x
image
-გიჟი
მთვრალი მამა და მოხერხებული შვილი–იხალისეთ
image

იმერეთში ძველად ჰქონდათ მოწნული დიდი "ყუთები(ვით)", რომელიც თითქმის კიდობანს ჰგავდა და შიგ სხვადასხვა ნივთებს ინახავდნენ.

ერთ კაცს ძალზე უყვარდა სმა. შვილი გაწამებული ჰყავდა. ერთხელაც მამა სახლში დაბრუნდა (როგორც ყოველთვის ნასვამი იყო). ტახტზე მიწვა და დაეძინა. ხვრინავს ბოლო ხმაზე... "–შენ თუ ჭკუა არ გასწავლო..., –ფიქრობს შვილი.

ადგა და იმ "კიდობანში" ჩასვა. დააჯდა ზემოდან და ელოდება როდის გაიღვიძებს. და მართლაც, გაახილა კაცმა თვალები. სიბნელეა, ვერაფერს ხედავს. მიხვდა რომ სადღაც ზის. მთელი ძალით ურტყამს მუშტებს.


–ჰეი! სად ვარ?

–კუბოში!

–და შენ რომელი ხარ?

–მე ძველი მკვდარი ვარ!

–მართლა? ძველი მკვდარი თუ ხარ, ნაცნობები გეყოლება, მიდი, ერთი ლიტრა გააჩალიჩე რა სადმე...


8
496
10-ს მოსწონს
ავტორი:-გიჟი
-გიჟი
496
  
2017, 11 იანვარი, 11:25
გახალისებ ჩემი გიჟობებით :DDD
2017, 10 იანვარი, 14:54
მე კი არა, ეს შენ მახალისებ და ინტერნეტსა და ინტერმედიაში ძრომიალის სურვილს მინარჩუნებ
2017, 9 იანვარი, 22:25
:DDDD ერთხელაც გამგუდავ სიცილით და მერე მოისვენებDDD გუგლში ავკრიფე "old funny man" და ამომიგდო
2017, 9 იანვარი, 21:34
სურათი საიდან გამოჩხრიკე)))))))))))
2017, 9 იანვარი, 17:59
საქართველოში ბევრი გვყავს ასეთი "ანტიკვარები"))))
2017, 9 იანვარი, 14:17
მივხვდი ნამდვილი ამბავი რომ იყო :)))
2017, 9 იანვარი, 14:08
შვილმა იფიქრა "გავასწორებო" მაგრამ შეცდა)))) თან ეს მოგონილი არ არის, ნამდვილი ამბავია :DD
2017, 9 იანვარი, 13:45
:)))) ზუსტია ნათქვამი "კუზიანს სამარეც ვერ ასწორებსო" :))))
0 1 8