x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ლოგიკური და რთული გამოცანები (პასუხები აქვს)

imageimage
1. დაასახელეთ მეცნიერება სწორედ განსჯის შესახებ.

image2. სტუდენტურ კაფეში, დახლზე იდგა აკვარიუმი, რომელშიც ბურთულების ფორმის საღეჭი რეზინები ეყარა. 5 სტუდენტმა დაასახელა აკვარიუმში მოთავსებული ბურთულების შესაძლო რაოდენობა: 45, 41, 55, 50 და 43. მაგრამ, ვერცერთმა ვერ გამოიცნო. თითოეულის მიერ დასახელებული ცდომილება, 2, 3, 5, 7 და 7 (დასახელებულ რიცხვებსა და ცდომილებას შორის, თანამიმდევრობა დაცული არ არის).imageკითხვა: რამდენი ბურთულა იყო აკვარიუმში?

image3. ერთმა მდიდარმა ბატონმა თავის სამ ვაჟს სამკვიდროდ რემა დაუტოვა. ანდერძის მიხედვით, უფროს ძმას მთელი მემკვიდრეობის ნახევარი უნდა მიეღო. შუათანას – მემკვიდრეობის მეოთხედი. ხოლო, უმცროსს – მეხუთედი. გაყოფის მომენტისთვის, გაირკვა, რომ გასაყოფი სულ 19 ცხენი იყო.imageკითხვა: როგორ უნდა გაიყონ ძმებმა ცხენები? (ცხენის დანაწევრება, რა თქმა უნდა, გამორიცხულია).

image4. კლასში 35 მოსწავლეა, მათგან 20 მათემატიკურ წრეზე დადის, 11 – ლიტერატურულზე, 10 ბავშვი – არცერთზე.imageკითხვა: ლიტერატურის რამდენი მოყვარული, არის გატაცებული მათემატიკით?

image5. შერლოკ ჰოლმსი:

– დილა მშვიდობისა, უოტსონ! ვხედავ, დილის «ტაიმსი» უკვე წაიკითხეთ? საინტერესო არის რამე?
– რაღაც მართლაც არის. აი, მაგალითად, წრიულ ავტოსტრადაზე, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ორივე მძღოლი, მძიმე მდგომარეობაში, საავადმყოფოში გადაიყვანეს. საინტერესოა, რომ მათი მანქანები ოდნავადაც არ დაზიანებულა.
– ეს ძალიან ელემენტარულია, უოტსონ. არის კიდევ რამე?
– ჰოლმს, თქვენთვის ყველაფერი ელემენტარულია. მაშინ, ამაზე რას იტყვით? მკვლელი – მოჭადრაკე. ბინაში, სამფეხა ჟურნალების მაგიდაზე ჭადრაკის დაფა იდო და ორი ადამიანი თამაშობდა, ხოლო მესამე მათ უყურებდა. ერთი წუთით სინათლე ჩაქრა და როდესაც მოვიდა, მესამე ადამიანი, ყელგამოჭრილი ძირს იწვა. მოვიდა პოლიცია. პირველმა მოჭადრაკემ თქვა, რომ როდესაც შუქი ჩაქრა, ის მხოლოდ მომდევნო სვლაზე ფიქრობდა და არაფერი გაუგია. ხოლო მეორემ განაცხადა, რომ როდესაც შუქი ჩაქრა, იმ მომენტში დახრილი იყო. მას მაგიდის ფეხითვის ქაღალდის შედება უნდოდა, რადგან ის ირყეოდა და კონცენტრირების საშუალებას არ აძლევდა და მას ამ მდგომარეობაში, თავში სისხლი მიაწვა. ამიტომ, არაფერი გაუგია. ამ ორი ადამიანიდან ერთ-ერთი მკვლელია.
– უოტსონ, ეს კიდევ უფრო მარტივია. მისის ჰადსონსაც შეუძლია გითხრათ, მკვლელი ვინ არის. უფრო საინტერესო არაფერია?
– არა. მეტი არაფერი, თუ ჯერალდ ბატჩერის თვითმკვლელობის ამბავს არ ჩავთვლით. მისი გვამი სამუშაო კაბინეტში აღმოაჩინეს.
– აბა, აბა...
– ის მაგიდაზე იწვა, ხელში პისტოლეტი ეჭირა და საფეთქელში ჰქონდა ნასროლი. ფარდები ჩამოშვებული იყო, ენთო მაგიდის ლამპა. იქვე იყო დიქტოფონი. ის ინსპექტორმა ჩართა და ბატჩერის უკანასკნელი გზავნილი მოისმინა: «მე გაკოტრებას ვერ დაველოდები, ეს - დასასრულია...» – ხოლო შემდეგ, გასროლის ხმა იყო. ბანკირს თავი საგადასახადო პოლიციის მიერ გამოგზავნილ წერილზე ედო, რომელიც მის ბანკში დაგეგმილი შემოწმების შესახებ აუწყებდა.
– აი, უოტსონ, ამბობდით რომ საინტერესო არაფერია. იქნებ სწორედ ამ საქმით დავკავდეთ და ბანკირის მკვლელი მოვძებნოთ?
– ჰოლმს, ეს ხომ თვითმკვლელობაა...
– ეს მკვლელობაა უოტსონ, მკვლელობა და ჩვენ სწორედ მას გამოვიძიებთ...imageკითხვა:
1. აღწერეთ საგზაო შემთხვევა.
2. რომელი მოჭადრაკეა მკვლელი?
3. რატომ არის ბანკირის თვითმკვლელობა, სინამდვილეში მკვლელობა?image6. თუ მის სახელს იტყვით, ის მაშინვე გაქრება.imageკითხვა: რა არის ეს?image7. ენს აქვს ზოო მაღაზია. თუ ის გასაყიდ თუთიყუშებს სათითაოდ ჩასვამს გალიებში, ერთი ფრინველი გალიის გარეშე დარჩება. თუ თითო გალიაში 2-2 ფრინველს ჩასვამს, მაშინ ერთი გალია ცარიელი დარჩება.imageკითხვა: რამდენი ფრინველი და რამდენი გალიაა ზოომაღაზიაში?image8. მომართულ სათაგურში არის ყველი.imageკითხვა: როგორ ფიქრობთ, ვინ მიიღებს უფასოდ ყველს?image9. დავუშვათ რომ, ადამიანი მოკვდება 7 დღე-ღამე საკვები რომ არ მიიღოს ან არ დაიძინოს და დავუშვათ, რომ მას ერთი კვირა არ ეძინა და არ უჭამია. imageკითხვა: რა უნდა გააკეთოს პირველ რიგში, რომ არ მოკვდეს: საკვები მიიღოს, თუ დაიძინოს?

