არჩევნების მოახლოებასთან ერთად "დუღილის ტემპერატურამ" მოიმატა და ქართული პოლიტიკის კიდევ ერთი მანკიერი მხარე გამოაჩინა
არჩევნების მოახლოებასთან ერთად სულ უფრო იმატა პროვოკაციებმა, ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებამ, სატელევიზიო სტუდიებში მოწინააღმდეგე პარტიების წარმომადგენლებს შორის კონფლიქტურმა სიტუაციებმა და ცემა–ტყეპამ.
რაც ჩემი როგორც რიგითი ამომრჩევლის თვალში არცერთ ამ კონფლიქტურ სიტუაციაში მონაწილე პოლიტიკურ სუბიექტს არაფერს არ მატებს, უფრო პირიქით ამით მათ ელახებათ იმიჯი.
მეორე და უსაზიზღრესი გამოვლინება პოლიტიკური ბრძოლისა რასაც ვხედავ ესაა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სურათებზე საღებავის გადასხმა ან სულაც ჩამოფხრეწა, ეს არაა პოლიტიკური ბრძოლის სწორი ფორმა და სწორი ხერხი.
გაქვს ამბიცია მოხვიდე როგორც გამარჯვებული პარტია, პოლიტიკური ბლოკი ან პოლიტიკური კოალიცია კეთილი ინებე და შენს წევრებს და შენს მომხრეებს მკაცრად აუკრძალე ისეთი მოქმედება რაც პარტიას თუ კოალიციას დააზარალებს და მათ სახელს გაუუტეხს.
ამდენი მივარდნა ოფისებში, ამდენი ოფისების ღამით დარბევა, ამდენი კონფლიქტი პოლიტიკური ნიშნით უკვე ამაზრზენი ხდება.
ამომრჩეველიც იბნევა, გასაგებია წინასაარჩევნო პერიოდში მუდამ დაპირებების ბუმია, მაგრამ დროა საქართველოს მოქალაქეებმა ისწავლონ სწორი დასკვნის გაკეთება უახლესი წარსულიდან და არჩევანი გააკეთონ ქვეყნისთვის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის საჭირო გამოცდილ და კეთილსინდისიერ პარტიაზე ან კოალიციაზე.
მე აქ ვერავის ვერ ვურჩევ თუ ვის მისცენ ხმა, ეს უკანონობაც იქნებოდა და არაეთიკურიც ჩემი მხრიდან, მაგრამ თითოეულ ამომრჩეველს გირჩევთ ხმა მისცეთ მაჟორიტარი დეპუტატობის იმ კანდიდატებს ვინც აქამდე სუფთა სახელით და კარგი პოლიტიკური წარსულით მოვიდა.
პ.ს
მე არა ვარ გარკვეული და ჩახედული პოლიტიკური პარტიის სარეკლამო ბანერის ან დეპუტატობის კანდიდატის სურათების განადგურებაზე კანონი რას ითვალისწინებს, მაგრამ ცალსახად ჩანს და ვფიქრობ ჯერ არავინ დასჯილა, რადგან ყოველი ფეხის ნაბიჯზე ვაწყდები მსგავსი ვანდალიზმის ფაქტებს.