად გადავიღე რამოდენიმე ფოტო და უკან გამოვბრუნდი. იქაურობა სავსე იყო ამ მფრინავი თეფშისმაგვარი ნაგებობებით, რომლებიც ბუდას ოქროს ქანდაკებებით იყო დაფარული. ბოლოსდაბოლოს, მე ვიპოვე გამოსასვლელი და მოვხვდი ჩვეულებრივი ადამიანების გარემოცვაში. ასეთ გაურკვევლობაში მყოფმა დავტოვე ეს იდუმალი ადგილი და გადავწყვიტე, მეორედ უფრო მომზადებული დავბრუნებულიყავი აქ, თან მაშინ, როცა მშენებლობა ბოლომდე იქნებოდა დასრულებული. P.S. როგორც ინტერნეტიდან შევიტყვე, ამ ადგილის სახელია Wat Dhammakaya. აღმოჩნდა, რომ ყველაფერ ამას ხელმღძვანელობს ძალიან ძლიერი ბუდისტური ორგანიზაცია Maha Puja. ცერემონიებზე დაახლოებით მილიონამდე ადამიანი იკრიბება და ყველა ისინი მედიტირებენ ერთიან რიტმში. ეს ძალიან შთამბეჭდავი სანახაობაა. დღესაც არ ვიცი, შეიძლება იქ ფოტოგრაფირება და თავისუფალი გადაადგილება თუ არა; თუ მე გამიმართლა და მშვიდობიანად დავაღწიე თავი იქაურობას." 214 15-ს მოსწონს
|