x
image
ციცი
Mediator image
ეს პოსტი გულს აგიჩუყებთ-"მითხრეს რომ ცეროდენა იყავი... ვიცოდი გაიმარჯვებდი სიკვილთან ჭიდილში..."

image
საფრანგეთი-საქართველოს თანამეგობრობისა და ურთიერთ თანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ (სულა) სულაშვილი გულისამაჩუყებელ პოსტს აქვეყნებს სოციალური ქსელით "ფეისბუქით". იგი დაბადების დღეს ულოცავს შვილს და მისი დაბადების დღეს იხსენებს, როდესაც სრულიად უსუსური და უმწეო, ცეროდენა ბიჭი სიცოცხლისათვის იბრძოდა:


"დღეებს ვითვლიდი. ველოდებდი შენს დაბადებას, რადგან შენ იყავი ძე ჩემი. ჩემი სიცოცხლის, გვარისა და ჯიშის გამგრძელებელი, რომელსაც უნდა შეგეცვალა ჩემთვის სამყარო...
და შენ მოხვედი...
800 გრამი და 34 სანტიმეტრი, 26 კვირის...
მითხრეს, რომ ცეროდენა იყავი. უსუსური და უმწეო...
არ დავიჯერე... არ დავიჯერე, რადგან საკუთარ მკერდში ვგრძნობდი შენს გოლიათურ გულისცემას და ვიცოდი გაიმარჯვებდი სიკვილთან ჭიდილში...
საათობით ვიდექი შენს პალატაში. ვუყურებდი მონიტორზე მოულოდნელად დაცემულ ციფერბლატს და გამხნევებიდი - მიდი! მიდი! არ გაჩერდე იოანე! არ დანებდე! შენ ძლიერი ხარ მამი!
მახსოვს ჩუმად გიკითხავდი დედის ლოცვებს... (მერე რა, რომ მე მამა ვარ შენი)
მადლობა მამა, რომ დაიბადე, რომ იბრძოლე გადასარჩენად. მადლობა შენ, ჩემი, დედას და სალომეს ბედნიერებისთვის.
მალე შენი დაბადების დღე დადგება. ახლა ვზივარ და ვფიქრობ, რა გაჩუქო იმაზე მეტი, რასაც შენ მჩუქნი?
გაჩუქებ მეგობრობას, ძმაკაცობას, ერთგულებას, შენი ერის და მამულის სიყვარულს. გაჩუქებ ყველაფერს თუ რამ მაბდია."image

0
85
1-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
85
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0