x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
"მანოკებზე" მონადირე მეზობლის ძაღლმა "ვაი" მონადირეებს "სისხლი გაუშრო" ანუ სახალისო ისტორია ერთ მონადირე ძაღლზე

image

ამ პატარა სტატიაში მინდა მოგითხროთ ჩემს მიერ სოფელში მეზობლისათვის ნაჩუქარ დრათჰაარის ჯიშის მონადირე ძაღლზე, რომელიც ჯერ კიდევ პატარა ლეკვი ავუყვანე სოფელში, სტაჟიან და გამოცდილ მეზობელ მონადირეს. ლეკვი ჩემი ძაღლის ზუსტი ასლი გაიზარდა და ახალმა პატრონმა მასაც მამის სახელი როკი დაარქვა.
მოგეხსენებათ გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი გახსნილია და მწყერზე და ღალღაზე მონადირეები ნადირობის ლიცენზიით თუ ლიცენზიის გარეშე უთენია მიდიან სანადიროდ, თუმცა უნდა ითქვას წელს მწყერი მცირე რაოდენობითაა, რაც ჩემი აზრით ამინდითაა გამოწვეული, კარგი ამინდების გამო კავკასიონის უღელტეხილი გახსნილია და მწყერი შორ მანძილზე მიფრინავს.
ამიტომაც "ვაი" მონადირეების დიდი ნაწილი მიმართავს შემდეგ ხერხს ყიდულობენ ან თავად აწყობენ პრიმიტიულ მოწყობილობას, რომელიც მანქანაში მინიატურული ფლეერის ფუნქციას ასრულებს და მახსოვრობის ბარათიც უერთდება, სწორედ ამ ფლეერებში მახსოვრობის ბარათებში წერენ მწყრის ხმას, ფლეერს უერთებენ დინამიკს და მოტოციკლის ან კომპიუტერის სტაბილური კვების წყაროს აკუმულატორს და დგამენ მინდორში, ეს მარტივი, მაგრამ ეშმაკური მოწყობილობა რომელსაც ქართულად მომხმობი ჰქვია (მანოკი) ძალზე ეფექტურია გადამფრენი მწყრის მოსატყუებლად, "მანოკი" საკმაოდ მაღალ ხმაზე იძახის და ამ ხმის გაგონების რადიუსში გადაფრენისას მოხვედრილი მწყერი ხმის მიმართულებით მიფრინავს და მის შორიახლოს ჯდება.
სამწუხაროდ იმ უწყებების თანამშრომლებიც კი ვინც თავად უნდა ებრძოდეს ამგვარი ხერხით ნადირობას, თავადვე ნადირობენ "მანოკებით".
მეზობელისთვის ნაჩუქარი დრათჰაარის ჯიშის ლეკვი ძალზე ენერგიული მონადირე ძაღლი გახდა, რომელსაც გაუგებარი მიზეზით "მანოკის" მიმართ აუტანლობის თვისება განუვითარდა პატრონის ჩაურევლად.
ძაღლს რომელსაც როგორც მოგახსენეთ პატრონი როკის ეძახის, უნდა ითქვას ძალიან მაღალი დონის მონადირე ძაღლია მისი მონადირული მახასიათებლებით, შორ მანძილზე ფრინველის აღმოჩენა, "მკვდარი" ნაბული, მოკლული ფრინველის მოძებნა და მოტანა. პატრონიდან მაქსიმალურ 15 მეტრამდე მოშორებით ნადირობა.
მოკლედ ერთ დღეს როკი პატრონთან ერთად გაემართა დილით ადრე სანადიროდ და იმ დღეს დაიწყო როკის უცნაურობები, ძაღლმა გაიგო ჯერ კიდევ გამოურთავი "მანოკის" ხმა და ეგრევე მისკან გაიქცა, როგორც კი მიაგნო კბილები ჩაავლო და "მანოკი" აკუმულატორს მოჰგლიჯა, ზედ შედგა და სანამ ნაწილ–ნაწილ არ დაშალა ფეხებით და კბილებით არ მოეშვა.
პატრონი მიხვდა ძაღლის ამ საქციელს "მანოკის" მფლობელებთან კონფლიქტი მოჰყვებოდა და ძაღლთან ერთად იქაურობას გაეცალა.
მეორე თუ მესამე დღესაც იგივე განმეორდა, რასაც "მანოკის" ახალგაზრდა მფლობელსა და როკის პატრონს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა, თუმცა როგორც კი გამოჩნდა სხვა მონადირეები ახალგაზრდა ეგრევე გაიქცა აკუმულატორით ხელში.
ბუნებრივია როგორც სხვა ძაღლს როკისაც ღამე უშვებენ და ეზოში თავისუფლად დარბის, ოღონდ როგორც კი გაიგებს რომელიმე მხრიდან "მანოკის" ხმას ეზოდან გარბის და თუ აქამდე ადგილზე ამტვრევდა აპარატს, ახლა სახლში მოაქვს, როკის პატრონი კი იძულებულია "მანოკებს" სანაგვეზე გადაუძახოს.
ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა ბრაკონიერების გამოსავლენად თავად არ ჩადგეს საკმაოდ მძლავრი "მანოკი", რომელიც იმდენად ძლიერ ხმას გამოსცემდა ხმა 2 კილომეტრამდე ვრცელდებოდა, გარემოს დამცველებმა კი სამალავი მოძებნეს და გათენებას დაელოდნენ ბრაკონიერების მოლოდინში.
თუმცა მეზობელთან სტუმრიანობის გამო ღამის 5 საათამდე დაბმული როკის აშვებისთანავე ძაღლი მაშინვე "მანოკის" ხმის მიმართულებით გაიქცა და როგორც სხვა დროს აკეთებდა დაავლო პირი "მანოკს" და გარემოს დამცველების ყვირილის და შეძახილების მიუხედავად "მოიტაცა" აპარატი და სახლისაკენ გამოიქცა, გარიჟრაჟზე გარემოს დამცველებმა ბუნებრივია დააფიქსირეს ძაღლის ჯიში და როგორც კი გათენდა სოფლის მცხოვრებლების გამოკითხვა დაიწყეს, თუ ვის ჰყავდა დრათჰაარის ჯიშის ძაღლი უბანში.
დასამალი აბა რა იყო და რამდენიმემ მიასწავლა როკის პატრონთან, მიადგნენ პიკაპით და დაუძახეს, როკის პატრონიც გამოვიდა და გარემოს დაცვის ინსპექციის პიკაპი რომ დაინახა, მიხვდა როკისთან იქნებოდა აუცილებლად კავშირში მათი სტუმრობა.
როკის პატრონს ჰკითხეს ძაღლს რამე ხომ არ მოუტანიაო? პატრონს გაეცინა და "მანოკი" გამოუტანა, რომლის სანაგვეზე გადაგდება ჯერ ვერ მოესწრო.
გარემოს დამცველებს სიცილი აუტყდათ და როკის პატრონს უთხრეს: თქვენმა ძაღლმა სპეცოპერაცია ჩაგვიშალაო, არც ძაღლის პატრონი დარჩა ვალში და სპეციალურად სანაგვედ გადაკეთებულ რკინის რეზერვუარიდან ათამდე "მანოკი" ამოიტანა და გარემოს დამცველებს მიუტანა ეს "მანოკებიც" როკის მოტანილია და სანაგვეზე ვყრიდიო.
ახლა ყველამ იცის როკის სმენის რადიუსში "მანოკის" ჩადგმა მის დაკარგვას რომ მოასწავებს და "მანოკის" ხმას უკვე ვერ გაიგებთ ჩემს სოფელში.

0
509
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
509
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0