სხვა შეცვალე შენი ცხოვრება (+როგორ ვაქციოთ ოცნება რეალობად!) 2016, 1 ოქტომბერი, 13:05 ![]() ![]() პირველი კვირა: ჩაუღრმავდი შენს თავს, შეიყვარე ის! *დილით ადგომა ბევრისთვის ნამდვილი საშინელებაა (ჩემთვისაც). "მეძინება", "წელი მწყდება"... ნაცნობი ფრაზებია, არა? დააყენე მაღვიძარა 6სთ-ზე, მაგრამ გახსოვდეს, არასოდეს დაიდო ტელეფონი თავთით. ჯერ ერთი, ჯანმრთელობას ვნებს, მერეც მეორე, უბრალოდ მისცემ <<snooze>> ღილაკს და გააგრძელებ ძილს (საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი!). დადე მაღვიძარა რაც შეიძლება მოშორებით, რომ ადგომა მოგიწიოს. ვიცი, გაღიზიანებს მისი ხმა, ამიტომ შენი საყვარელი მუსიკა დააყენე და დღე ენერგიულად დაიწყე. თუ ადრე ადგები, ყოველთვის დაგრჩება დრო საკუთარი თავისთვის. *წინა დღით გაამზადე ტანსაცმელი, ჩამოწერე სია, თუ რა უნდა გააკეთო მომდევნო დღეს. არასოდეს დაჯდე კომპიუტერთან ღამით, არც ტელეფონში ჩარგო თავი, ტელევიზორსაც მოერიდე. ისინი ტვინს "ატყობინებენ", რომ გაღვიძების დროა, წიგნი კი პირიქით მოქმედებს. ამოტომ კომპიუტერთან დაჯდომა დილისთვის გადადე (ამისათვის საჭიროა შეასრულო პირველი პუნქტი). იკითხე წიგნი მანამ სანამ ძილი არ მოგერევა. თუ რაღაცაზე ფიქრობ და ვერ ისვენებ, აიღე ბლოკნოტი და ჩაიწერე ისინი (ნუ აჩვენებ სხვას!). გარწმუნებ, ისეთი შეგრძნება გექნება, თითქოს დაიცალე. *ახლა ყველაზე მთავარი, მიიღე თავი ისეთი, როგორიც ხარ. გახსოვდეს, ორიგინალს მეტი ფასი აქვს, ვიდრე ყალბ ასლს. გააკეთე ის რაც მოგინდება და მოუსმინე სხვასაც, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მიიღე. აწარმოე დღიური, მაგრამ არა ისე, როგორც ჩვეულებრივ აკეთებენ ამას. გააკეთე ჩანაწერები როგორც ღამით, ისე დილით. ჩაიწერე შენი აზრები. ეს დაგეხმარება უკეთ გაიცნო საკუთარი თავი. ![]() ![]() მესამე კვირა:ოცნებები, გეგმები, მიზნები *ჩამოწერე რის გაკეთებას აპირებ ამ 5 წლის შემდეგ. რა უნდა გააკეთო თითოეულ წელში, რომ ის რეალობად აქციო. შემდეგ რა უნდა გააკეთო თორმეტ თვეში, რომ ეს მიზნები აასრულო. ამის შემდეგ დაგეგმე კვირა, რომელიც მათ მიღწევაში დაგეხმარებათ და ბოლოს შეადგინეთ დღის განრიგი. რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კვირის სია შემცირდეს. არასოდეს აურიოთ მათი თანამიმდევრობა, რადგან თუ უკუღმა დაიწყებ, მაშინ მათ ვერ აასრულებ, დამიჯერე. *იკითხე სამოტივაციო წიგნები, ფრაზები. უსმინე შესაბამის მუსიკას. არ მისცე საკუთარ თავს უფლება, რომ დარჩეს ცუ ხასიათზე. გაიცინე და მთელი სამყარო გაიცინებს შენთან ერთად. იტირე და მოგიწევს მარტო ტირილი. წაიქეცი შვიდჯერ? ადექი რვაჯერ! ყველას შეუძლია გადაახტეს ხეს მაშინ, როცა ის წაქცეულია. *ხშირად ისახავ მიზნებს, მაგრამ ვერ აღწევ მათ. რატომ? მე ვიცი. იმიტომ, რომ ცვლი ოცნებებს და არა მათთან მისასვლელ გზებს. ყველაფერი მოსინჯე. რომელიღაც აუცილებლად გაამართლებს. ![]() P.S. თანმიმდევრობით მიჰყევი ამ ინსტრუქციებს. ერთი თვე ძალიან დიდ დროდ ნუ მოგეჩვენება, რადგან შენს მთელ ცხოვრებას ცვლი. ...ყველას ბედნიერებას და ოცნებების ასრულებას გისურვებთ. ![]() 282 11-ს მოსწონს
|