x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
გამოცანა ვაშლებზე – უმრავლესობა ვერ ხსნის (პასუხი აქვს)

ორი ადამიანი ბაზარში ვაშლს ყიდდა. ერთი 2 ვაშლს ლარად ყიდდა, მეორე — 3 ვაშლს, 2 ლარად. თითოეულს მათგანს, კალათში 30 ვაშლი ჰქონდა, ამიტომ პირველი 15 ლარის, ხოლო, მეორე — 20 ლარის მიღებას გეგმავდა. ორივე ერთად კი, 35 ლარს გამოიმუშავებდა.

ეს გაიაზრეს და გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთისთვის კონკურენცია არ გაეწიათ, ვაშლი გააერთიანეს, ხოლო ფასი შემდეგნაირად დაადგინეს:

იგივე თანხის მისაღებად, თუ 2 ვაშლი — ლარი და 3 ვაშლი — 2 ლარი ღირდა, ე. ი. 5 ვაშლი — 3 ლარად უნდა გაეყიდათ.

მაგრამ, ვაშლის გაყიდვის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სალაროში 35 კი არა, 36 ლარი ჰქონდათ. ამასთან, არავისთვის მოუტყუებიათ და არც ვინმეს დაუტოვებია ხურდა.

ეს როგორ უნდა მომხდარიყო? ნამდვილად რომ გასაოცარია...


image


პასუხი:


სინამდვილეში არანაირ ჯადოქრობას ადგილი არ აქვე, — აქ მხოლოდ მათემატიკა არის და მეტი არაფერი:

ვაშლის პატრონებმა იმაზე არ იფიქრეს, რომ როდესაც საკუთარი საქონელი გააერთიანეს, მისი გაყიდვა უკვე სხვა ფასით დაიწყეს. პირობის თანახმად, პირველი 1 ვაშლს 50 თეთრად ყიდდა, მეორე — 66, 7 თეთრად. ხოლო, გაერთიანების შემდეგ, 1 ვაშლი უკვე 60 თეთრი (5 ცალი – 3 ლარი) ღირდა.

რადგან თითოეულს 30 ვაშლი ჰქონდა, ორივეს ერთად 60 ექნებოდა. 60 X 60 = 3600 თეთრს, ანუ 36 ლარს.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უახლესი კვლევის შედეგების მიხედვით, დედამიწის ისტორია უნდა გადაიწეროს...

* როგორ განადგურდა უძველესი მაღალგანვითარებული ცივილიზაცია და ყველაფერი, რაც მას უკავშირდებოდა

* კოღოებისგან თავის დაცვის მარტივი ხერხები და საინტერესო ფაქტები ამ აბეზარა და მავნე მწერის შესახებ

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
444
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
444
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0