x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
იპოვეთ სურათზე შეცდომები – თავსატეხი ყველაზე დაკვირვებულებისთვის (პასუხი აქვს)
image


გინდათ, რომ თავი შერლოკ ჰოლმსად იგრძნოთ? მაშინ დააკვირდით ქვემოთ მოცემულ სურათს და დაფიქრდით, ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს?

სინამდვილეში, ამ სურათზე 20 შეცდომა არის დაშვებული და მათი პოვნა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.


image


მინიშნება: მიაქციეთ ყურადღება გამოსახულებაზე ასახული მოქმედებების ლოგიკას. მასზე ბევრი ისეთი დეტალია, რაც რეალურად, არ შეიძლება ხდებოდეს.




image



პასუხი:



image


1. ქარი ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით ქრის: კვამლი მარჯვნივ მიდის, ხის ტოტები მარცხნივ არის გადახრილი.

2. არ არის წელიწადის ერთი და იგივე დრო: ერთდროულად თესავენ და მოსავალსაც იღებენ.

3. ცხენს არ აქვს უღელი.

4. ცხენი უკვე მოხნული მინდვრისკენ მიდის.

5. არ არის მხვნელი, რომელსაც გუთანი ეჭირება.

6. ფიჭვის ხეს სხვა სახეობის ხის ტოტი აქვს.

7. მზის სინათლე სხვადასხვა მიმართულებით ეცემა: ადამიანის და ძაღლის ჩრდილს განსხვავებული მიმართულება აქვს.

8. ჭიშკარს ტალღოვანი ჩრდილი აქვს.

9. ჭიშკარი 5 ფიცრით არის შეკრული, ჩრდილი კი, – მოლოდ 4 ფიცრისა არის.

10. ბუჩქი პირდაპირ ღობეზე იზრდება.

11. სახლს არა აქვს კარი.

12. ფანჯრებს ფარდები გარედან უკეთია.

13. ადამიანი, სახლთან შედარებით, არაპროპორციულად დიდია.

14. ძაღლი, ცხვრებთან შედარებით, მეტისმეტად დიდია.

15. ერთი ცხვარი 3 ფეხზე დგას.

16. ერთ ცხვარს ძაღლის კუდი აქვს.

17. ზოგიერთ ობიექტს ჩრდილი არა აქვს.

18. ტბის ზედაპირი ჰორიზონტის ხაზის ზემოთ მდებარეობს.

19. თივით დატვირთული ურიკა (უკანა ფონზე), ადამიანზე ბევრად მაღალია.

20. სახლის სახურავი და საკვამური ერთი მასალით არის გაკეთებული.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageგამოცანები ხრიკებით (პასუხები აქვს)
ლოგიკური თავსატეხები (პასუხები აქვს)
ტესტი, ცოდნის შესამოწმებლად – 13 კითხვა, 3 დახმარება


1
2940
8-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
2940
  
2019, 24 იანვარი, 19:49
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1