x
image
-გიჟი
თვითჰიპნოზი (ნაწილი II)
image

როგორც შეგპირდით, ვისაუბრებთ სუნთქვის ვარჯიშებსა და მომჭერებზე.

image

ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რომ სუნთქვითი ვარჯიშები გამოიყენება იოგაში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაფერი გსმენიათ მომჭერებზე.


როცა უარყოფით ემოციათა სიჭარბეს განვიცდით, რომელიმე ნაწილი გვეძაბება. მაგალითად, როცა ვბრაზდებით წარბებს ვჭმუხნით (ზოგი ცალ წარბს სწევს მაღლა, მე მაგალითად კრიჭას და ტუჩებს "ვკრავ", ). სასურველია იცოდეთ, თუ როგორ გამოხატავთ ამ ყველაფერს მიმიკის საშუალებით. ასე ჩვენ "მოვთოკავთ" თავს და გავაკონტროლებთ ემოციებს.

როცა სხეულს სრულიად მოვადუნებთ (იხ. ნაწილი I), თავდაპირველად ვარჯიშს ვიწყებთ მომჭერებზე. როგორც უკვე გითხარით, ისინი ინდივიდუალურია (შესაძლოა სულაც ყბა ან ფეხი გიკანკალებდეთ ან მუშტს კრავდეთ). მიწყებთ მომჭერების "მოჭერა-მოშვებით". მაგ: წარბების შეკვრა-გაშლა, გაღიმება და ტუჩების "მოკუმშვა, მუშტის შეკვრა-გაშლა და ა.შ.

ეს ყველაფერი დაგეხმარებათ იმაში, რომ გაიგოთ რომელი უარყოფითი ემოცია გაწუხებთ და შესაბამისად "შეამზადოთ" თავი მასთან ბრძოლისთვის.

image

სუნთქვითი ვარჯიშები

სუნთქვითი ვარჯიშები აქტიურად გამოიყენება მედიტაციაში. სწორად სუნთვისთვის საჭიროა ჩავისუნთქოთ ღრმას მცირე დროის განმავლობაში და ამოვისუნთქოთ სწრაფად, ესე იგი სწორედ ისე, როგორც "დამცხიკების" დროს აკეთებთ ამას. სასურველია გაგრძელდეს მინიმუმ 5წთ. თანდათან გულისცემა გათანაბრდება და საოცარ სიმშვიდეს იგრძნობთ.

image

კუნთების მოდუნება, მომჭერებზე და სუნთქვაზე ვარჯიში აუტოტრენინგის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ არაფრით არ შეიძლება არც მათი გამოტოვება და არც ერთმანეთში არევა. თუ დაძინებას არ აპირებთ, მოდუნებების დროს ფრაზები:"ვმშვიდდები, ვგრძნობ სასიამოვნო სიმძიმეს და სხეული თანდათან მითბება", -ჩაანაცვლეთ შემდეგით:"ვმშვიდდები, ვგრძნობ საოცარ სიმსუბუქესა და სიგრილეს".

სამივე საფეხურის სრულყოფილად შესრულების შემდეგ შეგიძლიათ იფიქროთ მომავლის გეგმებზე ან "მოუძახოთ" თავს, რადგან ამ დროს ქვეცნობიერი მაქსიმალურად პლასტიური ხდება და ყველაფერს მალევე ითვისებს.

P.S. წარმატებებს გისურვებთ.


მესამე ნაწილში ვისაუბრებთ დაავადებული ორგანოების თვითჰიპნოზით მკურნალობაზე.

0
234
10-ს მოსწონს
ავტორი:-გიჟი
-გიჟი
234
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0