x
image
მანჩო 777
"სატანის ბიბლია"-ლეგენდა და რეალობა
ეგრეთწოდებული "სატანის ბიბლია" შეიქმნა მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნეების მიჯნაზე. 624 გვერდისაგან შემდგარი ხელნაწერი 75 კილოგრამს იწონის, მისი ხის გარეკანის ზომებია: 92 სანტიმეტრი სიგრძე და 50 სანტიმეტრი სიგანე. მანუსკრიპტის დამზადებაზე დაიხარჯა 160 ვირის ტყავი. წიგნის დაწერას მიაწერენ ერთ ბერს, რომელსაც ამ საქმეში, ლეგენდის თანახმად, თითქოს სატანა დაეხმარა.

image


ლეგენდა ასე ჟღერს: ერთმა ბერმა, რათა თავისი ცოდვები გამოესყიდა, აღთქმა მისცა, რომ ერთ ღამეში დაწერდა ბიბლიას. როცა ბერი მიხვდა, რომ ეს შეუძლებელი იყო, მან დახმარება სატანას სთხოვა.

image


როგორც თქმულება გვიამბობს, სანაცვლოდ ეშმაკმა ბერს სული მოსთხოვა და უბრძანა მისი სურათი დაეხატა ბიბლიის ერთ-ერთ გვერდზე. თუ რა დაემართა სულწაწყმედილ ბერს, ამაზე ლეგენდა სდუმს, თუმცა ისედაც ნათელია, რომ შეთანხმება ბნელეთის მოციქულთან მას კარგს არაფერს მოუტანდა.

image

ამ წიგნის აღიარებულ ექსპერტად ითვლება შუასაუკუნეების მანუსკრიპტების სპეციალისტი ზდენეკ ულრიხი. ის მუშაობს ჩეხეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ულრიხის თქმით, სპეციალურმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ეს წიგნი ერთ ღამეში სულაც არ დაწერილა. ჩატარებულმა ანალიზებმა დაამტკიცა, რომ წიგნი 10-12 წლის განმავლობაში იწერებოდა.

თავდაპირველად წიგნი 640 გვერდისაგან შედგებოდა, მაგრამ ჩვენ დრომდე მხოლოდ 624-მა გვერდმა მოაღწია. წიგნის 290-ე გვერდზე მართლაც არის ეშმაკის გამოსახულება-ეს ნახატი წარმოადგენს 1, 5 მეტრი სიმაღლის გრაფიტს. მაგრამ იმის ახნა, თუ რა გამოსახულებაა ეს, ან რა აზრია ამ ნახატში ჩადებული, შეუძლებელია, რადგან პორტრეტამდე და მის შემდეგ წიგნის რამოდენიმე ფურცელი ამოხეული და დაკარგულია.

image

საინტერესოა, რომ XIII საუკუნის დასაწყისში ევროპაში უკვე გამეფებული იყო კათოლიკური ინკვიზიცია. მისი წარმომადგენლები ულმობლად ანადგურებდნენ ბიბლიებს, რომლებიც ნათარგმნი იყო იმ დროის ხალხისათვის გასაგებ ენებზე, ხოლო ათასობით ადამიანს, ვინც დაკავებული იყო ბიბლიის თარგმნით ან კითხულობდა წმინდა წერილს, დაუნდობლად წვავდნენ კოცონზე, როგორც ერეტიკოსებს.

მაგრამ გასაოცარია, რომ არავითარი რადიკალური ზომები "სატანის ბიბლიის" წინააღმდეგ ინკვიზიციას არ მიუღია. იმ დროს, როცა ათასობით უწყინარი მანუსკრიპტი განადგურდა, ეს ბიბლია სათუთად ინახებოდა მონასტრის საცავებში და რელიქვიად ითვლებოდა ასწლეულების განმავლობაში. მხოლოდ 1594 წელს გახდა ის უნგრეთის მეფის რუდოლფ II-ის კოლექციის ნაწილი.

მიუხედავად იმისა, რომ დაფარული არასოდეს ყოფილა ამ ბიბლიის დაწერის შესახებ გავრცელებული ლეგენდა, ის არასოდეს აუკრძალავს ეკლესიას. უფრო მეტიც, საეკლესიო პირების რამოდენიმე თაობა სწორედ ამ წიგნით სწავლობდა წმინდა წერილს.ადვილი წარმოსადგენია, რას ასწავლიდნენ ასეთი მღვდლები ხალხს და როგორ ცხოვრებას ეწეოდნენ ისინი მონასტერში.

image

შუა საუკუნებში მონასტრები განათლების მიღების ერთადერთ წყაროს წარმოდგენდა. იქ მიმდინარეობდა ძველი წიგნების შესწავლა, ახლების დაწერა და გადაწერა-გამრავლება, რომ მომავალ თაობებს გადასცემოდა ცოდნა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში იმისათვის, რომ ადამიანებისათვის შიში გაეფანტათ, ამ ბიბლიას Codex Gigas დაარქვეს, რაც ლათინურიდან ითარგმნება, როგორც "გიგანტური წიგნი".

