სხვა ადამიანის სისასტიკის ამსახველი 12 ფოტო, რომლის ნახვის შემდეგ, ცხოველებს უფრო დააფასებთ 2016, 20 ოქტომბერი, 22:14 ცირკში ცხოველების მოთვინიერება და საცირკო ნომრებში მათი გამოყვანა არავისთვისაა გასაკვრი, თუმცა რის ხარჯზე მიიღწევა ცხოველების მოთვინიერება და მორჯულება ეს სხვა საკითხია.
მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში კანონმდებლობით ისჯება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა. მაგრამ ბევრგან ჯერ კიდევ არსებობს ზოოპარკებსა და ცირკებში ცხოველების მიმართ არასათანადო მოპყრობა. პორტლმა The Richest გააკეთა ფოტო-კოლაჟი ცხოველების წამების შემზარავი კადრებისა. დათვს ასწავლიან სიარულს უკანა ფეხებით ![]() მაიმუნს მომთვინიერებლის ეშინია ![]() გალიაში გამომწყვდეული ძაღლი ნაღვლიანი თვალებით ელის თავისუფლებას ![]() დიდ კატებს აიძულებენ შეასრულონ რთული ტრიუკები ![]() ჯაჭვებით დაბმული სპილო, როგორც ჩანს თავის ბედს შეგუებულია ![]() სიტყვები ზედმეტია ![]() ![]() წარმოიდგინეთ, რომ ეს ცხოველი დათვია? მას ცირკში არასათანადო მოპყრობის გამო ბეწვი გასცვივდა ![]() დათვი სახელად ჩოლიტა ცხოველთა უფლებების დამცველებმა პერუში ერთ-ერთ ცირკში იპოვეს, სად საშინელ პირობებში იმყოფებოდა. იგი 20 წლის მანძილზე პატარა გალიაში ჰყავდათ გამოკეტილი, სადაც ნორმალურად არც სინათლე შედიოდა და არც ჰაერი. დათვს საშინელი ფსიქიკური მდგომარეობა ჰქონდა, იმდენად შერყეული ჰქონდა ჯანმრთელობა, რომ ძილის წინ ჟანგბადის მიწოდება ხელოვნურად სჭირდებოდა. საბედნიეროდ ახლა მისთვის უკვე ააშენეს დიდი ვოლიერი, სადაც ნორმალურად ცხოვრობს. ![]() ![]() ![]() ![]() ცხოველები ცხოვრობენ პატიმრებივით, მათ ხანგრძლივათ უწევთ გალიებში ყოფნა, არ მიეწოდებათ საკმარისი რაოდენობის საკვები და წყალი, არ არიან მათთვის შესაფერის პირობებში. ჩვენ წარმოდგენაც არა გვაქვს, როგორი ტანჯვის ფასად უჯდებათ ცირკის ცხოველებს ჩვენთვის სანახაობრივი წარმოდგენების მოწყობა, ჩვენ კი ტაშს ვუკრავთ და ვიცინით! 768 4-ს მოსწონს
|