აქ მოცემული დავალებების შესრულება, ძირითადად, ყურადღებას და დაკვირვებას საჭიროებს. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, ლოგიკის გამოყენებაც აუცილებელია.
1. რომელია ზედმეტი?
II. ლაშქრობაზე
დააკვირდით სურათს და უპასუხეთ შემდეგ კითხვებს:
1. რამდენი ადამიანი ცხოვრობს ბანაკში?
2. ღრმა არის, თუ არა მდინარე?
3. სურათზე 4 ადამიანია. რას აკეთებს თითოეული მათგანი?
III. სურათზე იპოვეთ 10 ადამიანი
ამ ოფისში 10 ადამიანია დამალული და თქვენი ამოცანა მათი პოვნაა! თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ადამიანი კარგად არა ჩანს და თუ 9-ს იპოვით, ჩათვალეთ, რომ ეს უკვე კარგი შედეგია.
IV. იპოვეთ 6 გამოსახულება ყავის მარცვლებს შორის
წინა დავალებასთან შედარებით, ეს უფრო რთული დავალებაა. აქ ყავის მარცვლების ფონზე 3 მწერი და ბავშვის სახეებია გამოსახული.
V. ყურადღება + ლოგიკა
ეს დავალება განსხვავებულია და აქ დაკვირვების გარდა, ლოგიკაც საჭიროა. დააკვირდით გამოსახულებას და პასუხი გაეცით ქვემოთ მოცემულ კითხვებზე:
1. წლის რომელი სეზონია?
2. ვაკონკრეტებთ კითხვას – რომელი თვეა?
3. არსებობს თუ არა ბინაში წყალგაყვანილობა?
4. ბინაში მამა-შვილის გარდა, კიდევ თუ ცხოვრობს ვინმე და თუ ცხოვრობს, ვინ?
პასუხიები:
I. მეორე დათვს ნაღების მხოლოდ 2 ბურთულა აქვს.
II. ლაშქრობაზე
1. ხეზე მიკრული სიის მიხედვით, ბანაკში 6 ადამიანია.
2. გემზე მდგომი ადამიანი მდინარის სიღრმეს ზომავს — შესაბამისად, ის ძალიან ღრმა არ უნდა იყოს.
3. 2 სადილობს, მესამე თევზაობს, მეოთხე მდინარის სიღრმეს ზომავს.
III. ოფისი
IV. გამოსახულებაზე 3 ჭიამაია და ამდენივე სახეა
V. ყურადღება + ლოგიკა
1. სურათზე ჩანს, რომ ბავშვს მაღალყელიანი ფეხსაცმელი აცვია, ე. ი. ზამთარია.
2. კედელზე მარცხენა მხარეს კალენდარი კიდია და ჩანს რომ ის ბოლო ფურცელზეა გადაშლილი – ანუ დეკემბერია.
3. სახლში წყალგაყვანილობა არ არის, რადგან ბავშვი კუსტარულად დამონტაჟებულ პირსაბანთან დგას.
4. ქვედა მარჯვენა კუთხეში თოჯინები მოჩანს. რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში, მინიმუმ გოგონაც ცხოვრობს.





