x
image
ციცი
Mediator image
"იცით რას ნიშნავს ბედნიერი ხმის გაგონება?"-სულა სულაშვილის ამაღელვებელი პოსტი.

image

საქართველო-საფრანგეთის თანამეგობრობის ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ქართველი ემიგრანტი ნუგზარ (სულა) სულაშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" აქტიური მომხმარებელია. ამჯერად იგი ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს, რომელიც ერთ-ერთი ქართველი გოგონას შესახებ წერს, რომელიც სიცოცხლეს ებრძოდა და რომელიც ბატონი სულას თანადგომით და დახმარებით გამოჯანმრთელდა და თავს უკეთ გრძნობს:

"7 თვის წინ, ფბ. პირად შეტყობინებაში წერილი მივიღე...
უცნობი გოგონა (მაია ედიშერაშვილი) თავის მეგობარ გოგონაზე მიყვებოდა ისტორიას, რომელიც მძიმე ავადმყოფობის გამო სიცოცხლისთვის იბრძოდა, ოჯახს კი არ ჰქონდა შესაძლებლობა მისი, უცხოეთის ძვირადღირებულ კლინიკებში მკურნალობის.
წერილი იმდენად ემოციური იყო, გამიჭირდა უცრემლოდ მისი წაკითხვა...
მე მამა ვარ... და ერთი წამით, საკუთარი თავი წარმოვიდგინე მისი მშობლების ადგილზე...
ხელიდან გეცლება შენი სიყვარულის ნაყოფი... მზად ხარ სიცოცხლეც კი გასწირო მისი სიცოცხლის გადსარჩენად, მაგრამ იცი, რომ ნებისმიერი შეწირული მსხვერპლი ამაოა...
ამაოა გარდა ერთისა...
და სწორედ ეს ერთი არ გაგაჩნია...
ფული!!!
მოკლედ ვუპასუხე: პატრა ცირა გადარჩება-მეთქი.
შეიძლება დაუჯერებელიც იყო მისთვის ჩემი სამ სიტყვიანი ფრაზა, მაგრამ ვიცოდი, სიტყვასაც შეეძლო იმედის სხივის დაბდება...
გოგონა საფრანეგთში ჩამოვიყვანეთ სამკურნალოდ...
მახსოვს ვუთხარი: გპირდები, რომ შენ მალე, უწინდელივით იკეკლუცებ დიდი სარკის წინ, მაგრამ არ დაგავიწყდეს, შენს ქორწილში უნდა მათამადო-მეთქი... ახლა, სულ რამდენიმე წუთის წინ ვესუბრე ტელეფონზე...
იცით რას ნიშნავს ბედნიერი ხმის გაგონება?
"მე ჯანმრთელი ვარ", "მე უკვე კოლეჯში სიარული დავიწყე",
"მე ბედნიერი ვარ", "დამთავრდა აუტანელი ტკივილები და ტანჯვა".
პირობა, პირობაა ცირა. მე შენს ქორწილში თამადა ვიქნები და აუცილებლად გისურბებ სიყვარულით სავსე გულის და ბედნიერი ღიმილის დამგზავრებას საუკუნოდ...
პ.ს. მაკო ედიშერაშვილი.
დიდი მადლობა შენ! მადლობა უანგარო მეგობრობისთვის და მადლობა იმისთვის, რომ პატრა ცირას ბედნიერების თუნდაც სულ უმნიშვნლო ნაწილად მაქციე.
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით..."imageimageimageimage

0
130
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
130
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0