საზოგადოება გიორგი გაბუნია: სამწუხაროდ, შემთხვევითობაა ის, რომ გივი თარგამაძე ცოცხალია 2016, 5 ოქტომბერი, 16:34 "სამწუხაროდ, შემთხვევითობაა ის, რომ გივი თარგამაძე ცოცხალია. ის შეიძლება უფრო მძიმედ დაშავებულიყო, " -სოციალურ ქსელში საყოველთაო განხილვის საგანი გახდა გიორგი გაბუნიას ფრაზა გადაცემა "არჩევანში" "ნაციონალური მოძრაობის" წინასაარჩევნო პროგრამის წარდგენის წინ. "ათჯერ გადავახვიე და გაბუნია ათივეჯერ ამას ამბობს როგორ დაწყდა გული ტიპს, რო გივია ცოცხალი გადარჩა... რო მომკვდარიყო, ხო უფრო მეტ წივილ–კივილს ატეხდნენ ამბავზე და რა პონტში გადარჩა ეს უნამუსო კაცი? ჩაუყარა წყალში ამ "უპირომ" ნაცმოძრაობას რევოლუციური გეგმები ..."წერს სოციალურ ქსელში "ალიას" ჟურნალისტი ნინო ლაბარტყავა. "გიორგი გაბუნია და სრულიად ნაციონალური მოძრაობა - ძალიან წუხან, რომ გივი თარგამაძე ცოცხალია! 20 წლის მანძილზე პირველად თქვა რუსთავი 2-მა სიმართლე."-ასეთი კომენტარი გააკეთა კოკა ყანდიაშვილმა. თუმცა სოციალური ქსელის მომხარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნიას ეს ფრაზა უბრალოდ შეეშალა, არასწორად წარმოთქვა. ამასთანავე სოციალური ქსელის მომხარებელთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აფეთქება ნაცმოძრაობის წინაასაარჩევნოდ მოწყობილი ტრიუკია. "აბა, რამდენს გახსოვთ, მიშა სააკაშვილი როცა ვაკეში კენჭს იყრიდა დეპუტატად, არჩევნების წინ რომ ესროლეს? დაგიძველდა მეთოდები, მურტალო! ჰო, მაშინ იგორ გიორგაძის ნაჩუქარი დაჯავშნული უაზ-ით მოძრაობდა კიდევ"-წერს ცოტნე გამსახურდია. "გივიმ თავი თვითონ აიფეთქა! ირაკლი ოქრუაშვილმა თვითონ გაიხსნა ცეცხლი, კორცხელში ნაციონალებმა თვითონ დაისისხლიანეს თავები, ეროსიმ თავში ტყვია თვითონ დაიხალა, ბუკა პეტრიაშვილმა თავი თვითონ იცემა და დაიჭრა, რაფალიანცი თვითონ ჩავიდა ქვევრში!!! ლეხ კაჩინსკიმ თვითონ ჩამოაგდო თვითმფრინავი და კენედიმ რომ თავის თავს ესროლა - არ იცოდით?! რამე ახალია?!!!"-ასეთი კომენტარი გააკეთა ნანუკა ჟორჟოლიანმა. 144 7-ს მოსწონს 1-ს არა |
გამოდის თარგამაძის და მისი მძღოლის მკვლელობა არ იგეგმებოდა.
დანარჩენზე სათანადო სტრუქტურები გააკეთებენ დასაბუთებულ დასკვნას გამოძიების მერე.