დღეისათვის "სატანის ბიბლია" გამოფენილია პრაღის გალერეაში ტყვიაგაუმტარი შუშის ქვეშ. ეროვნული კულტურის საგანძური მხოლოდ მცირე ხნით სტუმრობს თავის ისტორიულ სამშობლოს. ოცდაათწლიანი ომის დროს, 1649 წელს ის შვედებმა ნადავლის სახით წაიღეს სტოკჰოლმში. სწორედ აქ დაბრუნდება წიგნი ჩეხეთში ხანმოკლე მოგზაურობის შემდეგ.

მხოლოდ შვედეთის სამეფო ბიბლიოთეკის თანამშრომლებს აქვთ უფლება გადაფურცლონ ამ გახმაურებული, იდუმალებით მოცული წიგნის ფურცლები, თუმცა ამისათვის მათ წინასწარ უნდა ჩაიცვან სპეციალური ხელთათმანები.

image

12
1727
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1727
  
2017, 4 სექტემბერი, 16:20
ეს მართლა კულტურული მემკვიდრეობაა და საინტერესოა როგორც ხელოვნების ნიმუში
ასეთი სიძველე არ უნდა გაანადგურონ
რის ღმერთი და რაის სატანა
არაფერი ზბუნებრივი ზოგადად არ არსებობს
საინტერესო ლეგენდაა და თვითონ წიგნიც საინტერესოა
P.S მე თვითონ დიდი სიამოვნებით დავათვალიერებდი
2014, 3 აპრილი, 23:52
არ უნდა ინახებოდეს არსად ესეთი სატანისტური რაღაცეები და კულტურულ მემკვიდრეობად არ უნდა მიიჩნევდნენ.
უბრალოდ ჩუმად დაწერდნენ და გადამალეს ძალიან კარგად რომ ვერ გაენდგურებინათ. ამ წიგნს გადამალვას ბევრი კათოლიციზმის მიმდევარი შეუწყობდა ხელს.
2014, 3 აპრილი, 23:29
ახლა ეს უკვე კულტურული მემკვიდრეობაა და არა საეკლესიო სახელმძღვანელო..უბრალოდ ჩემამდე არ დადის, თავიდამვე როგორ მისცეს მისი დაწერის უფლება და რატომ არ განადგურდა მალევე.
2014, 3 აპრილი, 23:27
სატანა ყოველთვის ცდილობს გაუტოლდეს უფალს და ამისთვის ყველაფერს აკეთებს, ეს ბიბლიაც სწორედ სატანის მოციქულების დაწერილი იქნება იმ მიზნით რომ ხალხი ეცდუნებინა და ჭეშმარიტი ბიბლიისადმი გული აეცრუებინად.
ეხლა კიდე ხალხი მიდის და სიამოვნებით ათვალიერებენ, ისევე როგოც ჯოჯოხეთის კარიბჭეს-ტურისტები მიდიან,სურათებს იღებენ და უხარიათ!!
2014, 3 აპრილი, 23:06
ასე გამოდის..თუმცა ბოლომდე ვერ ხსნიან, რა მიზნით დაიწერა ეს წიგნი ან როგორ მოაღწია ჩვენამდე ასე დაუზიანებლად.
2014, 3 აპრილი, 23:04
ჩემი აზრით არ მოახერხეს და დღესდღეობითაც არ ახერხებენ-
ეს იმას ნიშნავს,რომ დიდ ზეგავლენას ახდენს ეს ბიბლია ხალხზე,ანუ თავის საქმეს აკეთებს სატანა...
2014, 3 აპრილი, 22:57
ეგ ინკვიზიციამ ვერ მოახერხა და თქვენ გაგიჭირდებათ მაგის გაკეთება:)
2014, 3 აპრილი, 22:54
როგორი გაბადრული და კმაყოფილი სახეებით შესცქერიან სატანის ბიბლიას,პირდაპირ ეშმაკს უყურებენ პირისპირ და ამით კმაყოფილებას განიცდიან.სიამოვნებით მივასხავდი ბენზინს და მივაგდებდი ასანთს,რომ რაც შეიძლება მალე დაიწვას.
2014, 28 მარტი, 20:40
მე არ მქონდა გაგონილი ამ ბიბლიის შესახებ და ძალიან დამაინტერესა. მინდა კიდევ მოვიძიო ცნობები, როემ უფრო მეტი რამ გავიგო ამ წიგნზე:)
2014, 28 მარტი, 20:39
რას ამბობ მანჩო, ეგ არც იფიქრო ;)
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10