x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
დასავლეთ საქართველოს სოფლის მეურნეობას და საცხოვრებელ სახლებს "შეუტია" ხოჭომ ("კუსებრმა ფაროსანამ")

imageimage დასავლეთ საქართველოს წელს "შემოუტია" მავნებელმა ხოჭომ რომელიც ცნობილია "კუსებრი ფაროსანას" სახელით და ახასიათებს უსიამოვნო სუნის გამოყოფა.
ხოჭოს სუნს ადამიანი როგორმე გაუძლებდა, რომ არა ამ ხოჭოს უაღრესად მავნებლური მოქმედება და თვისებები.
ხოჭო მასიურად ანადგურებს ხეხილს, როგორც ნაყოფს ასევე ახალ ნაზარდს, განსაკუთრებით წელს თხილის მოსავლის უდიდესი ნაწილი პრაქტიკულად გაანადგურა.
გამოყოფს სპეციფიური (მყრალი) სუნის მქონე სითხეს, ეს სითხე რკინის სულფიტია და "კუსებრი ფაროსანა" მას იყენებს საკვების მყარი ფორმების თხევადად გადასაქცევად. მაგალითად ჯერ კიდევ უმწიფარ ვაშლს ან მსხალს ჩაარჭობს დინგს და შეჰყავს ის სითხე. მერე კი უკან ისრუტავს გათხიერებულ მასას. "ნაკბენი" კი რჩება ხილზე, ასევე თხილიც მისი სამიზნეა. ადრეულ ეტაპზე, როცა ნაჭუჭი ჯერ კიდევ რბილია, თავისი "ინექციის" წყალობით განწირულს ტოვებს ლპობისთვის.
საკუთარი თხილის პლანტაციებიდან მოწეული რამდენიმე ტონა თხილის მაგალითზე შემიძლიათ გითხრათ, რომ თხილის უდიდესი ნაწილი შესანახად უვარგისია, ხოჭოს მიერ ნაყოფში შეყვანილი "ინექციის" წყალობით თხილი ჯერ გარედან შავდება მერე კი უკვე შიგნიდან იწყებს ლპობას.
ხოჭომ განსაკუთრებით დააზიანა, პრაქტიკულად გაანადგურა თხილის ერთერთი ყველაზე მოსავლიანი ჯიშის (თითა) ნაყოფი, რომელიც კულინარიაში გამოიყენება ძირითადად ან ჩურჩხელების გასაკეთებლად.
წელს თხილის ამ ჯიშის პლანტაციიდან 1 კილო თხილიც კი არ მოგვიწევია, ისე გაანადგურა ხოჭომ.
თხილის, ვაშლის და მსხლის პარალელურად, პირადად ჩემს ეზოში ხოჭომ ასევე გაანადგურა და ადამიანისათვის საკვებად უვარგისი გახადა ხურმა და უნაბიც კი.
ხოჭოს ეს სახეობა 1990 წელს გამოჩნდა ამერიკის შეერთებულ შტატებში, იმ დღიდან მოყოლებული ამ ხოჭომ სოფლის მეურნეობისათვის საშიშ მავნებლებში მალევე დაიმკვიდრა "საპრიზო" ადგილი, სადღეისოდ ამ ხოჭომ უკვე "აითვისა" აშშ–ს 39 შტატი.
ჟურნალ " National Geographic"–ის მონაცემებით2012 წლიდან 2013 წლამდე 9 თვის განმავლობაში 60%–ით მოიმატა ხოჭოს გავრცელების არეალმა.
ყველაზე ცუდი ისაა, რომ შემოდგომის დადგომისთანავე ეს ხოჭოები არსად არ მიდიან დასაბუდებლად, ისინი თავს იყრიან საცხოვრებელ სახლებში რაც საკმაოდ არაკომფორტულ მდგომარეობაში აყენებს ადამიანებს.
განსაკუთრებით ცუდი ისაა, რომ სადღეისოდ არაა შექმნილი ეფექტური საშუალება რომელიც "კუსებრი ფაროსანას" წინააღმდეგ შეიძლებოდა გამოგვეყენებინა.
გარდა ამისა ამ ხოჭოს ბუნებაში არა ჰყავს მტერი, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი პოპულაცია გეომეტრიული პროგრესიით მატულობს, სადღეისოდ ჟურნალ "National Geographic"–ის მონაცემებით მკვლევარები მუშაობენ და ცდილობენ მიიღონ რაიმე სახის საშუალება, რომელიც ეფექტური იქნება "კუსებრი ფაროსანას" წინააღმდეგ.
imageimage სტატიაში მცირე ნაწილი გამოყენებულია ჟურნალ " National Geographic"–ის მონაცემებზე დაყრდნობით.

2
564
14-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
564
  
2016, 9 ოქტომბერი, 14:31
მე მტვერსასრუტით ვიჭერ და მერე წყალში ან ცეცხლში ვყრი.
გაგვინადგურა წელს ხეხილი.
2016, 9 ოქტომბერი, 14:08
მეც არ გმიკვირდა...არა მარტო დასავლეთში..წლებია ეგ ჭია არ მინახია ან ძალიან იშვიათად..რამდენჯერაც აივნისკარს ვაღებ ეგრე ეგ შემოფრინდება ხოლმე მერამდენე მოვკალი უკვე
0 1 2