x
image
ციცი
Mediator image
"დაბადების მოწმობაში სულგუნა ალასანიას ჩაწერა გადავწყვიტე...."-როგორ შეურჩიეს სახელი ირაკლი ალასანიას შვილიშვილს.
image
ქართველი პოლიტიკოსი, დიპლომატი და საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია ბაბუა გახდა. ირაკლი ალასანიას და ნათია ფანჯიკიძის ვაჟი, ნიკუშა ალასანია მარტის თვეში დაქორწინდა ნუცა ადამიაზე. წყვილს 14 ოქტომბერს გოგონა შეეძინათ. ამ სასიხარულო ამბის შესახებ გახარებული ბებია სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" წერდა:

"სუქანი გოგოს ბებია გავხდი!!! უბებიესი!!!! ბებიათა შორის ყველაზე ბებია!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!"image"ბებოს სულგუნა ბავშვს თავისმა დედამიწელმა დაცვის უფროსებმა მიაკითხეს და წამოაცუნცულეს სახლში! გოგო დენდელოზი კმაყოფილი ჩანს დამხვდურებით."

image

"დავიბადე!!! ორმოცდამეხუთეჯერ და ჩვეული ენთუზიაზმით!!!
მალადეც შენ, ასე რომ გიხარიაო, ღმერთმა და შვილიშვილი მაჩუქა!!! არჩევნებში გავიმარჯვე, - ირაკლი მოვიგე!!! ჩემი ბაღი ყვავის და ჩემი მეგობრები ჩემთან არიან.
მეტი რა ვქნა ერთ შემოდგომაზე, ერთმა ჩიტოსანმა ქალმა?"



imageსახელის შერჩევასთან დაკავსირებით ნათია ფანჯიკიძე მორიგ პოსტს აქვეყნებს:


"რომ დაიბადა, თინათინიაო, - ყლუპ! ვადღეგრძელეთ თინათინი. მეორე დღეს, ნატალიას უფრო გავსო, - აბა დავლიეთ, დავლიეთ! დავლოცეთ ნატალია! მესამე დღეს, ნიჩურტები გვაქვს, ისევ თინათინიაო, არ დაგვზარებია, - ყლუპ-ყლუპ! თინათინი დავლოცეთ. მეოთხე დღეს სახლში ნატალია წამოვაცუნცულეთ, მთელი გზა ნატალია ერქვა. მოვედით და აუჰ! ეს რა დაგვემართა, თინათინი უნდა ჩაგვეწერაო!
ის ის იყო, ინიციატივის ჩემს თავზე აღება და დაბადების მოწმობაში სულგუნა ალასანიას ჩაწერა გადავწყვიტე, გამოცოცხლდნენ და თინათინი დაარქვეს. ახლადმოვლენილი დენდელოზის ჩამბარებელი პირები, მაშასადამე მშობლები ირწმუნებიან, რომ ეს დასკვნითი და ურყევი გადაწყვეტილებაა.
თი-ნათ-ინი, - სახელი ლამაზია, ათინათებით სავსე, მზის ციმციმა სხივების და სითბოს ენერგიით."imageimage

0
500
4-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
500
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0