image10. ჯარისკაცები ერთმანეთისგან 1 მ. დაშორებით, სწორ ხაზზე მოეწყვნენ. ხაზის სიგრძე 25 მ-ს შეადგენდა.imageკითხვა: რამდენი ჯარისკაცი იდგა ხაზზე?

imageპასუხები:

image1. ლოგიკა

image2. 48 ბურთულა.

პირობის თანახმად, ორი ცდომილება 7-7 ტოლია. ყველაზე მაღალი და ყველაზე დაბალი დასახელებული რაოდენობა – 41 და 55 არის. თუ მივუმატებთ 7-ს ყველაზე დაბალ რიცხვს და გამოვაკლებთ 7- ყველაზე მაღალ რიცხვს, ორივე შემთხვევაში, პასუხი 48 იქნება.

image3. უპირველეს ყოვლისა, ყურადღება იმას უნდა მიაქციოთ, რომ ცხენების განაწილებისას, ერთი მთლიანი ნაწილი (რემა) უნდა გაიყოს 2-ზე, 4-ზე და 5-ზე (მემკვიდრეობაში დასახელებული წილების მიხედვით). 19 უნაშთოდ არცერთ მათგანზე არ იყოფა. ამიტომ, უნდა ავიღოთ ისეთი უახლოესი რიცხვი, რომელიც ყველა წილზე გაიყოფა. ასეთი არის – 20. ამ შემთხვევაში, უფროს ძმას 10 ცხენი შეხვდება, შუათანას – 5, ხოლო უმცროსს – 4. (10+5+4=19)

image4. 35 მოსწავლიდან 10 არცერთ წრეზე არ დადის. ე. ი. ლიტერატურის და მათემატიკის წრეზე 25 მოსწავლეა ჩაწერილი. აქედან 20 მათემატიკის წრეზეა, ხოლო 5 მხოლოდ ლიტერატურულზე. რადგან ლიტერატურულზე 11 მოსწავლეა, გამოდის რომ, 6 ბავშვი ორივე წრეზე დადის.image5.

I. მანქანები ერთმანეთის პირისპირ მოძრაობდნენ და მძღოლები ფანჯარიდან გამოყოფილი თავებით შეასკდნენ ერთმანეთს.

II. სამფეხა მაგიდა არასდროს ირყევა ანუ, მკვლელი ის არის, ვინც ტყუილი თქვა.

III. თვითმკვლელობა არ არის, რადგან როდესაც დიქტოფონი ჩართეს – ბოლოს სროლის ხმა იყო. რადგან ფირი გადახვეული იყო, ე.ი. გასროლის შემდეგ, ის ვიღაცამ გადაახვია.

image6. დუმილი (სიჩუმე).image7. ზოომაღაზიაში 4 თუთიყუში და 3 გალია არის.image8. მეორე თაგვი.image9. ადამიანს არ შეუძლია ერთდროულად ძილი და ჭამა. შესაბამისად, ძილისა და საჭმლის მიღების 7 დღიანი ვადა, სხვადასხვა დროს გადის. რომ გადარჩეს, ადამიანმა ის უნდა გააკეთოს, რაც ერთი კვირის წინ არ გაუკეთებია!

image10. ხაზზე 26 ჯარისკაცი იდგა.

imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში ( I ნაწილი)
ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში (II ნაწილი)
ყველაზე რთული გამოცანები მსოფლიოში ( III ნაწილი)

image

0
1643
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1643
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0