ამოცანები იპოვეთ შეცდომები სურათზე (პასუხი აქვს) 2019, 31 იანვარი, 10:12 1928 სექტემბერში ამერიკული ჟურნალის «მეცნიერება და გამოგონება» (Science and Invention)-ს რედაქციამ მკითხველს ჟურნალის გარეყდაზე მოცემულ გამოსახულებაზე შეცდომის პოვნა შესთავაზა. 48 უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, დაწეწსებული იყო პრიზი 500 $-ის ოდენობით (იმ დროს, საშუალო ხელფასი – კვირაში 30-40 დოლარი, ანუ თვეში 120 $ იყო. დღეს საშუალო ხელფასი 3 800 $-ია და იგივე პრიზი ახლა რომ დაეწესებინათ, – 15 200 $ იქნებოდა). სამწუხაროდ, ამ თანხას დღეს ვერ შემოგთავაზებთ, სამაგიეროდ, შანსი გეძლევათ, პირველი ადამიანი გახდეთ, ვინც ყველა უზუსტობას აღმოაჩენს, რადგან ამ გამოცანაზე სრული პასუხი დღემდე არ არსებობს. როგორც გამოცანის ავტორები ამტკიცებდნენ, სურათზე შეცდომები საბუნებისმეტყველო მეცნიერების ყველა სფეროდან (ასტრონომია, მეტეოროლოგია, ჰიდროლოგია, ფიზიკა...) არის. დააკვირდით დეტალებს და დაუსვით თქვენს თავს კითხვა: ეს რამდენად ლოგიკურია? ხოლო, უზუსტობის პოვნა უფრო მარტივი რომ იყოს, გამოსახულების ზოგიერთი ფრაგმენტი გადიდებულია: პასუხი:1. საგნების და ადამიანების ჩრდილებს განსხვავებული მიმართულებები აქვს. 2. მამაკაცის ხელჯოხს ჩრდილი არა აქვს. 3. ქარი ქრის, მაგრამ მეზღვაურის სიგარეტის კვამლი ვერტიკალურია. 4. ქარი არც ფანტანის წყალზე ახდენს გავლენას. 5. მეხი უფრო მაღალ ობიექტს უნდა დაეცეს. 6. რადიოკავშირის ანტენები არაფერს უერთდება. 7. მზის საათი არასწორედ მუშაობს. 8. სახლი უკანა ფონზე არაპროპორციულია, – ერთი მხარე მეორეზე დიდია.9. ნიუ-იორკის აბრის დას. მიმართულება არ ემთხვევა ფლიუგერის მიმართულებას. 10. ფლუგერზე მიმართულებები არეულია (შეცვლილია აღმ. და დას. მიმართულებები). 11. ჩანს ხაზი, სადაც ცისარტყელა წყალს უერთდება. 12. არეულია ცისარტყელის ფერები. 13. მიუხედავად იმისა, რომ ცისარტყელა არის, წვიმის ნიშანი არსად ჩანს. 14. მთვარე ვერ დაიკავებს ასეთ პოზიციას, როდესაც მზე ამოდის ან ჩადის. 15. მზე ჩრდილოეთიდან არ ამოდის. 16. მამაკაცი მაგიდასთან ზის, მაგრამ სავარძლის საზურგე არა ჩანს. 17. წყალში მზე არ ირეკლება. 18. გამოსაბოლქვი მილი ავტომობილს წინა ნაწილში აქვს. 19. ნავის და ხმელეთის დროშები სხვადასხვა მიმართულებით ფრიალებს. 20. განსხვავებული მიმართულებით ფრიალებს ქალის შარფიც.P.S. ეს პასუხი არასრულია, როგორც ზემოთ იყო ნათქვამი, სურათზე 48 შეცდომაა და თუ სხვა შეცდომებსაც აღმოაჩენთ, კომენტარებში მიუთითეთ და იქნებ გამოცანაზე პასუხი ერთობლივი ძალებით გავცეთ. თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:ტესტი: იპოვეთ სურათზე შეუსაბამობა (პასუხები აქვს) იპოვეთ სურათზე შეცდომები – თავსატეხი ყველაზე დაკვირვებულებისთვის (პასუხი აქვს) იპოვეთ უზუსტობა 10 ფოტოზე (პასუხები აქვს) 697 3-ს მოსწონს
|