x
image
ციცი
Mediator image
"ათუკას სულს ვფიცავ ივანიშვილო, რომ ეს სახელმწიფო კრიმინალების ხელში აღარ იქნება!"

image
ქვემო ფონიჭალაში "ოცნების" მიერ გამართულ კონცერტზე მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებას 15 წლის ბიჭის მე-11 კლასის მოსწავლის, ავთო ბაგალიშვილის სიცოცხლე შეეწირა. თანატოლის მიერ გულმკერდის არეში დაჭრილი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.


ამ საშინელ ფაქტს პარლამენტის ყოფილი წევრი, მეგი გოცირიძე სოცილაური ქსელით ეხმიანება. გარდაცვლილი მოზარდი მისი ბიძაშვილის შვილი იყო.



"ამ სტატუსს ძალიან გამწარებული და დამწუხრებული, ყოვლად ღონემიხდილი და ამავდროულად გააფთრებული ვწერ, ამ სტატუსს ვწერ და ცხარე ცრემლებით ვტირი, ვტირი და ივანიშვილს კიდევ ერთხელ ვპირდები და ათუკას ვიფიცებ, იმ ათუკას დაფლეთილ გულს ვიფიცებ, რომელიც დამპალი, გათახსირებული, მკვლელების მფარველი ქოცების კონცერტზე მომიკლეს გულში დანის ჩარტყმით!
ფონიჭალაში მომიკლეს ჩემი ბიძაშვილის ულამაზესი შვილი, რომელსაც 16 წელი 21 ოქტომბერს უნდა შესრულებოდა, რომლის მეგობრის გამოხედვაც არ ესიამოვნათ ლაწირაკ ქოცებს, არ ესიამოვნათ რაღაც რეპლიკა და დაერივნენ 30 არაკაცი ქოციშვილი ლაწირაკი 8 ბავშვს, სადაც არცერეთი პოლიციელი არ ეგდო!
ამხელა ღრეობა-კონცერტს რომ ატარებ და პოლიცია უსაფრთხოების არანაირ ზომებს არ იცავს, ეს კრიმინალური სახელმწიფოა! აქ პოლიცია არ არსებობს!
აქ არავის შვილი არ არის დაცული!
რამოდენიმე წლის წინ მანდვე მომიკლეს ათუკას დეიდაშვილი, ჩემი მეორე ბიძაშვილის 17 წლის შვილი!
თიკოს და ათუკას სულს ვფიცავ ივანიშვილო, რომ ეს სახელმწიფო კრიმინალების ხელში აღარ იქნება, ვფიცავ რომ ბოლომდე ვიბრძოლებ იმისთვის, რომ სხვისი შვილები გადავარჩინო ქუჩაში ჩახოცვას! ვფიცავ, რომ მღებრიშვილს არ შევარჩენ კრიმინალების მფარველობას და ასეთი გამწარებულიც კი ყველა ოჯახში შევალ და დედებს გავაგებინებ იმას, რომ ეს ხელისუფლება უნდა დამთავრდეს, უნდა დამთავრდეს რადგან კაბებზე ვერ გამოიბამენ საკუთარ შვილებს და გარეთ რომ გავლენ, ცოცხლები დაბრუნდებიან თუ არა მხოლოდ ღმერთმა იცის!
ვინც სამძიმარზე მოდის ყველა იმას ამბობს, რომ ფონიჭალას ასეთი რამ არ ახსოვს გასულ წლებში, არ ახსოვს რომ პოლიციას ასეთ დროს უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები არ მიეღო, სუსმა და ქოცების კანდიდატმა ოდიშარიამ იცოდა ეს უბედურება, მაგრამ დამალეს იქამდე, სანამ კონცერტი არ დამთავრდა!!!
სისხლისგან იცლებოდა ათუკა, ბავშვები შველას ითხოვდნენ, მაგრამ ღრეობა არ თავდებოდა, არ თავდებოდა ტაშ-ფანდური და ამ ტაშ-ფანდურის ქვეშ შეწყდა ათუკას ლამაზი სიცოცხლის მე-15 წელი......."imageimage
image

1
546
3-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
546
  
2016, 1 ოქტომბერი, 14:04
ძალიან გულისამრევია ყველაფრის ასე პოლიტიზირება,,,, 15 წლის ბავშვებში რაღაც გაუგებრობა მეეჭვება პოლიტიკის ბრალი იყოს... ძალიან სამწუხაროა, ასეთი რაღაცები რომ ხდება... მაგრამ ეს ყოველთვის იყო, ახალგაზრდებში ყოველთვის ხდებოდა რაღაც უთანხმოება, ჩხუბი დაჭრა და მკვლელობას საუბედუროდ... გამოხვიდე ძაძებში ჩაცმული და პოლიტიკისგან დაბინძურებული ხელები შეაწმინდო ბავშვის გვამს, მე პირადად გულს მირევს... ამ ქალის მიმართ საერთოდ აღარ ვგრძნობ თანაგრძნობას,,, საშინელებაა ყველას და ყველაფრის გამოყენება რაღაც პირადი მიზნებისთვის,,,


პ.ს. მძულს პოლიტიკა!
0 1 1